ახალი ამბები
მდინარე თეძამზე წყალსაცავის მშენებლობა იგეგმება - სარგებელი და რისკები
შპს "საქართველოს მელიორაცია", კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდ. თეძამის კალაპოტში წყალსაცავის მშენებლობას გეგმავს. ამის თაობაზე დღეს კულტურის ცენტრში გარემოზე ზემოქმედების ანგარიში წარადგინეს.

მდინარე თეძამზე წყალსაცავის მშენებლობა გადაწყდა იმის გამო, რომ განსაკუთრებით ვეგეტაციური მორწყვის დროს, არ არის სარწყავი წლის საჭირო რაოდენობა. მცირე წყლიან წლებში მდინარის ხარჯი მცირდება 0.21 მ3/წმ–მდე, ხოლო მდ. თეძამის ქვედა დინება პრაქტიკულად შრება.
ანგარიშის მიხედვით, წყალსაცავის საპროექტო მოცულობა იქნება 12.0 მლნ მ3. პროქტის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება სარწყავი წყლის გარანტირებული მიწოდება 2 558 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე.

,,კვლევის ანალლიზი კომპლექსურია და მოიცავს როგორც მცენარეულ, ასევე ბიოლოგიურ არსებებზე ზემოქმედების ანალიზს. დასკვნის მიხედვით, წყალსაცავი არანაირ ზემოქმედებას მოახდენს ცოცხალი არსებების, მათ შორის თევზების პოპულაციაზე. მიმდებარე ტერიტორიის წყლით შევსების პროცესში, მოხდება რამდენიმე ბიოლოგიური სახეობის მიგრირების პროცესი, რაც ასევე არ იქნება მნიშვნელოვანი გავლენის მომხდენი ფაქტორი, სახეობების პოპულაციისთვის. წყალსაცავის სამუშაოები, ისევე როგორც პროექტის დასრულების შემდეგ თავად წყალსაცავი, საფრთხეს არ შეუქმნის კულტურულ-ისტორიულ ძეგლებს და ადგილობრივ მოსახლეობას. პროექტს სამი წლის განმავლობაში სქართველოს მელიორაციის კომპანია და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებენ.“ - აღნიშნავენ პროექტის ავტორები.



ამონარიდი ანგარიშიდან

წყალსაცავის მოწყობა დაგეგმილია სოფ. ჩაჩუბეთსა და სოფ. რკონს შორის შერჩეულ ტერიტორიაზე, ჩაჩუბეთიდან დაახლოებით 2.1 კმ–ის დაცილებით. წყალსაცავის ქვაბული წარმოდგენილი მდინარისპირა ჭალებით და ხე-ბუჩქებით დაფარული ფერდობებით.

მცენარეული საფარი შედარებით კარგადაა განვითარებული მდინარის ნაპირებზე და ფერდობების ქვედა ნიშნულებზე. წყლით დასაფარი ტერიტორია დაუსახლებელია და, შესაბამისად, საცხოვრებელი ან კომერციული დანიშნულების ობიექტები განთავსებული არ არის. როგორც აუდიტის პროცესში დადგინდა, მდინარისპირა ჭალებში არსებული მიწის მცირე ნაწილი ადრეულ წლებში გამოყენებული იყო სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით, მაგრამ ბოლო წლებში ეს მიწების ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამოიყენება როგორც საძოვრები.

წყალსაცავის ქვაბულში ხვდება ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა და 10 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია საავტომობილო გზის და ელექტროგადამცემი ხაზის მაღალ ნიშნულებზე გადატანა.


სენსიტიური ადგილები

წყალსაცავის გაჩენა გამოიწვევს წყლის უხერხემლოთა ფაუნის ცვლილებას. იმის გამო, რომ წყლით შევსება მოხდება თანდათანობით, ცხოველთა უმეტესობა მოასწრებს დატბორვის ზონიდან წასვლას, მაგრამ ვერ დასახლდება უახლოეს ტერიტორიაზე, რადგან იქ მათ დახვდებათ ადგილზე მაცხოვრებელი მათივე სახეობის წარმომადგენლები, რომლებიც შეეწინააღმდეგებიან მათ ტერიტორიაზე შემოსულთ და წინააღმდეგობის გაუწეველად არ დატოვებენ მას. ამიტომ დატბორვას გადარჩენილ ცხოველთა დიდი ნაწილი მაინც დაიღუპება მტაცებლებისა ან კონკურენტებისაგან, რადგან მათ არ ექნებათ საარსებო ადგილი და ისინი დიდხანს დარჩებიან საფარს გარეშე.

გარდა ამის საამშენებლო სამუშაოები ირიბ გავლენას მოახდენს მტვრის, ხმაურისა მგრძნობიარე სახეობების შეწუხების სახით.

სენსიტიურად შეიძლება ჩაითვალოს ადგილები, რომელზეც მოხდება ნავთობპროდუქტებისა და სხვა მომწამლავ ნივთიერებათა დაღვრა ან დაყრა, რაც გამოიწვევს მრავალწლიან უარყოფით ეფექტს. ასევე სენსიტიური იქნება ის ადგილები, რომლებზეც ბინადრობენ კანონმდებლობით დაცული სახეობები, მაგრამ ამის გარკვევა მხოლოდ ადგილზე კვლევების ჩატარების შედეგად შეიძლება მოხდეს, თანაც სხვადასხვა სეზონზე.

ასევე შესაძლოა მშენებლობის საჭიროებისათვის ტყეში სამასალედ და გზის გაყვანის მიზნით ხეების ჩეხვამ გამოიწვიოს მობუდარი ფრინველების, ხელფრთიანებისა და კავკასიური ციყვის თავშესაფრების მოშლა. წყალსაცავის მშენებლობა დროებით დაარღვევს წავის საარსებო ტერიტორიას. მშენებლობამ შესაძლოა შემდეგნაირად იმოქმედოს ცხოველთა ბიომრავალფეროვნებაზე:



დასკვნა

1. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას გაიზრდება ხმაური და ვიბრაცია, მცენარეები დაიფარება მტვრით, რაც გავლენას იქონიებს ხერხემლიან და უხერხემლო ცხოველთა საკვებ ბაზასა და მათ აღწარმოებაზე

2. გაიზრდება შეწუხების ფაქტორი მშენებლობის მახლობლად მობუდარი ფრინველებისათვის და ხელფრთიანებისათვის;

3. ტყის ნაწილობრივი გაჩეხვა გამოიწვევს ცხოველთა ადგილსამყოფელის განადგურებას, განსაკუთრებით ეს შეეტყობა ტყის ხელფრთიანებს, რომლებიც ძირითადად ბინადრობენ ტყისპირა ფუღუროიან ხეებში, ასევე მობუდარ ფრინველებს. ასეთი ხეების განადგურება გამოიწვევს ხელფრთიანებისა და ფრინველების რაოდენობის კლებას, რაც აწევს ტყისა და ადამიანის (კოღოები) მავნებლების რიცხოვნობას;

4. წყალში და ნიადაგზე მავნე ნივთიერებების მოხვედრის შემთხვევაში დაზარალდებიან ამფიბიების, წყლის მახლობლად მობინადრე ფრინველების და წავის პოპულაციები, აგრეთვე ამ ნივთიერებათა დაღვრის ადგილზე და მის მახლობლად მობინადრე ცხოველები. ნიადაგისა და წყლის მოწამვლამ შეიძლება მრავალი წელი გასტანოს, რაც გამოიწვევს ცხოველთა სახეობების უმეტესობის რიცხოვნობის ძლიერ, იშვიათი სახეობების გაქრობას;

5. საკვლევი ტერიტორიის დატბორვა გამოიწვევს ცხოველთა და მათი მკვებავი მცენარეული კომპლექსის განადგურებას.

შპს "საქართველოს მელიორაციის" დაკვეთით წყალსაცავის მშენებლობის და ექსპლუატაციის დეტალური პროექტი უკრაინული კომპანია ПАО "Укрводпроект"–მა მოამზადა, ხოლო გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში შპს "გამა კონსალტინგი"-მ შეადგინა.

Print E-mail
FaceBook Twitter Google

სტატიის გამოყენების პირობები

ვიდეორეპორტაჟი
გორში წმინდაწყალზე ,,რუსული საუნა" ფუნქციონირებს
ამჟამინდელი ფასები ასეთია: მომსახურება ერთი ადამიანისთვის 5 ლარი, ორი ადამიანისთვის - 8. თითო ტილოს ფასი კი - 1 ლარი.
ევროპული ფოლკლორის ფესტივალი მონტეკატინში
მთავარ მოედანზე ბელგიის, ხორვატიის, საბერძნეთი-მაკედონიის, თურქეთის, ესპანეთის და საკუთრივ იტალიის ფოკლოლური ანსამბლების
ერგნეთში მულტიმედია პროექტ 08.08.08-ge-ს პრეზენტაცია გაიმართა
ზეპირი ისტორიები ჩაწერილია ომგამოვლილ ადამიანებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, დევნილთა დასახლებებში და გორში.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
გლოვა მეტეხში - გარდაცვლილი მშობიარე გოგოს მამა ტრაგიკულ ღამეს იხსენებს
,,ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ამის გამო პასუხი აგონ, სხვების გადასარჩენად მაინც.“ - აცხადებს გარდაცვლილის მამა.
გორის მერი: გორში ბულვარი მოეწყობა (PHOTO / VIDEO)
იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე აქამდე მოწყობილი ავტოსამრეცხაოები, მერიის გადაწყვეტილებით კომბინატის ტერიტორიაზე გადავა
ბაზრის მოვაჭრეები გივის გამოჩენას ოვაციებით შეხვდნენ (VIDEO)
აქ მომუშავე ყველა თანამშრომელი ვპატრონობთ ამ ძაღლს, ჩვენი გაზრდილია, ძალიან მშვიდია და არავის ერჩის
ამავე კატეგორიაში
მოხუცები და ბავშვები, შინაური ცხოველები და ფრინველები დარჩენილია
სასმელი წყლის გარეშე.“ - აღნიშნეს ეკონომიკურ სამსახურში
მოხუცები და ბავშვები, შინაური ცხოველები და ფრინველები დარჩენილია სასმელი წყლის გარეშე.“ - აღნიშნეს ეკონომიკურ სამსახურში
00:02 / 16.08.2018
მოხისის დასახლებაში 2008 წლის აგვისტოს ომში დაზარალებული და
იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა ცხოვრობს.
მოხისის დასახლებაში 2008 წლის აგვისტოს ომში დაზარალებული და იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა ცხოვრობს.
00:00 / 16.08.2018
სტატისტის სამსახურის არქივის მიხედვით, გორის რაიონში 161 სოფელი იყო
რეგისტირებული
სტატისტის სამსახურის არქივის მიხედვით, გორის რაიონში 161 სოფელი იყო რეგისტირებული
18:14 / 15.08.2018
მისი თქმით, ჯერ უცნობია, შტაბის ხელმძღვანელის არჩევის ზუსტი თარიღი.
ამ ეტაპზე შტაბის ხელმძღვანელის ფუნქციებს პარტიის
მისი თქმით, ჯერ უცნობია, შტაბის ხელმძღვანელის არჩევის ზუსტი თარიღი. ამ ეტაპზე შტაბის ხელმძღვანელის ფუნქციებს პარტიის
17:01 / 15.08.2018
ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, საჯარო სკოლებში ორი უცხოური ენის
სწავლებაა სავალდებულო.
ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, საჯარო სკოლებში ორი უცხოური ენის სწავლებაა სავალდებულო.
16:46 / 15.08.2018
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
გლოვა მეტეხში - გარდაცვლილი მშობიარე გოგოს მამა ტრაგიკულ ღამეს იხსენებს
,,ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ამის გამო პასუხი აგონ, სხვების გადასარჩენად მაინც.“ - აცხადებს გარდაცვლილის მამა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.