რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
13 ადგილი გორში სადაც გარევაჭრობა დაიშვება
გორის მერიამ ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო გარევაჭრობის აკრძალვის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ამის თაობაზე გარემოვაჭრეები რამდენიმე დღის წინ გააფრთხილეს. მათ 7 მაისს საღამომდე ტერიტორია უნდა დატოვონ. ძირითადად, ეს საკითხი ჭავჭჭავაძისა და გურამიშვილის ქუჩის მიმდებარედ, ძველი ბაზრის გარშემო მყოფ მოვაჭრეებს ეხება.

გორის მერიამ გარე ვაჭრობის ახალი რეგულაციები მიიღო, რომლითაც განსაზღვრულია ის კონკრეტული ადგილები, სადაც ასეთი ტიპის ვაჭრობა დაიშვება. მოვაჭრეები ნებართვის აღების დროს უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მოთხოვნები:

გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე
, რომ აკმაყოფილებდეს მუნიციპალიტეტის იერსახის მოთხოვნებს და არ აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.

საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების მოწყობა დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს ასევე საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა.

უნდა აიკრძალოს მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმი და პური) გარე ვაჭრობა.

გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით: ა) ჟურნალ-გაზეთები, წიგნები; ბ) ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები; გ) ყვავილები; დ) ხილ-ბოსტნეული მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში); ე) სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული).

სეზონური გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით: ა) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები; ბ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით); გ) შეშა (სპეციალურად მოწყობილ ადგილებში); დ) ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული.

გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე დადგენილებით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

წესის ძალაში შესვლის შემდეგ განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც წესის შესაბამისად ითვლება გარე ვაჭრობად, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს წესის მოთხოვნებს, ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1533-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად.


გარე ვაჭრობისთვის ადგილების ჩამონათვალი:

1. ქალაქი გორი, სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოს მიმდებარედ, 227,00 კვ.მ. ს/კ 66.45.18.161, აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 26 000 (ოცდაექვსი ათასი) ლარით, იჯარის ქირა – 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარით, თვეში.

2. ქალაქი გორი, სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოს მიმდებარედ, 218,00 კვ.მ. ს/კ 66.45.18.160; აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარით; იჯარის ქირა – 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარით, თვეში.

3. ქალაქი გორი, სტალინის გამზ. №19-ის მიმდებარედ, 38,00 კვ.მ. ს/კ 66.45.18.202; აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 4 300 (ოთხი ათას სამასი) ლარით; იჯარის ქირა – თვეში 200 (ორასი) ლარით.

4. ქალაქი გორი, კეცხოველის ქ. 291,00 კვ.მ. ს/კ 66.45.29.008; აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 12 600 (თორმეტი ათას ექვსასი) ლარით; იჯარის ქირა – თვეში 200 (ორასი) ლარით.

5. ქალაქი გორი, ქუთაისის ქუჩის მიმდებარედ, 34,00 კვ.მ. ს/კ 66.45.18.243, აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 3 600 (სამი ათას ექვსასი) ლარით; იჯარის ქირა – თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარით.

6. ქალაქი გორი, სტალინის ქუჩის მიმდებარედ, 34,00 კვ.მ. ს/კ 66.45.18.247, აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 4 000 (ოთხიათასი) ლარით; იჯარის ქირა – თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარით.

7. ქალაქი გორი, ხერხეულიძის ქუჩის მიმდებარედ 36,00 კვ.მ ს/კ 66.45.18.245, აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 4 300 (ოთხი ათას სამასი) ლარით; საიჯარო ქირა – თვეში 200 (ორასი) ლარით.

8. ქალაქი გორი, სატალინის ქუჩის მიმდებარედ 38,00 კვ.მ ს/კ 66.45.21.206 აუდიტორული დასკვნის საფუძველზე საწყისი საპრივატიზებო ფასი განისზღვროს 4 500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარით, საიჯარო ქირა თვეში – 200 (ორასი) ლარით.

9. ქალაქი გორი, სტალინის ქუჩის მიმდებარედ 33,00 კვ.მ ს/კ 66.45.21.218 აუდიტორული დასკვნის საფუძველზე საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარით, საიჯარო ქირა თვეში – 80 (ოთხმოცი) ლარით.

10. ქალაქი გორი, სამეფოს ქუჩის მიმდებარედ 43,00 კვ.მ ს/კ 66.45.25.314 აუდიტორული დასკვნის საფუძველზე საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 5 000 (ხუთი ათასი) ლარით, საიჯარო ქირა თვეში – 100 (ასი) ლარით.

11. ქალაქი გორი, ქუთაისის ქუჩის მიმდებარედ 71 კვ.მ ს/კ 66.45.12.402 აუდიტორული დასკვნის საფუძველზე საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 9 000 (ცხრა ათასი) ლარით, საიჯარო ქირა თვეში – 300 (სამასი) ლარით.

12. ქალაქი გორი, ქუთაისის ქუჩის მიმდებარედ 35კვ.მ ს/კ 66.45.12.403 აუდიტორული დასკვნის საფუძველზე საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 4 400 (ოთხი ათას ოთხასი) ლარით, საიჯარო ქირა თვეში – 150 (ას ორმოცდაათი) ლარით.

13. ქალაქი გორი, სტალინის გამზირის მიმდებარედ 40,00კვ.მ ს/კ 66.45.25.339 აუდიტორული დასკვნის საფუძველზე საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 6 700 (ექვსიათას შვიდასი) ლარით, საიჯარო ქირა თვეში – 100 (ასი) ლარით.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.