რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
დეპუტატები, რომლებიც გორის საკრებულოს სხდომის ნაცვლად, ,,ქართული ოცნების" ყრილობაზე წავიდნენ
დღეს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა არ შედგა. ამის თაობაზე, დეპუტატების ნაწილმა სხდომის დაწყებისას შეიტყო. ქვორუმის არარსებობის გამო, სხდომა გადაიდო. უცნობია, გადადებული სხდომის ჩატარების თარიღი.

როგორც გაირკვა, ,,ქართული ოცნების" 10-მდე დეპუტატი დედაქალაქში ,,ქართული ოცნების" ყრილობას დაესწრო, სადაც თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის სატელეფონო ზარებს დეპუტატები მარლენ ნადირაძე და ზურაბ ყაჯრიშვილი არ პასუხობენ.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე 33 საკითხი უნდა განხილულიყო.

სხდომას არ დაესწრნენ:


ზურაბ ყაჯრიშვილი,
თამაზ უკანწყაროელი,
მარლენ ნადირაძე,
კობა ბერიანიძე,
მერაბ მელანაშვილი,
დავით რაზმაძე (თავმჯდომარე);
ნანა ედიშერაშვილი (ფოტოს გადამღები)



დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი

1. „გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი;

2. “გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ”;

3. „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი;

4. „გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი;

5. “გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი;

6. “გორის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი;

7. “საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების და ჩაბარების წესის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის)აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტის და დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის13 აპრილის N30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი;


8. „გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის-გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შესარჩევად მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 09 თებერვლის №23 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი;

9. „გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის-გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების და კონკურსის ძირითადი პირობების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 09 მარტის №38 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი;

10. ,,გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის13 აპრილის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი;

11. “გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი;

12. “გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი;

13. “გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი;

14. “გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი;

15. “გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი;

16. “ გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ნუსხის დამტკიცების თაობაზე” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი;

17. “გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების თაობაზე” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი;

18. “გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი;

19. “გორის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის - მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი;

20. „გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი;

21. “გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი მართვის წესის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი

22. “ გორის მუნიციპალიტეტის ქალაქ გორის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი

23. “ გორის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი

24. ,,გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 09 მარტის №43 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე “ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.

25. ,,გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 09 მარტის №44 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.

26. “გორის მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური პირისთვის, თამაზ კარელიძისთვის პ/ნ 59001001328 პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.

27. “გორის მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური პირისთვის ცირა მელიქიძისთვის (პ/ნ 59001003234) პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.

28. “ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი;

29. “ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების, ახალგაზრდების წახალისების და თანადაფინანსების პროგრამის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი;
30. “ინფორმაცია ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს სივრცით მონაცემთა უზრუნველყოფის სამსახურის 2017 წლის და მიმდინარე 2018 წლის განვლილი პერიოდის ანგარიში და ინფორმაცია გასატარებელი ღონისძიებების შესახებ”;

31. “გორის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ა(ა)იპ-ებისა და ზოგიერთი კერძო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციის შედეგების შესახებ ინფორმაციის მოსმენა”

32. “ინფორმაცია ა(ა)იპ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებათა მართვის სააგენტოს, ა(ა)იპ თვითმმართველი თემის - გორის მუნიციპალიტეტის ადრეული და სკოლამდელი სააღმზრდელო საჯარო დაწესებულებათა მართვის სააგენტოს და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს 2017 წლის 01 იანვრიდან - 2018 წლის 25 აპრილის ჩათვლით საქმიანობის შესახებ”;

33. “ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო თესვის მიმდინარეობის და სოფლის მეურნეობისთვის საშიშ მწერთან-აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარეობის შესახებ“.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.