რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ხანდაზმული პოეტის ვირტუალური სამყარო
„თქვენი აზრით, რამდენი წლის ვარ?“, - შეხვედრისთანავე ღიმილით გვეკითხება. თეთრი პიჯაკი აცვია, მოკლედ შეჭრილი თმით და აკურატული მაკიაჟი აქვს. ვცდილობთ მყისიერად ვუპასუხოთ. როცა იგებს, რომ ოცი წლით ნაკლები ხნის გვგონია, ამაყად გვეუბნება, - „78-ის გახლავართ“.

კიდევ უფრო მეტი შთაბეჭდილების მოსახდენად ხელში პლანშეტს იღებს. „სამასი მეგობარი მყავს უკვე, სამ წელიწადში“, სოციალურ ქსელში ორი გვერდი აქვს, ერთ ანგარიშს საკუთარი სახელით მართავს, მეორეს „ნუნუს ლექსები“ ჰქვია.

პირველი ლექსი სტალინის გარდაცვალების დღეს დაწერა. მაშინ, სკოლის მოსწავლე ნუნუ ბერიშვილმა, მძაფრი ემოციებისაგან გათავისუფლება მხოლოდ ამ გზით შესძლო. „ბელადი“ დღემდე უყვარს. დღემდე რითმავს ყველა გრძნობას, სევდას თუ სიხარულს. შეყვითებულფურცლებიანი რვეულები სავსეა ლექსებით, ბოლოში მიწერილი თარიღით. პირველი ლექსის ხელნაწერი არ შემორჩა. ბოლო კი უკვე „ვორდშია“ დაბეჭდილი. კომპიუტერში ძველი რვეულების ელექტრონული არქივიც შექმნა.

ნუნუ ბერიშვილი საკუთარ ლექსებს ინტერნეტში ეძებს და ღიმილით კითხულობს. დადებითი გამოხმაურება უსაზღვროდ ახარებს. ბედნიერეია, ინტერნეტის საშუალებით თავის შემოქმედებას ფართო აუდიტორიას რომ უზიარებს.

მოძველებული კომპიუტერი ოთახის კუთხეში დგას. რამდენიმე თვის წინ გაფუჭდა და შვილმა პლანშეტი ათხოვა. ნუნუ ამბობს, რომ კომპიუტერთან უფრო კომფორტულად მუშაობს, თუმცა ელექტრონული მოწყობილობის გარეშე თავი უკვე ვეღარ წარმოუდგენია.




მეზობლები ნუნუ ბერიშვილს ათწლეულებია იცნობენ, მაგრამ პოეტი რომ არის, გვერდზე კორპუსში მცხოვრებმა ეთერ ჩხარტიშვილმა, ფეისბუქის საშუალებით გაიგო. 

ნუნუმ ცხოვრების დიდი ნაწილი ქობულეთში გაატარა. ძალიან უყვარს ზღვა. „იცით როგორ ვცურავდი? წერტილივით ვჩანდი სანაპიროდან, ისე შორს გავდიოდი“, იხსენებს ნუნუ. ზღვას ისევ ხშირად აკითხავს. სანაპიროზე სეირნობა ახარებს. ეს ადგილი მისთვის შთაგონების წყაროდ არაერთხელ ქცეულა.




ნუნუ ზღვიდან თავის საყვარელ ადგილას მიდის. ორსართულიანი სახლის ეზოში შედის, მაგრამ იქ არავინ ხვდება.

იქვე, სკამზე ჯდება და ელის, როდის მოვლენ მისი მეგობრები. ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ რვა წლის წინ იპოვა და მას შემდეგ იქაურობა მისთვის ყოველდღიურ თავშეყრის ადგილად იქცა. აქვე მიაგნო ვირტუალური ურთიერთობის შესაძლებლობას. ცენტრში კომპიუტერის მოხმარება ასწავლეს და 80 წელს მიახლოებულმა ქალბატონმა ახალი სამეგობრო და შემოქმედების თაყვანისმცემლები გაიჩინა. სიახლეების ძიება და დროზე ფეხის აწყობა, პროფესიით პედაგოგისთვის, რთული არ იყო.

ნუნუ ბეროშვილმა 53 წელი საგანმანათლებლო სექტორს შეალია. რუსული ენის სპეციალისტი, ჯერ ბავშვებთან, მერე კი ქობულეთის განათლების განყოფილებაში მეთოდისტად  მუშაობდა. დღეს ორ რამეზე ოცნებობს: ყველას ჰქონდეს ღირსეული სიბერე და გამოსცეს საკუთარი ლექსების კრებული. დახმარება ქობულეთის მუნიციპალიტეტსაც სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ეპატიჟება. სპონსორების ძებნას არ წყვეტს, თუმცა ბედნიერია, რომ აუდიტორიამ უკვე გაიცნო. „ უფ, რა მშვენიერი ლექსია, გაიხარეთ, ქალბატონო ნუნუ“ ,- ასეთი კომენტარები სოციალურ ქსელში დღეს მისთვის ტაშიც არის და აღიარებაც.





მასალა მომზადებულია qartli.ge-ს ჟურნალისტის თათია გოლოშვილისა და რადიო ,,მარნეულის" ჟურნალისტის ვლადიმერ ჩხიტუნიძის მიერ ტრენინგის ,,ნარკვევის სტილში ამბების მომზადების" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება

IREX M-TAG -ის მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.