რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
მატარებლის მგზავრებისა და ხაშურელი ბოლშევიკის შეკამათება საბჭოთა ოკუპაციის დროს
შსს-ს არქივში დაცულია წერილი, რომლის საფუძველზე სოფელ ახალსოფლის მკვიდრი (ამჟამად, ქარელის რაიონი) ნიკალა გურასპაშვილი დააპატიმრეს. საჩივრის ავტორი ხაშურის სამხედრო კომისარია. ის მატარებლით მგზავრობდა თბილისიდან ხაშურამდე და შელაპარაკება მოუვიდა მგზავრთან. კომისარმა გაარკვია მისი ვინაობა და ხაშურის რევკომთან დაასმინა.

ამჟამად, ეს წერილი საჯაროა და ასახავს საქართველოს გასაბჭოების პერიოდში არსებულ სიტუაციას.

ქალაქ ხაშურის რაიონის ადმინისტრაციულ განყოფილებას
მოქალაქე ვასილ დ-ს


განცხადება

,,მე მოვდიოდი ქალაქ თბილისიდგან 28 აპრილს 1921 წელსა დაჩნის მატარებლით. შევხვდი მატარებელში შემდეგს:

ჩემს კუპეში, რომელშიდაც მე ვიჯექი სხვათა შორის ისხდნენ უცხო პირებიც, რომლებსაც მე ვერ ვიცნობდი. იქ ორმა უცნობებმა დაიწყეს ლაპარაკი სურსათის შესახებ და ლაპარაკობდნენ მენშევიკების ხელში რომ ვიყავით, პურით და ტანსაცმლით დაკმაყოფილებულები და ეხლა კი ბალშევიკების ხელში შიმშილით იხოცებიანო. მე გულმა აღარ მომითმინა და მივმართე, შენ, ამხანაგო, სად მსახურობდი მეთქი. მათ მიპასუხეს, გვარდიაშიო. მე მაშინ რა თქმა უნდა, დაუწყე ლაპარაკი, რომ გვარდიელებს მიტომ აკმაყოფილებდნენ მენშევიკების მთავრობა, რომ გვარდია ჰყამდათ ერთად ერთი დამცველი თავიანთი საზიზღარი მოქმედებისა და გვარდიის საშუალებით ამაღლებდნენ ბურჟუაზიულ წესწყობილებას მეთქი.

მე რომ ის გვარდიელები ჩავაჩუმე, ერთ უცნობს, რომელიც უკან კუპეში იჯდა, გულმა არ მოუთმინა და წამოიყოჩა ჩემკენ, რომელმაც დაიწყო ბაასი და მითხრა, თქვენ რომ პირდებოდით მუშებს და გლეხებს თეთრს პურს გაჭმევთო, რატომ არ გამოგიგზავნათ რუსებმაო. ამას ლაპარაკობდა ხალხის საყურადღებოთ, რასაც ეხლა სჭამთ, ისიც მენშევიკების დატოვილია და როცა ეგეც გამოგელევათ, მაშინ ნახამთ, რასაც სჭამთო.

მე, რა თქმა უნდა, შესაფერისი პასუხი მივეცი. მაშინ კიდევ მითხრა, ეხლა რომ მუშათა და გლეთა საბჭოები ამოირჩიოთო და მაშინ ვნახამთ, თუ ვის ამოირჩემთ და ან ვინ გავა საბჭოებშიო. ამას იმ კილოზედ ლაპარაკობდა, რომ მე ეჭვი შემეპარა იმაზედ, რომ ის უნდა იყოს მენშევიკების დატოვებული არგანიზატორი და იმედიც მიტომ აქვს რომ ვითომ თავიანთი მეცადინეობით ჩვენს დამარცხებას ლამობდა.

ამ ლაპარაკის დროს, რომლის პრავაკაციამაც ხალხის ყურადღება მიიქცია, ერთმა მოხუცებულმა წამოიძახა, აბა შენ აშენებ საქართველოსაო და თქვენისთანა ხალხმა დაღუპა თელი გლეხობაო. მე იმასაც შესაფერისი პასუხი გავეცი. ბოლოს როდესაც დავმშვიდდით, მე ვეცადე გამეგო იმ ახალგაზრდას ვინაობა, თუ ვინ იყო ის და სიდაური, მე მინდოდა ვაგონშივე დამეპატიმრებინა, მაგრამ არ მოხერხდა, ვინაიდგან ხალხით ვაგონი გაჭედილი იყო. მე მაინც გავიგე ვინაობა მისი, როდესაც ის ჩემ მეტოქე გომში გადავიდა. მას გადახყვნენ ხუთიც სხვები, რომლებიც მას ემხრობოდნენ იმ ლაპარაკის დროს. მაშინ ვიკითხე და მითხრეს, რომ ის იყო სოფელ ახალსოფლიდგან მცხოვრებელი და თითონ კი თბილისში მოსამსახურე და მის მომხრეები კი მასთან მიმავლები ყოფილან, სტუმრები იყვნენ თუ მათი ოჯახის წევრები, არ ვიცი.


ის მოხუცებული კაცი, რომელიც ზევით აგიღწერეთ, აღმოჩნდა მამამისი, რომლებმაც ასეთი პრავაკაციით თელი ხალხი აჯანყდა. ვიკითხე გვარი და სახელი თუ რა გვარი იყო მისი შვილი და მითხრეს, ნიკალა გურასპაშვილი არისო.

ის ზემოხსენებული ორი გვარდიელი კი, არ ვიცი, რომელ სადგურზე გადავიდნენ და არც მათი გვარები ვიცი. ამასაც დაუმატეთ, მანამ სადგურ გომში მოვიდოდით, მათთან იჯდა იმავე ვაგონის კონდუხტორი, რომელსაც მიმართეს ხალხმა სანთლის ანთება, რადგანაც დაბნელებული იყო. და მან უპახუსა, თქვენი საქმე არ არის, ავანთეფ თუ არაო. მერე მეც მივმართე და მან მე სულ სხვანაირი პასუხი მომცა, მე შენთან ლაპარაკი არა მსურსო.

მე უთხარი ამხანაგო, მე კი არ გეკამათები, სანთლის ანთებას გთხომ მეთქი, მაშინ წამოდგა კიდევ ბატონი ნიკალა გურასპაშვილი და დაცინვის კილოთი ხალხის საყურადღებოთ მითხრა, კარქი, რაღა სულ შენ ლაპარაკოფო. ვიცით, რომ კომუნისტი ხარო და იმის დაცინვით სიტყვამ, იმათთან ვინც მოდიოდნენ და გურასპაშვილს მხარს უჭერდნენ, დაიწყეს ხარხარი. ბოლოს ისინი გადავიდნენ სადგურ გომში.

მე მინდოდა გადავსულიყავი და ისინი, რომლებიც ხუთ კაცამდის მიყამდა თავისთან ნიკალა გურასპაშვილს, დამეპატიმრებინა, მაგრამ გადასვლა უხერხულად იყო ჩემთვის. ასეთი იმის პრავაკაცია ყოვლათ დაუშვებელია და ამისათვის გთხომთ მიიღოთ სასწრაფოთ ზომები და დააპატიმროთ ის და შეუდგინეთ ომი ამ ჩემი განცხადების თანახმად და გადააგზავნეთ, სადაც ეკუთვნის მას“ (სტილი დაცულია).

ხაშურის სამმართველოს განყოფილების გამგებაც არ დააყოვნა და იმავე განცხადების უკანა გვერდს ხელით სასწრაფოდ მიაწერა ოქმი:

,,მე ადგილობრივი რევკომის სამმართველოს განყოფილების გამგემ ვიხელმძღვანელე ყოველივე ამა ზემონაჩვენები განცხადებიდ და მივიღე ყოველივე ზომები ნახსენებ ზემო ბრალდებულზე, ნიკალა გურასპაშვილზედ“ – (სტილი დაცულია).

მიღებული ზომების თანახმად, გურასპაშვილი იპოვეს, დააპატიმრეს და მიუსაჯეს ორი წელი იძულებითი სამუშაოს ბანაკში, ამნისტიის გარეშე.

ასე დარჩა ერთადერთი შვილის ორი მოხუცებული მშობელი იმედისა და ნუგეშის გარეშე:

საქართველოს სოციალისტური საბჭოთა საქართველოს რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარეს
ამხანაგ ფილიპე მახარაძეს

,,ჩვენი ერთადერთი შვილი და შემნახველი ნიკო ზაქარიას ძე გურასპაშვილი, რომელიც ემსახურებოდა მიწათმოქმედების კომისარიატში, სარაიონო კომისიის მდივნათ,  საქართველოს საგანგებო კომისიის დადგენილებით დასჯილია იძულებითი მუშაობით წლის ვადით. ვინაიდგან ჩვენ მოხუცებულმა, დაობლებულმა და უპატრონოთ დარჩენილმა მშობლებმა ვიცით ნამდვილი საქმის გარემოება, რომ ჩვენი შვილი არაფერშია დამნაშავე, ვფიქრობთ, რომ მისი დასჯა შედეგია გაუგებრობისა და უყურადღებობისა, რადგან ჩეკამ არ გამოიძია გულდასმით საქმე, არ ალაპარაკა დამსწრე მოწმეები და იხელმძღვანელა რა მხოლოთ ხაშურის კომისარის თქმით, ჩვენი შვილი უდანაშაულოთ დასაჯა და ჩვენ ორი მოხუცი მუშა მოამაგე მშრომელი მოხუცი სიბერის დროს, როცა ფიზიკური შრომის უნარს მოკლებულნი ვართ, ულუკმაპურო დაგვტოვა ორი წლით, მაცხოვრებელი გამოგვაცალა ხელიდგან და სიკვდილის მეტი აღარაფერი დაგვრჩენია.

საქმის გარემოება იმაშია, რომ ჩვენი შვილი რკინის გზის ვაგონში მიმავალი რაღაცაზედ წალაპარაკდა დ.-სთან, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა. ამაზედ გულმოსული დ., როდესაც მისულა თავის რაიონში, შურისძიების სურვილით შესდგომია ჩვენს შვილზედ უსაფუძვლოდ ოქმის შედგენას და გამოუგონია რაც უფრო და უფრო პასუხის საგებელია ბრალდებულისათვის, ისეთი მძიმე საპასუხისმგებლო საგნები ჩაუწერია ოქმში, რომლებსაც ადგილი არ ჰქონდა შელაპარაკების დროს. მაგრამ ჩვენი შვილი კი იმ მიზეზით დაიღუპა და მასთან ერთად ჩვენც ვიღუპებით და შიმშილით ვწყდებით. უმორჩილესად, გთხოვთ, ამხანაგო საქართველოს რევკომის თავმჯდომარევ და რესპუბლიკის მამავ და პატრონო, მფარველო ყველა მოქალაქისა, თქვენის კაცთმოყვარეობით, ლმობიერებით და ჩაგრულთა შემბრალე გულის მოწყალებით მოგვაქციეთ ჯეროვანი შემწყალებელი ყურადღება, შეიბრალეთ მშრომელნი, ძალ-ღონე გამოცლილნი და უნუგეშოთ დარჩენილი მოხუცებული მშობლები და ჩვენს ერთადერთ მარჩენალს აპატიეთ სასჯელი და დაგვიბრუნეთ მშობლების წიაღში.

ზაქარია თევდორეს ძე გურასპაშვილი
ბარბარე იოსების ასული გურასპაშვილი

(სტილი დაცულია)

როგორს შსს არქივში დაცული მასალებიდან ჩანს, გურასპაშვილი 20-იანი წლების რეპრესიებს ცოცხალი გადაურჩა, შინ მშვიდობით დაბრუნდა, დაოჯახდა, ქალიშვილიც შეეძინა, თუმცა 1937-38 წლებში კვლავ დააპატიმრეს.

მოამზადა ლია კერესელიძემ


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.