რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ქეთევან ციხელშვილმა ბრიუსელში ევროპარლამენტარებს საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა გააცნო
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპარლამენტში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

მინისტრმა კომიტეტს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა გააცნო. აღნიშნა, რომ 2008 წლიდან, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მოსახლეობა, ხელოვნური გამყოფი ხაზის ორივე მხარეს, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.

მისი თქმით, რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ცხოვრების ყველა სფეროში, სრულ და ექსკლუზიურ კონტროლს ახორციელებს. ხელოვნური ბარიერები და ღობეები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რეგულარულად მონტაჟდება, რაც რეგიონების იზოლაციას აძლიერებს. დასძინა, რომ მოსახლეობას შეზღუდული აქვს თავიანთ საკარმიდამო ნაკვეთებზე, სალოცავებსა თუ ოჯახის წევრთა საფლავებზე მისვლის შესაძლებლობა. აგრეთვე, შეეხო ოკუპირებულ ახალგორსა და გალში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის შევიწროების, მათთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის ფაქტებს.

სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის შესახებ. მისი თქმით, აღნიშნული პირებისადმი განხორციელებული ქმედებები არის პროვოკაცია მიმართული საქართველოს დეკლარირებული კურსის- მშვიდობის და შერიგების წინააღმდეგ.

ქეთევან ციხელაშვილმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას და აღნიშნა, რომ იგი ორიენტირებულია კონფლიქტის გადასაჭრელად მშვიდობიანი, პრაგმატული და კონსტრუქციული გზების მონახვაზე.

“სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად, შეიმუშავა სამშვიდობო ინიციატივების ახალი პაკეტი სახელწოდებით "ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ", რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, მოსახლეობის ჰუმანიტარულ საჭიროებებსა და პრაგმატულ ინტერესებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას და ეხმიანება მათ სწრაფვას განვითარებისა და უკეთესი მომავლისაკენ.

სამშვიდობო ინიციატივის პაკეტი არის საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის დღის წესრიგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც, სხვა სამშვიდობო ინიციატივებთან და დაგეგმილ ნაბიჯებთან ერთად, ემსახურება მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას გამყოფი ხაზების ორივე მხარეს, ნდობის და მშვიდობის მშენებლობას”,-აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა თანათავმჯდომარეების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავასა და ევროპარლამენტის წევრის, საჯად კარიმის ხელმძღვანელობით მეექვსედ გამართა. ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების განსახილველად ევროპარლამენტარებმა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენელებს მოუსმინეს.

სხდომაზე პარტნიორებმა ასევე განიხილეს ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების განხორციელება, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმები და საკონსტიტუციო ცვლილებები. იმსჯელეს მართლმსაჯულების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე, პარლამენტის მუშაობაში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვაზე და ასევე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმებზე.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.