რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
გორში 60-ლარიანი კომუნალური ვაუჩერების გაცემა შეწყდა
60-ლარიან ვაუჩერებს, რომელიც კომუნალური გადასახადების დასაფარად იყო გათვალისწინებული, 20 დეკემბრიდან გორის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ვეღარ იღებს.

ამის მიზეზი ,,სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ" არსებული დადგენილების შეცლა გახდა. ვაუჩერების სისტემამ 24 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე იარსება. ახალი დადგენილება მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის 21 დეკემბერს დაამტკიცა. მასში კომუნალური გადასახადების დაფარვის თაობაზე აღარაფერი წერია.

როგორც ირკვევა, სოციალური დახმარების გაცემის წესში, ამჟამად, 18 პუნქტია გათვალისწინებული, მანამდე იყო, - 20.

2018 წლის განმავლობაში სხვადასხვა კატეგორიისთვის შემდეგი ერთჯერადი დახმარებებია გათვალისწინებული:

1. ონკოლოგიურ ავადმყოფების სამედიცინო დახმარება;
2. ონკოლოგიური ავადმყოფების მედიკამენტებით დახმარება;
3. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება;
4. ეპილეფსიით, პარკინსონიზმის, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებულ; შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ით (ინსულინდამოუკიდებელი) დაავადებულ; ბრონქიალური ასთმით დაავადებულ ადამიანებს.
5. ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, დაუნის, სინდრომით, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე, ჰიდროცეფალიისა და კანის ქრონიკული დაავადების მქონე პირებს;
6. დიალიზზე მყოფი და C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანებს;
7. სტუდენტებისა და სპორტსმენების დახმარება;
8. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;
9. დედ-მამით ობოლი ბავშვებისა და მშობლის (მშობლების) უფლებაშეზღუდული შვილების დახმარება;
10. ხანძრებისა (გარდა განზრახ გამოწვეული ხანძრისა) და სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახისადმი დახმარება;
11. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება.
12. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;
13. ასი და მეტი წლის ასაკის უხუცეს დღეგრძელთა დახმარება;
14. რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვების დახმარება თანადაფინანსებით;
15. მარტოხელა მშობლის დახმარება;
16. ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისათვის (ბენეფიციარების) დახმარების გაწევა;
17. სოციალურად დაუცველი, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილიმოსახლეობის ქირით უზრუნველყოფის ერთჯერადი ფულადი დახმარება ;
18. მხედველობით მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე(უსინათლო) პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება კომუნალურ გადასახადებზე.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კასპის მუნიციპალიტეტმა ორ წელში ა(ა)იპ-ებზე 19.5 მილიონი ლარი
დახარჯა
კასპის მუნიციპალიტეტმა ორ წელში ა(ა)იპ-ებზე 19.5 მილიონი ლარი დახარჯა
20:18 / 12.03.2026
ცნობისათვის, 2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში მომხმარებლისთვის
ცნობისათვის, 2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში მომხმარებლისთვის
18:26 / 12.03.2026
როგორც საკრებულოს აპარატში
როგორც საკრებულოს აპარატში "ქართლის ამბებს" უთხრეს, მერმა საკითხთან
17:23 / 12.03.2026
გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
10:24 / 12.03.2026
უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ქვევრების და კედლის
მოშლა არ

უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ქვევრების და კედლის მოშლა არ

18:51 / 11.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.