ახალი ამბები
დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია შემოდგომით დასრულდება
ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია სავარაუდოდ შემოდგომით დასრულდება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კომპანია ,,მშენებელის“ წარმომადგენელი ტარიელ ივანიშვილი ესაუბრა. მისი თქმით, სამუშაოების წარმოების დროს, უამრავი პრობლემა გაჩნდა, რაც თავდაპირველად, პროექტირების დროსაც, ვერ გაითვალისწინებდნენ.

პრობლემა, განსაკუთრებით, დასავლეთ კედელზე არსებულმა დაზიანებებმა შექმნა. საჭირო გახდა სამუშაოების მასშტაბების გაზრდა.

,,იმის გამო, რომ ეს შენობა კულტურული მემკვიდერობის ძეგლს წარმოადგენს, აქ ჩვენი ნებით ჩარევა გამორიცხული იყო. ამიტომ, მივმართეთ ძეგლთა დაცვის სააგენტოს, არქტიტექტურულ სამსახურს, ზედამხედველობას და ა.შ. სამსახურებს, რომ განხორციელებულიყო პროექტში ცვლილებები. დაზიანების ხარისხი იმაზე მეტია, ვიდრე ეს თავდაპირველად შეამჩნიეს,“ - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

ექსპერტები თვლიან, რომ ყიფიანის მუზეუმი, ბოლო პერიოდში, გვირაბის მშენებლობის დროს წარმოებულმა აფეთქებებმა შეარყია. ქვიშხეთთან სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს. ამჟამად, ,,მშენებელის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ შენობა იმდენად მტკიცედ შეიკრა, რომ ასეთი ტიპის სამშენებლო აფთქებებს გაუძლებს.

,,პროექტში ცვლილებების შეტანა მარტის დასაწყისიდან დავიწყეთ. ფაქტობრივად, მთელი ეს დრო საკითხის დეტალურ შესწავლას და ნებართვების გაცემას დაჭირდა. ყველა სახელმწიფო უწყბა მხარში გვიდგას, რომ სამუშაოები დროულად გავაგრძელოთ და მივიღოთ შედეგი. ჩემი აზრით, მუზეუმი მზად იქნება სექტემბრის თვეში. იმიტომ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, მასალებს გაშრობა დაჭირდება და ა.შ.“ - აცხადებს კოპანიის წარმომადგენელი.

სამუშაოებისთვის 821 ათასი ლარია გათვალისწინებული.



ნაგებობა, რომელიც XIX საუკუნის 60-იანი წლებით თარიღდება, თავდაპირველად დიმიტრი ყიფიანის სააგარაკო სახლს წარმოადგენდა, სადაც ის სტავროპოლში გადასახლებამდე ცხოვრობდა.1 მისი გარდაცვალების შემდეგ აქ დიმიტრის უმცროსი ვაჟი, კონსტანტინე ყიფიანი თავის მეუღლესთან, ნინოსთან ერთად დარჩა. 1921 წელს კონსტანტინე ყიფიანიც გარდაიცვალა, ხოლო ნინო კი ამ სახლში 1937 წლამდე ცხოვრობდა. კომუნისტური რეჟიმის დროს აქ ჯერ სკოლა, შემდეგ კი ბაღი გაიხსნა. საბოლოოდ 1923 წელს, სახლის წათმევის საშიოშროების გამო, ნინო ყიფიანმა შენობა მწერალთა კავშირს გადასცა.

დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი 1990 წელს დაარსდა. აქ მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალა, გამოცემები, ხელნაწერები, წერილები, ფოტოები, აგრეთვე ყოფის ამსახველი და ეთნოგრაფიული ნივთები ინახება.

ნაგებობა, მწერალთა კავშირისთვის გადაცემის შემდეგ, ძლიერ შეიცვალა. გადაკეთდა როგორც ფასადები ასევე ინტერიერი. პირველი სართული საცხოვრებლად იყო განკუთვნილი. აქ იყო 4 ოთახი ბუხრებით. ამავე ოთახებში, კედლებში მოთავსებულია განჯინები. ამ სართულზეა სალოცავი ე. წ. განმარტოების ოთახი. რაც შეეხება მეორე სართულს, აქ სასტუმრო ოთახები იყო განთავსებული, ასევე სავარაუდოდ დიმიტრის კაბინეტიც. შენობას, ამ დონეზე სამ მხარეს ღია, ხის ჭვირული ავიანი შემოუყვებოდა. მეორე სართულზე სხვენში ასასვლელი ხის კიბეა მოქცეული.
Print E-mail
FaceBook Twitter Google

სტატიის გამოყენების პირობები

ვიდეორეპორტაჟი
აგარაკი ქარელის მერიის კუთვნილ მიწაზე - სოფელში ეთნიკური ოსები ცხოვრობდნენ
ბიზნესმენი გიორგი შერაზადიშვილი სოფელ ბანში აგარაკს სახელმწიფო მიწაზე იშენებს. ამის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა 
რატომ უნდა აირჩიოს აბიტურიენტმა საქართველოს უნივერსიტეტი
უნივერსიტეტს აქვს რეგიონული ოფისები საქართველოს 7 ქალაქში, ერთ-ერთი მათ შორის გორში. კახაბერ თავზარაშვილმა იმ სერვისების
ბანში გზა ჩაიკეტა - ერთადერთ მცხოვრებს სახლში მზის ბატარიებს დაუმონტაჟებენ

,,მე არ ვიცი კონკრეტულად ვინ იყვნენ, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ჩვენი სოფლის საკრებულოს წარმომადგენელი

გასული თვის პოპულარული სიახლეები
ფარიზეტა თოთროევი - ერთადერთი მცხოვრები ბანში 1000 ლარით დააჯარიმეს
ერთ დროს ცხენით დადიოდა ხეობის სოფლებში. ჰყავდა ,,ვილისიც“. თიბავდა 9-ნომრიან ცელით.  სახელმწიფომ 1000 ლარით დააჯარიმა
შიდა ქართლში გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერთა რაოდენობას უცნობი პირები აკვირდებიან
საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შეხვედრებს, შიდა ქართლის სოფლებში, უცნობი პირები აკვირდებიან. ისინი ფოტოებს იღებენ
ტურიზმით შეცვლილი სოფელი უფლისციხესთან (ვიდეო)
უფლისციხის შესახებ, სარეკლამო რგოლები თითქმის ყველა ენაზეა გავრცელებული. ამან კი, ასახვა ჰპოვა ჩამომსვლელთა რაოდენობაზე.
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
გლოვა მეტეხში - გარდაცვლილი მშობიარე გოგოს მამა ტრაგიკულ ღამეს იხსენებს
,,ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ამის გამო პასუხი აგონ, სხვების გადასარჩენად მაინც.“ - აცხადებს გარდაცვლილის მამა.
ამავე კატეგორიაში
დენის წყაროზე მიერთების დროს მხოლოდ ბურთულებიანი ,,ვარსკვლავი
დენის წყაროზე მიერთების დროს მხოლოდ ბურთულებიანი ,,ვარსკვლავი" აინთო. სტალინის სკვერში დამონტაჟებული
21:35 / 14.12.2018
ბიზნესმენი გიორგი შერაზადიშვილი სოფელ ბანში აგარაკს სახელმწიფო
მიწაზე იშენებს. ამის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა 
ბიზნესმენი გიორგი შერაზადიშვილი სოფელ ბანში აგარაკს სახელმწიფო მიწაზე იშენებს. ამის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა 
20:47 / 14.12.2018
,,თუ არ გვექნება ნაძვის ხე, რომელიც არის სიმბოლო ყველა ზემოთ
ხსენებულისა, ხიბლს კარგავს ღონისძიებები

,,თუ არ გვექნება ნაძვის ხე, რომელიც არის სიმბოლო ყველა ზემოთ ხსენებულისა, ხიბლს კარგავს ღონისძიებები" - განმარტავს

02:18 / 14.12.2018
უნივერსიტეტს აქვს რეგიონული ოფისები საქართველოს 7 ქალაქში, ერთ-ერთი
მათ შორის გორში. კახაბერ თავზარაშვილმა იმ სერვისების
უნივერსიტეტს აქვს რეგიონული ოფისები საქართველოს 7 ქალაქში, ერთ-ერთი მათ შორის გორში. კახაბერ თავზარაშვილმა იმ სერვისების
12:55 / 13.12.2018
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.