რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
კასპისა და გორის მერებთან შესყიდვების სააგენტოს კითხვები აქვს
კომპანია ,,სეივ როუდმა" შესყიდვების სააგენტოში გორისა და კასპის მერებს პროცესები მოუგო. შესყიდვების საააგენტოს გადაწყვეტილებით, ორივე უწყებამ საკუთარ მიზნებს უნდა გადახედოს და საქართველოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს. ეს გადაწყვეტილება ტენდერებში კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებისკენ უნდა იყოს მიმართული.

საქმე იმაშია, რომ გორისა და კასპის მერებმა, გამოცხადებულ ორ ტენდერში კომპანიებისგან კონკრეტული ტექნიკის საკუთრებაში ფლობა მოითხოვეს. ეს მოთხოვნა, ამ ეტაპზე, ორმა კომპანიამ დააკმაყოფილა. ესენია: გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის კომპანია ,,იბოლია" და მისი ახლობლის, შოთა აბულაძის ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1".

გორის დეპუტატის კომპანიამ კასპის ტენდერი (ღირებულებით 1,8 მლნ ლარი) მოიგო, ხოლო გორში გამარჯვება - ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-მა მოიპოვა. კომპანია ,,სეივ როუდმა" პროცედურები მანამდე გააპროტესტა, ვიდრე მერები გამარჯვებულებს გამოავლენდნენ.

,,მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული და არადასიკრიმინაციული.“ - წერს შესყიდვების სააგენტო 1 ივნისის გადაწყვეტილებებში, - ,,ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებასა და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას“.

ამ განმარტებით იწყებს შესყიდვების სააგენტო თავის დამოკიდებულებას სადავო ტენდერების მიმართ. საბჭოსთვის ასევე ბუნდოვანია საკითხი იმის თაობაზე, თუ რატომ ითხოვს მერია კომპანიებისგან ტექნიკის მხოლოდ საკუთრების ფორმით ფლობას; რამდენად გამართლებული და მიზანშეწონილია ასეთი მოთხოვნის დაყენება და რამდენად არ იზღუდება ბაზარზე კონკურენცია.

კასპისა და გორის მერების წარმომადგენლებმა საჩივრის განხილვის დროს აღნიშნეს, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში პირობები იმის მიხედვით წარადგინეს, რა საჭიროებას არსებობს. მათი აზრით, ხშირ შემთხვევაში იმარჯვებს ისეთი კომპანია, რომელსაც ტექნიკა არა აქვს და შემდეგ ადგილი აქვს საქმის გაჭინაურებას.

ამ მოსაზრებას არ იზიარებს კომპანია ,,სეივ როუდის" წარმომადგენელი. იურისტი განმარტავს, რომ მხოლოდ ტექნიკის ყოლა საქმის პროფესიონალურად შესრულების აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს.

,ჩვენის აზრით, აღნიშნული მოთხოვნა არის დისკრიმინაციული და მორგებულია ვიღაცის ინტერესებს. თუ ჩვენს ორგანიზაციას აქვს შესაბამისი გამოცდილება და შესრულებული აქვს სატენდერო ღირებულებაზე მეტი ღირებულების ობიექტი, ოღონდ საკუთრებაში არ გააჩნია ერთი ერთეული სატკეპნი, რატომ უნდა მიიღოს დისკვალიფიკაცია? ჩვენ გვირჩევნია, მაგალითად, ტექნიკის შეძენის ნაცვლად, მოგებიდან მიღებული თანხა ჩავდოთ ინტელექტუალურ განვითარებაში და მოვიძიოთ შესაბამისი კადრები და მივაღებინოთ შესაბამისი კვალიფიკაცია, ასევე დავნერგოთ ახალი მეთოდები, ხოლო ერთი ერთეული სატკეპნი ვიქირაოთ, ან იჯარით ავიღოთ. რატომ არის ეს პრობლემა? ჩამოთვლილი ტექნიკიდან ყველა რომ ყავდეს საკუთრებაში, ასეთი ორგანიზაციები არის თითებზე ჩამოსათვლელი, რაც თავისთავად ქმნის არასასურველ და არაჯანსაღ კონკურენციის პირობებს. და თუ გადავხედავთ კასპის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს საგზაო მშენებლობებში, ცალსახაა, თუ რა ფასში იგებენ ტენდერებს და რომელი ორგანიზაციებია, ესეც გასაგებია“ - აღნიშნავს ,,სეივ როუდის“ დირექტორი საჩივარში.

შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაცია კასპის მერიამ არ შეასრულა. იმავე 1 ივნისს კასპის მერმა შპს ,,იბოლიასთან" სატენდერო ხელშეკრულებების გაფორმების პროცედურები გააგრძელა. რაც შეეხება გორის მერიამ, ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც
ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც "ქართლის ამბებმა" გაარკვია,
18:24 / 07.04.2026
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“
მოსაცდელების
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“ მოსაცდელების
01:31 / 07.04.2026
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას
შემდეგ მიმართულებებზე
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ მიმართულებებზე
16:03 / 06.04.2026
ამ გზით სარგებლობს ასევე აბრევის, ორჭოსნის, ძუკაანთკარისა და
ღდულეთის მოსახლეობა.
ამ გზით სარგებლობს ასევე აბრევის, ორჭოსნის, ძუკაანთკარისა და ღდულეთის მოსახლეობა.
14:01 / 06.04.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.