რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ქვიშხეთის საბავშვო ბაღი გაიხსნა, თუმცა შშმ პირი არ დაასაქმეს
ხაშურის შს რაიონულმა სამმართველომ „ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების - საბავშვო ბაღების გაერთიანების" მიერ ჩატარებული კონკურსის გაუმჭვირვალობის, ნეპოტიზმისა და დისკრიმინაციის ფაქტების მოკვლევაზე სამართალწარმოების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,ახალგაზრდა ადვოკატების" ოფისიდან აცნობეს.

ორგანიზაციის წარმომადგენლის ცნობით, პოლიციას რეაგირებისთვის ირმა გომარელმა, თინათინ ლობჟანიძემ და მერი ღონღაძემ მიმართეს, რომლებსაც, ადვოკატების თქმით, კონკურსში ვაკანტურ თანამდებობების დაკავებაზე პირადი შეუთავსებლობისა და დისკრიმინაციის საფუძველზე ეთქვათ უარი.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას 2018 წლის 12 თებერვალს მიმართა და „ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების - საბავშვო ბაღების გაერთიანების" მიერ ჩატარებული კონკურსის გაუმჭვირვალობის, ნეპოტიზმისა და დისკრიმინაციის ფაქტების დაშვების შესახებ სახელმწიფო ინსტიტუციების მიერ დროული, სწრაფი და გადამწყვეტი რეაგირება მოითხოვა.

ბაღების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას ღებულობდნენ სამი ადგილობრივი მკვიდრი. მათ გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი და გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, ვაკანტური თანამდებობები, გასაუბრების შემდეგ, დაიკავეს პირებმა, რომლებიც დაწინაურდნენ კომისიის თავმჯდომარესთან და მუნიციპალიტეტის გამგებელთან პირადი შემხებლობის გამო.

,,მასთან, რაც ყველაზე საგანგაშოა, კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი პირი, ირმა გომარელი აღმოჩნდა პირდაპირი დისკირიმინაციის მსხვერპლია. მას კომისიის ერთ-ერთმა წევრმა და გაერთიანების მთავარმა სპეციალისტმა, განუცხადა, რომ „ბევრი კანდიდატი ეკონომიური და ოჯახური მდგომარეობის გამო იქნა დაწუნებული, ზოგს კი უარი ეთქვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო" (სტილი დაცულია). განსახილველ შემთხვევაში, ირმა გომარელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რომელიც სახელმწიფოსგან იღებს სოციალურ პაკეტს, თუმცა მისი ფიზიკური მდგომარეობა, არ წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას საქმიანობა საამღზრდელო დაწესებულებაში გაეგრძელებინა." - აღნიშნავენ ადვოკატები.

პარალელურად, საქმე ხაშურის რაიონულ სასამართლოში იხილება. 2018 წლის 20 თებერვლის ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების - საბავშვო ბაღების გაერთიანების წინააღმდეგ წარმოებულ დავაზე ვაკანტურ თანამდებობებზე საკონკურსო კომისიის უმრავლესობა - წევრები: ანნა ლაბაძე, ინეზა ელისაშვილი, აკაკი ჯამბაზიშვილი, ხათუნა ელისაშვილი, მანანა ბერაია და კომისიის მდივანი, თეა ჭავჭავაძე დაიკითხებიან. დავას მოსამართლე თეიმურაზ ფარეიშვილი განიხილავს. მომდევნო სხდომა 2018 წლის 6 მარტს გაიმთება.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში საბავშვო ბაღი 2018 წლის იანვარს გაიხსნა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა 379200 ლარი დაჯდა. საბაშვო ბაღი ორ ჯგუფზეა გათვლილი, სადაც 5 სოფლის 70-მდე ბავშვს შეუძლია სკოლამდელი განათლების მიღება. ქვიშხეთში საბავშვო ბაღი 30 წლის განმავლობაში არ არსებობდა, დღეს კი პატარებს თანამედროვე სტანდარტების, შშმ პირებზე ადაპტირებულ და უახლესი ინვენტარით აღჭურვილ ბაღში შეუძლიათ მიიღონ განათლება, აღნიშნა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბაღის გახსნაზე მყოფმა გუბერნატორმა კახა სმხარაძემ.

ქვიშხეთის საბავშვო ბაღი სოფლის პროგრამისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით აშენდა. ბაღში 12 ადგილობრივია დასაქმებული.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.