რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორის ტაქსიში რეზინის ჩექმები და ,,ზენიტი" დარჩათ
გორში სერვის ,,მაქსიმის" მძღოლებმა, მოქალაქეთა მგზავრობის შემდეგ, იპოვეს ფოტოაპარატი «ზენიტი» და რეზინის ბოტები. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კომპანიის წარმომადგენლებმა განუცხადეს.

დაკარგული ნივთები მგზავრებს დაუბრუნეს. კომპანიის წარმომადგენლები, უხერხული სიტუაციების თავიდან ასაცილებლად, მგზავრებს ურჩევენ, რომ მანქანიდან გადმოსვლამდე ყოველთვის შეამოწმონ ნივთები.

,,ტაქსიში ყველაზე ხშირად რჩებათ ტელეფონები, დოკუმენტები და საქაღალდეები, ჩანთები, გასაღებები, ხელთათმანები და ქუდები. ფოთში მგზავრებს დარჩათ ჯინსები, სალარო აპარატი, ლეიბი და თვითმფრინავის ბილეთები. გორში კი მძღოლებმა მგზავრობის შემდეგ იპოვეს ფოტოაპარატი «ზენიტი» და რეზინის ბოტები. თბილისში გულმავიწყ მგზავრებს ტაქსში დარჩათ სურათი და სამზარეულოს ნიჟარა." - აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.

სერვისი «მაქსიმის» სტატისტიკის თანახმად, საქართველოში სამუშაო დღეებში მგზავრებს ყოველ წუთში ავიწყდებათ თავიანთი ნივთები ტაქსში. ყველაზე ხშირად ისინი სავარძლებზე რჩებათ ან ვერ ამჩნევენ, როგორ უვარდებათ ჯიბიდან. დაკარგული ნივთის დაბრუნება ძალიან ადვილია, თუ იცით ხუთი მარტივი წესი.

ასეთი სიტუაციების გამო კომპანიამ 5 წესი შეიმუშავა, რომლითაც მგზავრების მომსახურებისა და მათი ნდობის მოპოვების კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით შეიმუშავეს.

1. სერვისი ემხრობა იმ პრინციპს, რომ დაკარგული ნივთი მის მეპატრონეს უნდა დაუბრუნდეს. სერვისის მენეჯერები აფრთხილებენ მძღოლებს ყოველი მგზავრობის შემდეგ ავტომობილის სალონის დათვალიერების აუცილებლობის შესახებ და იგივე შეახსენონ მგზავრებს. მძღოლებმა იციან, რომ დაკარგული ნივთის აღმოჩენისთანავე საჭიროა მგზავრთან დაკავშირება მის დასაბრუნებლად. თუ ამას ვერ ახერხებენ, მათ უნდა მიიტანონ ნაპოვნი ნივთი კომპანიის ოფისში.

2. იმ შემთხვევაში, თუ ტაქსში რაიმე ნივთი დაგრჩათ, 24 საათის განმავლობაში დაურეკეთ ან მიწერეთ მძღოლს ჩატში აპლიკაციაში «მაქსიმი». თუ ტაქსი გამოძახებული იყო ტელეფონით, შეგიძლიათ დაურეკოთ ოპერატორს და სთხოვოთ მძღოლთან დაკავშირება. ოპერატიული უკუკავშირის საშუალებით მგზავრობის მონაწილეებს უფრო ჩქარა უბრუნდებათ მათი ნივთები.

3. იმ შემთხვევაში, თუ დანაკარგს აღმოაჩენთ მგზავრობიდან 24 საათის შემდეგ, უნდა მიმართოთ სერვისი «მაქსიმის» ოფისს. კომპანიის ოფისის მისამართი, ტელეფონი და მუშაობის რეჟიმი მითითებულია საიტზე taximaxim.ge. დაასახელეთ რა დაკარგეთ, მგზავრობის თარიღი და ტელეფონი, რომლიდანაც გაკეთდა შეკვეთა. თუ ნივთი ოფისშია, მას აუცილებლად დაგიბრუნებენ.

4. ოფისში ინახება მძღოლების მიერ ნაპოვნი ყველა ნივთი მალფუჭებადი პროდუქტების გარდა. სერვისს არ გააჩნია სასაწყობე სათავსი, სადაც შეიძლება მათი შენახვა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ამიტომ საჭიროა, რაც შეიძლება მალე წაიღოთ თქვენი ნივთები.

5. სერვისის მოთხოვნით, ტაქსში დავიწყებული ნივთების მეპატრონეებმა უნდა აუნაზღაურონ მძღოლებს მათი მიწოდების მომსახურება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.