რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
დღევანდელი მზე მომავლის ენერგეტიკისთვის
მზის ენერგია, განახლებად ენერგიებს შორის ყველაზე სუფთა, ყველაზე ძლიერი და ხელმისაწვდომია, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში. თავდაპირველად მზის ენერგიას წყლის გასაცხელებლად იყენებდნენ, მაგრამ ამჟამად იგი ელექტროენერგიის წყაროდ იქცა.

საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტებმა მოამზადებს მასალები, სადაც თითოეულ ქვეყანაში მზის ენერგიის გამოყენების მაგალითებია მოყვანილი.

შავი ზღვის სანაპიროსთან ახლოს მდებარე თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი, მზის ენერგიით ნაწილობრივ მარაგდება. აღნიშნული სისტემა კომპლექსის ადმინისტრაციის თხოვნით შვიდი წლის წინ დამონტაჟდა. მზის პანელები ჰარმონიულადაა შერწყმული შენობის არქიტექტურულ სტილთან, რომლებიც ორ დონეზე, 160 კვადრატულ მეტრზე განლაგდა.



დღის განმავლობაში დაგროვილი მზის ენერგია, ღამით რაბათის ციხის გასანათებლად გამოიყენება. „კომპლექსში განლაგებული სასტუმროები, რესტორნები და სხვა შენობები, ტრადიციული ელექტროენერგიით მარაგდება, თუმცა ციხე-სიმაგრე მზის პანელებისგან მიღებული ელექტროენერგიით ნათდება“ – ამბობს ტატეშვილი. ვარაუდობენ, რომ ამ გზით წელიწადში 246,874 კილოვატ-საათი ელექტროენერგია დაიზოგება, რაც 59,250 ლარს (დაახლოებით 19,000 ევრო) შეადგენს.

როფესორ ბორის აფანასიევს, ოდესაში, ამ ქალაქის დამაარსებლის ადმირალ ხოსე დე რიბასის ძეგლთან შევხვდით. პროფესორმა, უკვე დამონტაჟებული და ამუშავებული მზის პანელების ერთი კონსტრუქცია გვაჩვენა, რომელიც ძეგლიდან რამდენიმე მეტრში, ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე მდებარე სახლის სახურავზეა დამონტაჟებული. მსგავსი სისტემებითაა აღჭურვილი ოდესის რამდენიმე რაიონი და კომერციული შენობა, რომელთა ტექნიკური სამუშაოები პროფესორ აფანასიევის მეთვალყურეობით განხორციელდა.

ცხელი წყალი ფუფუნება აღარაა, მოლდოვას ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ედინეცის წმინდა ელიზაბეტის სახელობის სკოლის მოსწავლეებისთვის. შარშან, სკოლის სახურავზე მზის კოლექტორი დამონტაჟდა. ეს შესაძლებელი გახდა CLEEN-ის მხარადჭერით და მოლდოვაში მოქმედი „გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის“ თანადაფინანსებით.

ამ ახალი სისტემის წყალობით, სკოლის საერთო საცხოვრებელში ორი საშხაპე კაბინა მოეწყო. ამჟამად, 18 მოსწავლე ცხელ წყალს იყენებს პირადი ჰიგიენისა და სამზარეულოს საჭიროებებისთვის. ამ სკოლის მოსწავლეები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან, ჰუმანიტარულ საგნებთან ერთად თეოლოგიას სწავლობენ და განათლებასთან ერთად საცხოვრებელი ადგილით და საკვებით არიან უზრუნველყოფილი.

იხ. უფრო ვრცლად:

დღევანდელი მზე მომავლის ენერგეტიკისთვის - მეზობლები

ავტორები: ლილია ქურჩი, ლუსია ტაუტი, სტეფან სკორპანი პროფესორ ბორის აფანასიევს, ოდესაში, ამ ქალაქის დამაარსებლის ადმირალ ხოსე დე რიბასის ძეგლთან შევხვდით. პროფესორმა, უკვე დამონტაჟებული და ამუშავებული მზის პანელების ერთი კონსტრუქცია გვაჩვენა, რომელიც ძეგლიდან რამდენიმე მეტრში, ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე მდებარე სახლის სახურავზეა დამონტაჟებული. მსგავსი სისტემებითაა აღჭურვილი ოდესის რამდენიმე რაიონი და კომერციული შენობა, რომელთა ტექნიკური სამუშაოები პროფესორ აფანასიევის მეთვალყურეობით განხორციელდა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც
ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც "ქართლის ამბებმა" გაარკვია,
18:24 / 07.04.2026
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“
მოსაცდელების
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“ მოსაცდელების
01:31 / 07.04.2026
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას
შემდეგ მიმართულებებზე
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ მიმართულებებზე
16:03 / 06.04.2026
ამ გზით სარგებლობს ასევე აბრევის, ორჭოსნის, ძუკაანთკარისა და
ღდულეთის მოსახლეობა.
ამ გზით სარგებლობს ასევე აბრევის, ორჭოსნის, ძუკაანთკარისა და ღდულეთის მოსახლეობა.
14:01 / 06.04.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.