რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
23-წლის მძღოლს, რომელმაც სურამში დედა-შვილი იმსხვერპლა, საბოლოო განაჩენი გამოუტანეს
23 წლის მამაკაცს, რომელმაც სურამში, დედა-შვილი მანქანით იმსხვერპლა, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2018 წლის 24 მაისს მიიღო.

განაჩენის მიხედვით, ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ძალაში დარჩენას ითხოვდა შიდა ქართლის პროკურატურის პროკურორი ნანა გუგუტიშვილიც. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს 6-დან 10 წლით თავისუფლების აღკვეთას.

თავდაპირველად, გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს მინიმალური, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გორის სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გორის სასამართლოს განაჩენი და ბრალდებულს სასჯელი 2-წლით დაუმძიმა.

ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა და მოითხოვა ძალაში დარჩენილიყო გორის სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან ბრალდებულს ჰყავს 5 წლის გოგონა, რომლის ერთადერთი პატრონიც თვითონაა და არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები.

ასევე, საკასაციო საჩივრით დაცვის მხარემ მოითხოვა გ. ჩ-სათვის სასჯელის ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას იმ მოტივით, რომ მან ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული; აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას; არ არის ნასამართლევი; მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ.

უზენაესი სასამართლოს განაჩენის მიხედვით, პროკურორ ნანა გუგუტიშვილს არ მოუთხოვია სასჯელის უმაღლესი ზომა - 10 წელი.

შეგახსენებთ, 2017 წლის 5 აგვისტოს, სურამში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე, ავტომობილ „ნისან ტიდათი“ მოძრაობისას, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე გ.ჩ. ქვეითად მოსიარულეთა ტროტუარზე დედა-შვილს - 1979 წელს დაბადებულ შ.მ.-ს და 2012 წელს დაბადებულ ნ.ო.-ს დაეჯახა. ისინი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ.

ფოტოზე: პროკურორი ნანა გუგუტიშვილი
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.