ახალი ამბები
გორის მოსამართლემ ,,შანზელიზეში" მომხდარ ინციდენტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
დღეს, გორის სასამართლომ კაფე ,,შანზელიზეში" მომხდარი ინციდენტი განიხილა. მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე დასმული საკითხი უმოკლეს ვადაში გადაწყვიტა.

მოსამართლე ნინო გერგაულმა, სასამართლოს კანცელარიაში გორის პროკურატურის მიერ დოკუმენტის წარდგენისთანავე, სხდომათა დარბაზი განსახილველად მოამზადა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ბრალდებულს ადვოკატიც არ ყოლია.

,,მოსამართლემ განიხილა აღნიშნული საქმე და სამართალდამრღვევს 2-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა," - გვითხრეს სასამართლოში. გადაწყვეტილება სავარაუდოდ არ გასაჩივრდება. რაც შეეხება დაკავებული მამაკაცის პოზიციას, ამ ეტაპზე უცნობია. სასამართლოში აცხადებენ, რომ ყველაფერი დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში იქნება ასახული.

საქმე ეხება ორი დღის წინ კაფე ,,შანზელიზეში" მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ფერადკანიან სტუმარს, რომელიც თვითმხილველის თქმით, თანმხლებ გოგონასთან ერთად იყოფებოდა, მოქალაქემ შეურაცხყოფა მიაყენა.

მას შემდეგ რაც ინციდენტის შესახებ მასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა, გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა 36-წლის მამაკაცი დააკავეს. მანამდე, შს სამინისტროს თანამშრომლებს ფაქტის შესახებ გამოძიება არც ერთი მუხლით ჰქონდა დაწყებული. ინციდენტის მეორე დღეს შს სამინისტროს პრეს-სამსახური აცხადებდა, რომ მიმდინარეობდა მხოლოდ მოკვლევა.

10 ივნისს მომხდარ ინციდენტზე გორის პოლიციამ ერთი პირი, 36-წლის მამაკაცი 11 ივნისს დააკავა. მამაკაცი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის, 166-ე მუხლის საფუძველზე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

166 მუხლი: წვრილმანი ხულიგნობა − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და სამართალდამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

საქმის მასალების მიხედვით, გორის ცენტრში მდებარე კაფე ,,შანზელიზეში" ფერადკანიან სტუმარს აგინეს და შემდეგ ხელსაწმენდი ქაღალდების ჩასალაგებელი ყუთი ესროლეს. კაფის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ლევან ბაინდურაშვილის თქმით, კონკრეტული ინფორმაციის გაცემის უფლება არა აქვს, რადგან ეს კონფიდენციალურია. იგი აღნიშნავს, რომ პოლიციამ ყველაფერი იცის.

ინციდენტის ერთ-ერთმა თვითმხილველმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ დაახლოებით 40-წლამდე ასაკის მამაკაცი ჯერ გარედან იგინებოდა, რადგან სტუმარს შუშებიდან ხედავდა. შემდეგ შიგნით შევიდა და გააგრძელა შეურაცხყოფა, რაც ხელსახოცის ყუთის სროლით დამთავრდა.

,,იქნებოდა დაახლოებით 3 საათი, შუადღეს, ერთ-ერთ კაფეში მშვიდად ვსხედვართ მე და ჩემი დისშვილი, ვსაუბრობთ. შემოვიდა ფერადკანიანი სიმპატიური ახალგაზრდა თანმხლებ პირთან ერთად, შეუკვეთეს რაღაც და დასხდნენ. ამ დროს, შუშებიდან ვიღაც პიროვნება მათი მისამართით იგინებოდა. შემდეგ შემოვიდა კაფეში და იგივე გააგრძელა. ჯერ გინებით აიკლო ეს წყვილი. მიმტანი გოგოები გადაეფარნენ სტუმარ ბიჭს და შიგნით შეიყვანეს. ეს მთვრალი კაცი ეცა ხელსახოცის ყუთს და გაუქანა სტუმარს. სტუმარმა ჩანთა აიფარა სახეზე, რომ არ მოხვედრილიყო. მიმტანი გოგონები გადაეფარნენ და, როგორც კი ატყდა ყვირილი კაფეში, პატრულს დაუძახეთო, ეს ჩვენი რაღაცის დამცველი ძუნძულით გაეცალა აქაურობას." - გვითხრა თვითმხილველმა.
Print E-mail
FaceBook Twitter Google

სტატიის გამოყენების პირობები

ვიდეორეპორტაჟი
მინი ფეხბურთში გორის თასის მფლობელი ,,კომბინატია" - მეჯვრისხეველები მსაჯის დასჯას ითხოვენ
მეჯვრისხეველების პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მათი აზრით, მსაჯებმა თამაში 5 წუთით ადრე დაამთავრეს.
გორელი მოსწავლეები მასშტაბურ მოხალისეობრივ საქმიანობას იწყებენ
გიორგი აბაშიშვილი „სამოქალაქო თვითშეგნება რესპუბლიკის მეასე წელს" პროექტის მონაწილეებს შეხვდა
მეჯვრისხევში სტიქიით დაზარალებულების სანახავად გუბერნატორი მივიდა
არხებმა წყალი სრულად ვერ გაატარა და ეზოებისკენ გადავიდა. საცხოვრებელი სახლები დაიტბორა პატარა მეჯვრისხევისა და 
გასული თვის პოპულარული სიახლეები
გორში საზოგადოებრივი მოძრაობა ,,მარო" დაფუძნდა

გორში შექმნილი საზოგადოებრივი ორგანიზაციის პირველი ნაბიჯი სტალინის ქუჩის სახელწოდების შეცვლისკენ გადაიდგმება

რას ფიქრობენ გორში - ძიუდოს ფედერაციაში არსებულ დაპირისპირების შესახებ
,,ძიუდო ყოველთვის გამოირჩეოდა სიმტკიცით, განსხვავებით, სხვა ფედერაციებისგან. ამიტომ, დღევანდელი ფაქტი ძალიან სამწუხაროა." - ასკვნის ანზორ თენაძე.
გორში გარემოვაჭრეთა ნაწილი დახლებს პოლიციის მოთხოვნის შემდეგ იღებენ
თუ გარემოვაჭრეები აღნიშნული ქუჩებს 7 მაისს, 20:00 საათამდე არ გაანთავისუფლებდნენ, მათ მიმართ განხორციელდებოდა 
ამავე კატეგორიაში
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ტერიტორიაზე, სადაც ავარია მოხდა,
კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც მივიდნენ.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ტერიტორიაზე, სადაც ავარია მოხდა, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც მივიდნენ.
21:51 / 23.06.2018
შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება ადმინისტრაციული
სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით
შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით
18:41 / 23.06.2018
,,შემთხვევა დღის მეორე ნახევარში იმ დროს მოხდა, როდესაც
სატრანსპორტო საშუალება გაჩერებული იყო
,,შემთხვევა დღის მეორე ნახევარში იმ დროს მოხდა, როდესაც სატრანსპორტო საშუალება გაჩერებული იყო" - ამბობს გორის მერიის
18:26 / 23.06.2018
,,ეს ეკლესია ეკუთვნოდა თავად ფალავანდიშვილებს. ამ ეკლესიის ეზოში
არიან დასაფლავებული ფალავანდიშვილები. სწორედ,
,,ეს ეკლესია ეკუთვნოდა თავად ფალავანდიშვილებს. ამ ეკლესიის ეზოში არიან დასაფლავებული ფალავანდიშვილები. სწორედ,
23:37 / 22.06.2018
ცხინვალის მედიის ცნობით, მერეთელი ახალგაზრდა ერთი თვის წინ, მაისში
ჰყავდათ დაკავებული, რა დროსაც
ცხინვალის მედიის ცნობით, მერეთელი ახალგაზრდა ერთი თვის წინ, მაისში ჰყავდათ დაკავებული, რა დროსაც
21:50 / 22.06.2018
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
გორის მეხუთე და პირველი ბრიგადები ერთიანდება
ამის გამო, გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო. ოპტიმიზაციის შედეგად ამ დროისთვის დაზოგილი თანხის მოცულობა შეადგენს 32 მილიონ ლარს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.