ახალი ამბები
გორმედის ექიმებს მჯდომარე მდგომარეობაში მიცვალებულის დარჩენის ფაქტი პრაქტიკაში არ ახსოვთ
გორის, ზუგდიდის, ფოთის, გარდაბნისა და სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოების მიერ მიღებულმა დადგენილებებმა სოციალურ ქსელში ფართო გამოხმაურება ჰპოვა.

საქმე, სასაფლაოების მოვლა-პატრონობის შესახებ, გადაწყვეტილებას ეხება, სადაც სხვა დეტალებთან ერთად, გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის პირობებია განსაზღვრული. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაუკავშირდა გორის სამედიცინო ცენტრ ,,გორმედის" ექიმ-ქირურგებს, თუ რამდენად შესაძლებელია ასეთი ფაქტების არსებობა.

ექიმი დავით გასიტაშვილი ამბობს, რომ პრაქტიკულად წარმოუდგენელია მიცვალებულის დარჩენა იმ მდგომარეობაში, რომ მისი დაკრძალვა მჯდომიარე მდგომარეობაში გახდეს საჭირო.

,,ფაქტობრივად, მჯდომიარე მდგომარეობაში ადამიანის დაკრძალვა არ ხდება, არც გამიგია. 15 წელია საავადმყოფოში ვმუშაობ. რაც შეეხება გარდაცვალებას, თუ რა თქმა უნდა, პარალიზებული არ არის ადამიანი, მჯდომიარე მდგომარეობაში გარდაცვალების შემთხვევებიც არ გვაქვს. თუნდაც, რომ იჯდეს, შემდეგ მისი მწოლიარე მდგომარეობაში გადაყვანა პრობლემას არ წარმოადგენს," - აცხადებს დავით გასიტაშვილი.

ქირურგი კახა ფაცინაშვილი ამბობს, რომ მოხრილ მდგომარეობაში გარდაცვლილი ადამიანი საბოლოოდ არ რჩება. მისი განმარტებით, გარდაცვლილი ადამიანის სხეულის გაყინული კუნთები 4-5 დღის შემდეგ ისევ რბილდება.

,,ნებისმიერ პოზაში მყოფი მიცვალებულის გაშლა სრულიად შესაძლებელია. არც გამიგია, რომ როდისმე რამე პრობლემა შექმნილიყო, მაგალითად, ექსპერტიზის დროს. აწვებიან და ასწორებენ. აი, ამიტომ მახსენდება ახლა ქართული ანდაზა - კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებსო." - აცხადებს კახა ფაცინაშვილი.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ შესაძლოა მიუსაფარი ადამიანი გარდაიცვალოს, ან ყინვაში დაიღუპოს, კახა ფაცინაშვილი ადასტურებს, რომ ასეთ შემთხვევაში სხეული იმ მდგომარეობაში რჩება, როგორ მდგომარეობაშიც გარდაიცვლება:

,,მართლაც ასეა: რა მდგომარეობაშიც გარდაიცვლება ადამიანი, იმ მდგომარეობაში გაიყინება კუნთები, ყველა შემთხვევაში. ექსპრტიზის დროს კი, როგორც მე ვიცი, ასეთ მდგომარეობაში არ ტოვებენ. სხვათა შორის, გარდაცვალებიდან 4-5 დღის შემდეგ, კუნთები ისევ იწყებს დარბილებას. ამიტომ, ჩემთვისაც უცნობია, რომ საჭირო გახდეს გარდაცვლილის მჯდომიარე მდგომარეობაში დაკრძალვა," - აცხადებს ქირურგი კახა ფაცინაშვილი.

შეგახსნებთ, გორის საკრებულოს გადაწყვეტილებით, გარდაცვლილის მჯდომარე მდგომაროებაში დაკრძალვისას, მიწის შრე გვამზე, საფლავზედა ყრილის ჩათვლით, უნდა იყოს სულ ცოტა 1 მეტრი. ეს ნორმა საკანონმდელო მაცნეში გამოქვეყნებულ დადგენილებაშია მითითებული. (მუხლი 8, პუნქტი - 6). დადგენილება 2017 წლის 3 თებერვალსაა მიღებული.

ანალოგიური წესია მიღებული 2012 წლის 17 აპრილის დადგენილებაში, რომელსაც ახალი დადგენილება დაეყრდნო. მათ შორის განსხვავება მხოლოდ დაკრძალვის ხარჯებშია.
Print E-mail
FaceBook Twitter Google

სტატიის გამოყენების პირობები

ვიდეორეპორტაჟი
დევნილმა ქალებმა შრომითი უფლბების დარღვევაზე ისაუბრეს
დისკუსიას კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის მიერ მოწვეული სტუმარი, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი უძღვებოდა. ელენე რუსეცკი ფიქრობს, რომ აქტუალურობიდან
გადაყრილი წიგნებიდან 25 000 ეგზემპლარს ბიბლიოთეკებში აბრუნებენ
ნანა აბრამიძე დეტალურად ყვება, თუ როგორც გაუქმდა 2011 წელს გორსა და გორის რაიონში 40-ზე მეტი ბიბლიოთეკა.
გუდაბერტყას ნამოსახლართან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული ძეგლების ფოტოები გამოფინეს

დღეს, გუდაბერტყას ნამოსახლარს გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის საზაფხულო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. მათ

გასული თვის პოპულარული სიახლეები
გორში საზოგადოებრივი მოძრაობა ,,მარო" დაფუძნდა

გორში შექმნილი საზოგადოებრივი ორგანიზაციის პირველი ნაბიჯი სტალინის ქუჩის სახელწოდების შეცვლისკენ გადაიდგმება

რას ფიქრობენ გორში - ძიუდოს ფედერაციაში არსებულ დაპირისპირების შესახებ
,,ძიუდო ყოველთვის გამოირჩეოდა სიმტკიცით, განსხვავებით, სხვა ფედერაციებისგან. ამიტომ, დღევანდელი ფაქტი ძალიან სამწუხაროა." - ასკვნის ანზორ თენაძე.
გორში გარემოვაჭრეთა ნაწილი დახლებს პოლიციის მოთხოვნის შემდეგ იღებენ
თუ გარემოვაჭრეები აღნიშნული ქუჩებს 7 მაისს, 20:00 საათამდე არ გაანთავისუფლებდნენ, მათ მიმართ განხორციელდებოდა 
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისრტოს პრესსამსახურის თქმით, გამოძიება სსკ-ის
276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისრტოს პრესსამსახურის თქმით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო
14:13 / 21.07.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახურის თქმით, ტოიოტას მარკის ტაქსის მძღოლი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევათა კოდექსისი 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თქმით, ტოიოტას მარკის ტაქსის მძღოლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსისი 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის
18:51 / 20.07.2018
დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველლოს დროშა როკის გვირაბზეც მალე
იფრიალებს, იქ სადაც ნამდვილი საზღვარია
დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველლოს დროშა როკის გვირაბზეც მალე იფრიალებს, იქ სადაც ნამდვილი საზღვარია
16:02 / 20.07.2018
დაურეგისტრირებელ ცირკულ სახერხზე მორის გადამუშავების ფაქტი
დაფიქსირდა, ხოლო ტერიტორიაზე 120სმ 47 ერთეული წიწვოვანი სახეობის
მორი იყო განთავსებული.
დაურეგისტრირებელ ცირკულ სახერხზე მორის გადამუშავების ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო ტერიტორიაზე 120სმ 47 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორი იყო განთავსებული.
15:02 / 20.07.2018
ცოტახნის წინ დასრულდა სოფელ მეჯვრისხევში გორის მუნიციპალიტეტის
მერიის წარმომადგენლების შეხვედრა ადგილობრივებთან
ცოტახნის წინ დასრულდა სოფელ მეჯვრისხევში გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლების შეხვედრა ადგილობრივებთან
14:45 / 20.07.2018
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
გლოვა მეტეხში - გარდაცვლილი მშობიარე გოგოს მამა ტრაგიკულ ღამეს იხსენებს
,,ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ამის გამო პასუხი აგონ, სხვების გადასარჩენად მაინც.“ - აცხადებს გარდაცვლილის მამა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.