რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ეროვნული მასშტაბის კონკურსი ახალგაზრდებისთვის
სოციალური ცვლილებისკენ მიმართული საკომუნიკაციო კამპანია „დაინახე ყველაფერი“ აცხადებს ტელეფონით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი (მაქსიმუმ 2 წუთი) ფილმების კონკურსს ახალგაზრდებისათვის. კონკურსი გაიმართება 2018 წლის 30 აპრილიდან 2018 წლის 2 ივნისამდე.

კამპანია „დაინახე ყველაფერი“ გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით და ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულებების და ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის გავცელებას.

ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ შეასრულონ რეპორტიორის როლი და მოგვითხრონ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლის საჭიროების შესახებ, გაავრცელონ ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ.

კონკურსის მონაწილეებმა მობილური ტელეფონით უნდა გადაიღონ ორწუთიანი ფილმი და შემოქმედებითი მიდგომით გააშუქონ მითები და რეალობა შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საქართველოში, ფოკუსით: თანასწორი ურთიერთობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან. ამისთვის, კონკურსის მონაწილეებმა, ერთობლივი გამოცდილების მიღების მიზნით, უნდა შეარჩიონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანატოლი, გაატარონ მასთან ერთად გარკვეული დრო და მოახდინონ ამ გამოცდილების რეფლექსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანატოლთან ერთად.

კონკურსის მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ იხელმძღვანელონ ანტი-სტიგმა კამპანია „დაინახე ყველაფერი“-ის ფარგლებში მომზადებული პუბლიკაციებით და ფილმებით, რომლებიც გამოქვეყნებულია „დაინახე ყველაფერი“-ის Facebook გვერდზე.


კონკურსის შედეგად გამოვლინდება 4 გამარჯვებული წყვილი 2 ძირითად ასაკობრივ კატეგორიაში :

• 13-18 წლამდე სკოლის მოსწავლეები
• 18-25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები

კონკურსის მონაწილეებს მოკლემეტრაჟიანი ფილმების ატვირთვა შეეძლებათ Youtube-ის არზე, რის შემდეგაც ისინი გაზიარდება „დაინახე ყველაფერი“-ს Facebook გვერდზე. თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში ჟიურის მიერ გამოცხადდება ორი გამარჯვებული. დამატებით, თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებული წყვილი გამოვლინდება Facebook გვერდზე მიღებული Like-ების მიხედვით.

პ რ ი ზ ე ბ ი

პირველი ადგილი: პლანშეტი
მეორე ადგილი: ლანშეტი
მესამე ადგილი: ციფრული ფოტო-ვიდეო კამერა.

ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელები.

კონკურსის წესები

1. კანდიდატები უნდა იყვნენ 13–25 წლის საქართველოს მოქალაქეები;
2. კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ერთი ვიდეოფილმი ერთ პროექტზე;
3. მიიღება ჯგუფური ნამუშევრები, თუმცა ის განიხილება, როგორც ერთი საკონკურსო განაცხადი;
4. კონკურსში მონაწილეობით კანდიდატები ადასტურებენ, რომ ფლობენ ყველა საავტორო უფლებას ვიდეოფილმზე;
5. კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ ნამუშევრებს, რომლებზეც მათ არ აქვთ საავტორო უფლება, გამოეთიშებიან კონკურსს;
6. ორწუთიანი ფილმების ფესტივალის ფარგლებში აუცილებელია 18 წელზე ნაკლები ასაკის კანდიდატების მშობლების ან მეურვეების თანხმობა ახალგაზრდის კონკურსში მონაწილეობაზე;
7. განიხილება მხოლოდ ის ფილმები, რომლებიც პასუხობს თემას „მითები და რეალობა შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საქართველოში“ და „თანასწორი ურთიერთობები“
8. ყველა ფილმი უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული სახით, როგორც ეს მითითებულია „დაინახე ყველაფერი“-ს Facebook გვერდზე
9. ფილმები უნდა იყოს ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე ან საერთოდ დიალოგის გარეშე;
10. ფილმების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს;
11. ნამუშევრების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2018 წლის 25 მაისი.
12. გამარჯვებულს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია სამოქალაქო საზოგადეობის წარმომადგენლებისაგან.
13. კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობით ადასტურებს, რომ იგი გაეცნო და ეთანხმება კონკურსის წესებს;
14. გამარჯვებულები გამოცხადდებიან 2018 წლის 2 ივნისამდე;
15. ჟიურის მიერ გამოვლინდება 4 გამარჯვებული წყვილი (2 გამარჯვებული წყვილი თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში)
16. დაჯილდოების ცერემონიაზე ნაჩვენები იქნება 6 გამარჯვებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ჟიური გამოავლენს და დააჯილდოვებს გამარჯვებულებს.
17. ჟიურის წევრებს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და Action Global Communications–ის თანამშრომლებს ეკრძალებათ კონკურსში მონაწილეობა;
18. გაეროს ბავშვთა ფონდი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს წარდგენილი ფილმები საპრეზენტაციო მასალებში და მედიაში, ასევე, გამოიყენოს ნებისმიერი ფორმით ანტი-სტიგმა კამპანია „დაინახე ყველაფერის“ პოპულარიზაციისთვის.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მაია ჩიტაია, Action Global Communications : This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.