რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ჯიოევის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა რუსეთის ტერიტორიაზე ჩაუტარდება
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელი მურატ ჯიოევი ამბობს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩაუტარდება, რომლის შემდეგაც საქართველოს ხელისუფლებას გადასცემენ.
ამის შესახებ მან ოსურ საინფორმაციო სააგენტო ,,რესთან განაცხადა.

ის, დე-ფაქტო ხელისუფლების სახელით, გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს. ,,არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტი არის ტრაგედია მიუხედავად გარდაცვლილის საქმიანობის შესახებ კითხვებისა, რომლებიც გააჩნია სამხრეთ ოსეთის სამართლადამცავ ორგანოებს.“ - განაცხადა ჯიოევმა.

ჯიოევი ამბობს, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზად ,,გულის უკმარისობა“ წინასწარი ექსპერტიზის შედეგების პასუხია:

,,ეს დაადასტურა ჩვენმა წინასწარმა ექსპერტიზამ. იმისთვის, რომ ჩვენი დასკვნა დადასტურდეს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, მასალები გადავუგზავნეთ რუსეთის დამოუკიდებელ ექსპერტს“ - განაცხადა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა მხარემ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტმა არ შეიძინოს პოლიტიკური ხასიათი და კიდევ უფრო არ გაართულოს ურთიერთობა ცხინვალსა და საქართველოს შორის.

რაც შეეხება იმ ორ პიროვნებას, რომელიც არჩილ ტატუნაშვილთან ერთად, 22 თებერვალს იყვნენ დაკავებულები, ჯიოევი ადასტურებს, რომ ისინი გათავისუფლებულები არიან და იმყოფებიან ახალგორში. მისი ინფორმაციით, ისინი იმ დრომდე დარჩებიან ახალგორში, ვიდრე ადგილობრივ საგამოძიებო ორგანოებს მასთან კითხვები ექნებათ. ,,ამის შემდეგ გადავცემთ საქართველოს ხელისუფლებას“ - თქვა ჯიოევმა.

,,არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს მხარემ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ჩააყენა საქმის კურსში. ყველას აქვს ერთი სურვილი, რომ ეს შემთხვევა არ მიიღებს არასასურველ განვითარებას, არ გამოიწვევს რაიმე გართულებებს და მოხდება ობიექტური გამოძიება“ - განუცხადა მურატ ჯიოევმა სააგენტო ,,რესს“.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჯანსაღი ღიმილის დაცვა: ყველაფერი კარიერის შესახებ
ჯანსაღი ღიმილის დაცვა: ყველაფერი კარიერის შესახებ
12:23 / 03.09.2025
,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა,  იარაღი
გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა,  იარაღი გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

21:18 / 15.08.2025
მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის
მერმა

მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის მერმა

13:31 / 15.08.2025
საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და
საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal
საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal
19:56 / 14.08.2025
,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს
გასართობი სივრცე არა აქვთ''
,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს გასართობი სივრცე არა აქვთ''
16:43 / 14.08.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.