რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ძიუდოს წესებში ცვლილებები შევიდა
12-15 იანვარს ავსტრიის საკურორტო ქალაქ მიტერსილში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ (IJF)  მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის
-size: 12.16px;">მასშტაბური სემინარი გაიმართა, სადაც ძიუდოს ახალი წესები გააცნეს. სემინარს ქართველი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები ვლადიმერ ნუცუბიძე და მერაბ ლოსეურაშვილიც ესწრებოდნენ. მათ გადაეცათ ბუკლეტები და განმარტებითი ბარათები, სადაც დეტალურადაა აღწერილი ყველა ცვლილება.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია ცვლილებების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც ძალაში შევა უახლოესი ტურნირებიდან.

- ორი ვაზარი იპონია.

- დამატებით დროში შიდო არ იგებს.

შეხვედრის მოსაგებად დამატებით დროში აუცილებელია გდების შესრულება. შიდოების რაოდენობას მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ძიუდოისტს დაუგროვდება სამი შიდო. ასეთი ძიუდოისტი გამოცხადდება დამარცხებულად.

- იკრძალება დგომიდან მახრჩობელა და მტკივნეული ილეთების წამოწყება და გაკეთება.

სეთ შემთხვევაში შეხვედრა გაჩერდება და შემტევ ძიუდოისტს მიეცემა გაფრთხილება. შესაბამისად იკრძალება ხელის გადატრიალებით, მკლავის ჩაკეტვით და ძალის გამოყენებით დგომიდან მეტოქის იძულებით გადაყვანა ქვეჭიდში. ასევე იკრძალება ე.წ. შეხტომით მტკივნეულის გაკეთება ( Flying juji gatame ), რასაც საკმაოდ წარმატებულად აკეთებდა ზებედა რეხვიაშვილი და არაერთი სხვა ძიუდოისტი.

ასევე იკრძალება მტკივნეული თუ მახრჩობელა ილეთის ქვეჭიდში შესრულებისას წამოდგომა და ილეთის გაგრძელება დგომში. იმ საბაბით, რომ ქვეჭიდში სპორტსმენს რამდენიმე ოფცია აქვს - შეუძლია გადატრიალდეს, თავი დაიძვრინოს, ანაც დანებდეს ხელის დარტყმით. დგომში კი ამის შესაძლებლობა ნაკლებად აქვს, რაც ზრდის ტრავმის მიღების ალბათობას. ამ შემთხვევაში შეხვედრა შეჩერდება, სასჯელის გარეშე.

- დასაშვები ხდება ქვეჭიდიდან წამოდგომა და დინამიკაში შედეგიანი გდების შესრულება.


აქამდე თუ ქვეჭიდიდან წამოდგომისთანავე მსაჯი შეხვედრას აჩერებდა მატეთი, ამიერიდან ასე აღარ იქნება. შესაბამისი საბაბის არარსებობის შემთხვევაში შეხვედრა გრძელდება და წამომდგარ ძიუდოისტს შეეძლება შედეგიანი გდების შესრულება.

- ილეთი - კონტრილეთი

ილეთზე კონტრილეთის შესრულების დროს თუ აქტიური ძიუდოისტი პირველად თვითონ დაეცემა ზურგზე და მეტოქეს შემდეგ გადააგდებს, ილეთი არ შეფასდება და შეხვედრა გრძელდება.

თუ ძიუდოისტმა მეტოქე კონტრილეთზე დაიჭირა და ორივე წავიდა ტატამისკენ, იმისათვის, რომ კონტრილეთის შემსრულებელ სპორტსმენს გდება შეუფასდეს, იგი არ უნდა დავარდეს ზურგზე. ეს რეგულაცია ეხება მხოლოდ კონტრილეთის შესრულების შემთხვევებს.

ყველა სხვა შემთხვევაში ე.წ. თვითშეწირვის ილეთის შესრულებისას ( Tomoe nage, Ura nage, Sumi gaeshi და სხვა), რომლებიც კეთდება ზურგის გამოყენებით არაფერი შეცვლილა და ბუნებრივია წარმატებული გდება ჩაითვლება.

- ქვეჭიდში ფეხის გაჭიმვა აკრძალულია

როდესაც დგომიდან ძიუდოისტს მეტოქე გადაჰყავს ქვეჭიდში, ცდილობს მტკივნეულის გაკეთებას, ერთი ხელით კისერი უჭირავს და მეორე ხელით ფეხს უჭიმავს, მსაჯი მომენტალურად გააჩერებს შეხვედრას და შემტევი ძიუდოისტი გაფრთხილებას მიიღებს.

აღწერილ პოზიციაში დასაშვებია ხელის მოკიდება ფეხზე მუხლის სახსარში. მუხლს ქვემოთ კოჭის მიმართულებით ხელის მოკიდება და მეტოქის ფეხის გაჭიმვა ისჯება შიდოთი. ძირითადი ან მეორადი ნებისმიერი მტკივნეული ილეთი ფეხის სახსრებზე
დასჯადია.

- ორმაგი ჰანსოკუმაკე

ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ამიერიდან შესაძლებელი ხდება, რომ შეხვედრაში ორივე ძიუდოისტი პასიურობისა და მესამე შიდოს მიღებისთვის ერთდროულად მოიხსნას შეჯიბრიდან (ძველი წესებით შეხვედრა გადადიოდა დამატებით
დროში). ამ წესის შემოღების მიზანია - სპორტსმენები არ იყვნენ პასიურნი და გრძნობდნენ, რომ ასეთ შემთხვევაში მკაცრად დასჯის შესაძლებლობა არსებობს.

თუ ასეთი შემთხვევა ტურნირის პირველ, მეორე ან მესამე წრეში მოხდა ორივე ძიუდოისტი იხსნება ტურნირიდან. მეოთხედფინალის შემთხვევაში ორივე გავა მე-7 ადგილზე და იმ კონკრეტულ ტურნირს ეყოლება 3 მეშვიდეადგილოსანი.
ნახევარფინალში თუ მოიხსნებიან ორივე დაიკავებს მე-5 ადგილს და იმ კონკრეტულ ტურნირს ეყოლება 3 მეხუთეადგილოსანი. ფინალური შეხვედრის შემთხვევაში ორივე მიიღებს ვერცხლის მედალს.

- დათვის ჩავლება ( Bear hug )

დაუშვებელია მეტოქეზე მივარდნა და ხელების შემოხვევით გდების გაკეთება პირველადი ჩავლების გარეშე. ასეთ შემთხვევაში შემტევ ძიუდოისტს მიეცემა გაფრთხილება. მოქმედება რომ ლეგალურად ჩაითვალოს აუცილებელია შემტევ სპორტსმენს აღებული ჰქონდეს მინიმუმ ერთი ჩავლება. ხელის მიდება საკმარისი არ არის. დასაშვებია რეალური ჩავლების აღებისთანავე მომენტალურად ხელების შემოხვევა და გდების შესრულება.

- მკაცრდება ამუნიციის კონტროლი, გარდა სახელოების სიგრძისა შემოწმდება ასევე კიმონოს სიგრძეც.

-
ხიდი შიდო-ჰანსოკუმაკე

თუ გდებისას სპორტსმენი ზურგზე დაცემის ასაცილებლად გადადის თავზე და ეყრდნობა ერთ ან ორივე ფეხს, შეხვედრა ჩერდება და მეტოქეს უფიქსირდება სუფთა მოგება - იპონი. თუ გდებისას სპორტსმენი ზურგზე დაცემის ასაცილებლად იყენებს თავს,
ტრიალდება თავზე, ცვლის მიმართულების კუთხეს და ეცემა გვერდზე ან მუცელზე, შეხვედრა ჩერდება, მეტოქეს უფიქსირდება სუფთა გამარჯვება, ხოლო აღნიშნული სპორტსმენი იხსნება შეჯიბრიდან - ჰანსოკუმაკე. მკაცრდება გაფრთხილებები არატრადიციული ჩავლებებზე (ცალმხრივი, ჯვარედინი, ქამრის, „პისტოლეტის“, ჯიბის, თითების სახელოში შეყოფით). ამიერიდან, მსგავსი ჩავლების შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივი შეტევა.

ასევე განხილულ იქნა შემთხვევები თუ როდის შეიძლება ძიუდოისტს მიეცეს გაფრთხილება მეტოქეზე არალეგალურად მიწოლისა და ტატამიდან გაყვანის შემთხვევაში, როდის შეიძლება მიეცეს გაფრთხილება ჩახვეული ფეხის არალეგალურად გამოყების შემთხვევაში და ა. შ.

ზოგადად კანონმდებლები შეთანხმდნენ შემდეგზე: - თუ სპორტსმენი ასრულებს ნებისმიერ ისეთ გდებას ან ქმედებას, რომელიც წესებით არის აკრძალული, და თუ ეს ქმედება მეტოქის ჯანმრთელობისთვის ხიფათის შემცველი არ არის - შემტევი ძიუდოისტი მიიღებს გაფრთხილებას - შიდო.

- თუ სპორტსმენი ასრულებს ნებისმიერ ისეთ გდებას ან ქმედებას, რომელიც წესებით არის აკრძალული და თუ ეს ქმედება მეტოქის ჯანმრთელობისთვის ხიფათის შემცველია, მაშინ შემტევი ძიუდოისტი იღებს დისკვალიფიკაციას - ჰანსოკუმაკე და იხსნება შეჯიბრიდან.

IJF
-ის ოფიციოზის თქმით, განვითარებაზე მუდმივი ფიქრი და წესებში ცვლილებები ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - ძიუდო გახდეს ადვილად გასაგები და აღსაქმელი როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე რიგითი გულშემატკივრებისთვის მთელს მსოფლიოში.

არაფერი ემუქრება ძიუდოს პრინციპებს, თუმცა წესები, ისევე როგორ სპორტის მრავალ სახეობაში, განიცდიან მუდმივ პროგრესს და ცვლას ისევ და ისევ ჭიდაობის ამ ლამაზი სახეობის სასიკეთოდ.

შეცვლილ წესებს, ისევე როგორც მთელი გასული წლის მანძილზე, ახლაც დააკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში კვლავაც იქნება ცვლილებები. • წესებში ცვლილებები დაამუშავა ირაკლი ხმელიძემ, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის ვლადიმერ ნუცუბიძის რედაქტირებით
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.