ახალი ამბები
გუბერნატორის მანქანებს ტექმომსახურება წელიწადში 60-ჯერ დაჭირდა
მას შემდეგ, რაც შიდა ქართლის გუბერნატორად კახა სამხარაძე დაინიშნა, უწყებას ტექმომსახურება 60-ჯერ დაჭირდა. ეს იმ დოკუმენტებით ირკვევა, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოიძია.

ჯამში, ტექსმომსახურებაზე 2017 წლის 3 თებერვლიდან (დანიშვნიდან) დღემდე დაახლოებით 22 200 ლარი გაიხარჯა.

ხელშეკრულებებია გაფორმებულია კომპანიებთან: ,,მოქლონი“, ,,მოტოსტარტი“, ,,იბერია ავტო“, ,,იბერია ლენდი“, ,,თეგეტა მოტორსი“, ,,ტოიოტა ცენტრი“ და რამდენიმე ინდმეწარმესთან.

ყველაზე მეტი მომსახურება ,,ტოიოტა ლენდკრუიზერ LC 200"-ს დაჭირდა, რომელიც 2012 წლის გამოშვებაა და გუბერნატორზეა განპიროვნებული. აღნიშნულ მანქანის მომსახურების თაობაზე 20 ხელშეკრულებაა დადებული, მათ შორის, ხუნდების, დისკების, ძრავის ზეთების, საბურავების და ა.შ. შესყიდვაზე.

22 ათასი ლარიდან 6 586 ლარი კონკრეტულად ,,ტოიოტა LC 200"-ს ხუნდებს, საბურავებს, ზეთებს და ა.შ. მოხმარდა. მაგალითად, ძრავის ზეთი სამჯერ გამოცვალეს: მარტში, ივლისში და აგვისტოში.

გუბერნატორი იყენებს ასევე კიდევ ერთ ,,ტოიოტას“ (LC -150)-ს, რომლიც თბილისში ,,სიტი პარკს“ ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე (საცხოვრებელი ბინის წინ) სამჯერ ჰყავს დაჯარიმებული.

გუბერნატორის ადმინისტრაციას ემსახურება:

1. ტოიოტა ლენდკრუიზერი LC 200 (2012 წლის გამოშვება)
2. ტოიოტა ლენდკრუიზერი LC 150
3. ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო
4. ,,მიცუბიში“ L 200
5. სამი ერთეული - ,,შკოდა ოქტავია“
6. ერთი ერთეული - ვაზ #21213

საწვავი


2017 წლის 25 დეკემბერს გუბერნატორის ადმინისტრაციამ 28,6 ტონა ,,რომპეტროლის“ უმაღლესი ხარისხის საწვავის ტალონები შეიძინა. ჯამში 60 000 ლარის ღირებულების.

აქედან 2018 წლის იანვარში უკვე, 4,2 ტონა გამოიყენეს. მიღება-ჩაბარების აქტები უკვე გააფრომეს.

28,6 ტონა ბენზინიდან 10 ტონა, 2 მანქანაზე, კერძოდ, გუბერნატორის სახელზე განპიროვნებულ ,,ტოიტოტა ლენდკრუიზერ LC 200”-სა და  ,,მიცუბიში L200”-ზეა გათვალისწინებული.

დოკუმენტების მიხედვით, ირკვევა, რომ ცალკე აღებულ 10 ტონა ბენზინიდან, მიმდინარე წლის იანვარში, 1,2 ტონა უკვე დაიხარჯა.


ჯარიმები

2017 წლის განმავლობაში თბილისში ,,სიტი პარკმა“ გუბერნატორის ორ მანქანაზე ჯარიმა 7-ჯერ გამოწერა, აქედან, ოთხი ,,ტოიტოტა ლენდკრუიზერ LC 200”, ხოლო სამი - ,,ტოიოტა ლენდკრუიზერ LC 150-ის“ არასწორი დგომის გამო.

პირველი მანქანა გორის გამგეობას (2014 წლის პერიოდის უწყებას და დღემდე არაა გადაცემული მერიას) ეკუთვნის, ხოლო მეორე მანქანა - გუბერნიას.

ჯარიმები წლის სხვადასხვა დროსაა გამოწერილი, ყველა ვაჟა-ფშაველას #39-თან. 210 ლარი დღემდე არაა გადახდილი. ბინა, რომელიც მეუღლეზეა გაფორმებული, ვაჟა-ფშაველას #45-ში მდებარეობს.

ერთ-ერთი 10-ლარიანი ჯარიმა 9 თვის წინ დააკისრეს და დღემდე არ გადაუხდია. ამის გამო, საურავი დაეკისრა და ამჟამად, ერთ კონკრეტულ 10 ლარიან დარღვევაზე 160 ლარი აქვს საუარავი.


ფოტოებზე: ,,სითი პარკის" მიერ დაჯარიმებისას გადაღებული ფოტოები
Print E-mail
FaceBook Twitter Google

სტატიის გამოყენების პირობები

ვიდეორეპორტაჟი
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ეზოში ხის მოჭრის ნებართვა მოქალაქემ წარმომადგენლისგან უნდა მიიღოს

გორის საკრებულო ხარვეზების გამოსასწორებლად შეიკრიბა: ,,ქუჩებსა თუ ეზოებში ხეების მოჭრის საკითხი მერის ტერიტორიული ორგანოს

ნიქოზში ახალგაზრდა პოეტის პოეზიის საღამო გაიმართა
პირველი ლექსი მაშინ დაწერა, როდესაც მეოთხე კლასში იყო. მშობლებს მოეწონათ ტექსტი, თუმცა არ დაიჯერეს. იმედგაცრუებულმა ახალგაზრდა პოეტმა ლექსების წერა შეწყვიტა.
70-მდე გორელი თინეიჯერი ,,hip hop"-ის მიმდევარია
მთავარი მოძრაობები საკმაოდ დიდი ფიზიკური დატვირთვაა მოცეკვავისთვის. ჰიპ-ჰოპის განვითარებამ თვითონ ცეკვაში შექმნა უამრავი მიმართულება,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
,,და მერე რა?" - სოკარის წარმომადგენლებისა და გორის მერის შეხვედრა
,,სხვაობა გასული და წლევანდელი წლის დეკემბრის მოხმარებულ გაზს შორის არის დაახლოებით 300 000 კბ.მ გაზი" - აცხადებს გოჩა შანიძე.
9-წლიანი ცხოვრება ავტოფარეხში ძაღლებთან ერთად
,,მას შემდეგ სამსახური ვერ ვიშოვე. რაკიღა ერთი ამოვვარდი კალაპოტიდან, ფეხზე ვეღარ დავდექი."
გზის გასაწმენდად ტექნიკას ელოდებიან
გორი-მცხეთის შემოვლითი მაგისტრალის ხიდისთავის მონაკვეთზე კლდის ლოდები დღეს შუადღეს ჩამოწვა.
ამავე კატეგორიაში
გორის შემდეგ ოკუპაციის მუზეუმები შიდა ქართლის სხვა
მუნიციპალიტეტებშიც გაიხსნება. შექმნილი საგამოფენო სივრცეები
გათვალისწინებულია
გორის შემდეგ ოკუპაციის მუზეუმები შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიხსნება. შექმნილი საგამოფენო სივრცეები გათვალისწინებულია
13:05 / 25.02.2018
გორის ბატალიონის მონაწილეობით, 20 თებერვალს, წითელარმიელებმა
სოღანლუღიდან იაღლუჯამდე დაიხიეს უკან. ამ ოპერაციის დროს, 1600
წითელარმიელი ჩაიგდეს ტყვედ.

გორის ბატალიონის მონაწილეობით, 20 თებერვალს, წითელარმიელებმა სოღანლუღიდან იაღლუჯამდე დაიხიეს უკან. ამ ოპერაციის დროს, 1600 წითელარმიელი ჩაიგდეს ტყვედ.

09:10 / 25.02.2018
გურამ ბედოშვილი წერს: ,,დადიანეთი – სოფ. ქსნის ხეობაში. ამ
ტოპონიმის ამოსავალი ფორმა, ისტორიული წყაროების მიხედვით, დადანეთი-ა
– “დადანაშვილების

გურამ ბედოშვილი წერს: ,,დადიანეთი – სოფ. ქსნის ხეობაში. ამ ტოპონიმის ამოსავალი ფორმა, ისტორიული წყაროების მიხედვით, დადანეთი-ა – “დადანაშვილების

23:13 / 23.02.2018
ქაღალდის ნაგლეჯი, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის ჯიბეში, დე-ფაქტო
სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა იპოვეს,
ცხინვალის ტელევიზიამ გამოაქვეყნა.
ქაღალდის ნაგლეჯი, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის ჯიბეში, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა იპოვეს, ცხინვალის ტელევიზიამ გამოაქვეყნა.
21:40 / 23.02.2018
ნუსხაში წარმოდგენილი მედიკამენტების დიდი ნაწილი ორგანიზაცია წითელი
ჯვრის დადგენილ სტანდარტს არ შეესაბამება
ნუსხაში წარმოდგენილი მედიკამენტების დიდი ნაწილი ორგანიზაცია წითელი ჯვრის დადგენილ სტანდარტს არ შეესაბამება
19:18 / 23.02.2018
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
გორის მეხუთე და პირველი ბრიგადები ერთიანდება
ამის გამო, გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო. ოპტიმიზაციის შედეგად ამ დროისთვის დაზოგილი თანხის მოცულობა შეადგენს 32 მილიონ ლარს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.