რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
მინი ფეხბურთში გორის თასის მფლობელი ,,კომბინატია" - მეჯვრისხეველები მსაჯის დასჯას ითხოვენ
დღეს, გორის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა ფინალური მატჩი მინი ფეხბურთში, სადაც ,,გორის თასი 2018"-ის მფლობელის ვინაობა გაირკვა. ერთმანეთს ჩემპიონატის გამორჩეული გუნდები - ქალაქის ,,კომბინატი" და მეჯვრისხევის თემში დაკომპლექტებული ,,მეჯვრისხევი" დაუპირისპირდა.

ჩემპიონი ,,კომბინატი" გახდა, რომელმაც გამარჯვება ერთქულიანი სხვაობით, 1:0 მოიპოვა. 

,,არ გვინდა თასი, არა. წავიდეთ. ეგ თასი მსაჯს გაატანეთ," - ცხარობდნენ მეჯვრისხეველები, რომლებიც ფეხბურთელებს მოუწოდებდნენ, რომ არ დალოდებოდნენ საზეიმო ცერემონიალს. მეჯვრისხეველების პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მათი აზრით, მსაჯებმა თამაში 5 წუთით ადრე დაამთავრეს.

ვინაიდან მსაჯის გადაწყვეტილება საბოლოაა, ტურნირის ორგანიზატორებმა მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდეს. მეჯვრისხევის თემში მერის წარმომადგენელი ლექსო ბუჯიაშვილი ამბობს, რომ მსაჯის არაკომპეტენტურობის შესახებ საკითხის განხილვას მოითხოვენ: ,,ჩვენ მაგ მსაჯს მაინც არ ვაპატიებთ. ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ მას არ დასჯიან," - აცხადებს ლექსო ბუჯიაშვილი.



ფოტო: ტურნირის ბომბარდირს, მეჯვრისხევის გუნდის წევრს ნუგზარ ნაზარაშვილს ჯილდოს გორის საკრებულოს თავმჯდომარე გადასცემს

1-ელ და მე-2 ადგილებზე გასულმა გუნდებმა სპეციალურად დაწესებულ ფულად ჯილდოსთან ერთად კომპანიებისგან საჩუქრებიც დაიმსახურეს. განსაკუთრებით, გულუხვი აღმოჩნდნენ მეჯვრისხეველების მიმართ.

გამაგრილებელი სასმელების კომპანიამ ორივე გუნდს თურქეთში ,,აიდას" კურორტზე დასასვენებელი საგზურები გადასცა. ,,ევრორეგიონული უნივერსიტეტის" ადმინისტრაციამ მეჯვრისხეველებს 500 ლარი აჩუქა. იმავე მეჯვრისხეველებს გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ 1000 ლარი გადასცა. მეჯვრისხევის მეფრინველეობის ფაბრიკის წარმომადგენელმა კი, -  თანასოფლელ გუნდს 300 ლარი მისცა.



ფოტო: ფინალის საუკეთესო მოთამაშე ვახტანგ ხუციშვილი, კომბინატის გუნდის მოთამაშე

კომბინატის გუნდს ერთ-ერთმა მოქალაქემ 200 ლარი ჯილდოს სახით გადასცა. რესტორანმა ,,ჟოზეფმა" კომბინატელ მეკარეს 100 ლარი აჩუქა.

რაც შეეხება ნომინაციებს, საუკეთესო ფეხბურთელის და ბომბარდირის წოდება მეჯვრისხევის გუნდის ფეხბურთელს ნუგზარ ნაზარაშვილს მიანიჭეს. ,,კაფე 22-მა" მას 100-ლარიანი ვაუჩერი გადასცა. ფინალურ ტურში საუკეთესო ფეხბურთელად ,,კომბინატელი" ვახტანგ ხუციშვილი დასახელდა. საუკეთესო მეკარედ ასევე ,,კომბინატელი" ფეხბურთელი გამოაცხადეს.



ფოტო: ტურნირის საუკეთესო მეკარეს ჯილდოს გორის ,,დილას" ხელმძღვანელი გადასცემს

შეგახსენებთ, 2018 წლის 2 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით, ,,გორი 2018"-ის თასის მოსაპოვებლად 20-მდე გუნდი იბრძოდა, მათ შორის, როგორც ქალაქში, ასევე, სოფლებში დაკომპლექტებული გუნდები.

,,ეს თასი საბოლოოდ დარჩება იმ გუნდს, რომელიც მომავალ ჩემპიონატებზე სამჯერ მოიპოვებს მას. აღნიშნული ტურნირი წელს იწყება და ტრადიციულ სახეს მიიღებს," - აღნიშნავს გორის მერიის სპორტის ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენელი ვასილ ბალახაძე.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.