რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
უგზო-უკვლოდ დაკარგულ სოლთან ფილიევის დედის გამოსვლა ცხინვალში
ცხინვალში, გუშინ, გამართულ აქციაზე უგზო-უკვლოდ დაკარგულ სოლთან ფილიევის დედა გამოვიდა. მისი გამოსვლის ჩანაწერი ცხინვალის ტელევიზიით გავრცელდა.

ფარიზათ ყულუმბეგოვა ამბობს, რომ ისინი არ მოიქცევიან ისე, როგორც გაუჩინარებული ახალგაზრდების დედებს დაემართათ.

,,თბილისელი დედების შვილებივით მეც მყავდა შვილი. ათი წლის განმავლობაში დღემდე სადღაცა ლპება და სად არის ჩემი შვილი, რატომ არ მაძლევენ. ათი წლის განმავლობაში ყველგან დავდივართ, ყველგან ვჩივით. საქართველოშიც ვიყავით რამდენჯერმე. დაგვპირდნენ, „კი, კიო, გამოვიძიებთო, დღესაც იკვლევენ, დღესაც ველოდებით, მაგრამ მაინც არაფერი. მაგრამ ჩვენ არ მოვიქცევით ასე, მე არ მინდა, რომ სხვა გარდაცვალებულთა დედებსაც ასე დაემართოთ. რატომ არ ფიქრობენ საქართველოში დედები, თუ თავიანთი შვილები უყვართ, მომცენ ჩემი შვილი, როდემდე უნდა ველოდო, ან "ჰო" მითხრან ან - "არა".
“ - თქვა ფარიზათ ყულუმბეგოვამ.

ფარიზათ ყულუმბეგოვმა 2008 წელს გაუჩინარებულ სოლთან ფილიევის დედაა. ფილიევთან ერთად დაკარგულია ალან ხუგაევი და ალან ხაჩიროვი. ორი დღეა ცხინვალის ტელევიზია იმ ვიდეოჩანაწერს უჩვენებს, სადაც სამივე მათგანის დაკავება და წამებაა ასახული.

რუსულენოვანმა საიტმა ,,სპუტნიკი“, გუშინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცხინვალის აქციაზე არჩილ ტეტუნაშვილის ცხედრის გადაცემა გააპროტესტეს. ცხინვალის ტელევიზიით და თვით ,,სპუტნიკის" მიერ გავრცელებულ ვიდეოებში მსგავსი მოწოდებები არ ისმის.

მიტინგზე, დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა, საერთაშორისო საზოგადოებისგან, 90-იან წლებში და 2008 წლის ომის დროს მომხდარი ფაქტების შეფასება მოითხოვეს. ტრანსპარანტებზე იყო წარწერები: "საქართველო, ჩვენი შვილების ნეშტი დაგვიბრუნეთ", "ევროკავშირი მხარს არ უჭერს საქართველოს ტერორს ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ", "საქართველო პასუხს აგებს 145 დაკარგულ ოსზე".

პროტესტი არ ცხრება თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, რომელიც 23 თებერვალს, ცხინვალის იზოლატორში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას მოჰყვა.  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ევროკომისია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ოჯახისთვის ცხედრის გადაცემას და ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.

დღეს კი, ცხინვალში, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები, ტოივო კლაარის ხელმძღვანელობით, იმყოფებოდნენ. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ამბობს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს, სასამართლო ექსპერტიზის გარეშე, საქართველოს ხელისუფლებას ვერ გადასცემს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიაშვილმა ორშაბათს თქვა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი კვირის ბოლომდე გადაეცემა.

 


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.