რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორში ილიკო სუხიშვილის დაბადების დღე აღნიშნეს
გორში, დღეს, ცნობილი ქართველი ქორეოგრაფის ილიკო სუხიშვილის
დაბადების დღე აღნიშნეს და მისი ბიუსტი ადგილობრივი ხელისუფლებისა და
ევრორეგიონული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს.
,,გორში ყოველ წელს აღვნიშნავთ ილიკოს იუბილეს და ძალიან ვამაყობთ, რომ ქართული ცეკვების დიდი მაესტრო ჩვენს მხარეში დაიბადა.“ - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
ილიკო სუხიშვილი გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში დაიბადა. 1945 წელს თავის მეუღლესთან - ნინო რამიშვილთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს, რომელმაც მსოფლიოს გააცნო ქართველი ერის უძველესი და უმდიდრესი ისტორია და კულტურა.
ილიკო სუხიშვილი ორმოცდაათ წელზე მეტ ხანს ემსახურა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის განვითარების საქმეს და მრავალი საპატიო წოდებისა და ჯილდოს მფლობელი გახდა.
ქორეოგრაფი 1985 წლის 24 მარტს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 4 აპრილი ილიკო სუხიშვილის დაბადების დღეა. წელს მისი დაბადებიდან 111 წლისთავი შესრულდა.

ამავე კატეგორიაში
ქარელის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანება, საბავშვო ბაღებში
უხარისხო ხორცის აღმოჩენის შემდეგ, კრიზისზე საუბრობს.
მაღალაანთ ეკლესიის ფრესკების ფოტოები
გორის მერიისთვის აუქციონი წარმატებით დასრულდა. ,,ახალბაღის"
ატრაქციონები 28 350 ლარად, 5 თვით, იჯარით გაიცა.
,,ივერიის" სტადიონის მინდვრის საფარის შესაცვლელად 130 000 ლარი
გამოიყო
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები