ახალი ამბები
მეგი ბიბილური: ,,დღეს გავიაზრე რომ 10 წელია ჩემს სახლში არ გამითენებია ღამე"
მეათე წელია 8 აგვისტოს ღამეს ვერ ვიძინებ... გული მაქვს გაგლეჯილი... დამძიმებული სულით ვფიქრობ, რამდენი რამ წაგვართვა ამ ომმა და როგორ დაგვიმახინჯა მომავალი ... დღეს გავიაზრე რომ 10 წელია ჩემს სახლში არ გამითენებია ღამე...

10 წელია ომის შედეგებით ვცხოვრობ და ჩემი ყველა ნაბიჯი, იმედი, საქმე, გადაწყვეტილება ამ ომს უკავშირდება... მშვიდობაზე ზრუნვა, ნდობის აღდგენაზე მუშაობა, ომის შედეგად დაზარალებულებზე ფიქრი... ცვლილებების იმედი... საინფორმაციო ომი...

წიგნი "ომის სხვა სახე", ბლოგი, გაზეთი "ქართლოსი", "რადიო ქართლოსის ხმა" სოციალური კამპანია "მე მახსოვს ჩემი სოფელი", ყოველწლიური სამშვიდობო და საპროტესტო აქციები, ექიმების დიალოგი, დევნილთა უფლებები, ომის შედეგად დაზარალებული ქალები, ახალგაზრდებთან მუშაობა, მედიაცია, სამშვიდობო პლათფორმები, საჯარო გამოსვლები, დეკლარაციები, ოკუპაციის მუზეუმები და კიდევ ძალიან ბევრი რამ, რომელიც ომისგან გამოწვეული უსამართლობის განცდის და შინაგანი პროტესტის ამოძახილია დღეს უკვე ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებად იქცა...

ისეთი განცდა მაქვს, 10 წელია ჩაკეტილ წრეზე დავდივარ და რაც უფრო ვცდილობ დავივიწყო, მით უფრო მეტად ამოტივტივდება ხოლმე ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე ომის ნაფლეთები, რომლებიც შიგნით ჩვენში არის დალექილი და სუროსავით მოდებულია მთელ სულში... რომელსაც ომისტრამვა ჰქვია და ძალიან ხშირად არვაღიარებთ ...

იცით, გადავიღალე ... ძალიან მინდა გავთავისუფლდე და აღარ მახსოვდეს წყეული აგვისტო... მინდა ბედნიერი ვიყო აგვისტოს ომისა და ტკივილის გარეშე ... მინდა აგვისტოს წითელი ყაყაჩოების მაგივრად ლამაზი ფერადი ყვავილებით და პეპლებით ვეგებებოდე...

მეგი ბიბილური
- 2008 წელს კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის დამფუძნებელი; ქართულ - ოსური ფორუმის დამფუძნებელი; 2012 წელს საქართველოს მედიაციის ცენტრის დამფუძნებელი.  წიგნის „ომის სხვა სახე“ ავტორი;

გაზეთის „ქართლოსი“ დამფუძნებელი და რადიოს „ქართლოსის ხმა“ რედაქტორი;  2013 წლიდან კოალიციის ქალთა პოლიტიკური ჩართულობისთვის კოორდინატორი.

დამთავრებული აქვს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, შემდგომ სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტში კონფლიქტოლოგიის მიმართულებით.

ამჟამად გახლავთ პოზნანის ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის დოქტორანტი და დავების ალტერნატიული მოგვარების საერთაშორისო ცენტრის წევრი. მუშაობს კვლევაზე კონფლიქტის მოგვარების ალტერნატიულ მეთოდებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

ამას გარდა არის სხვადასხვა პროექტის, სტატიის, კვლევის, ტრენინგის სახელმძღვანელოს ავტორი. კატო მიქელაძის პრემიის ნომინანტი; პრემიის ”ახალგაზრდა ქალები-მშვიდობის მშენებლები კავკასიაში”ლაურეატი.
Print E-mail
FaceBook Twitter Google

სტატიის გამოყენების პირობები

ვიდეორეპორტაჟი
შავშვების საჯარო სკოლაში ,,აბიტურის საათები“ დაინიშნა
,,მეთორმეტე კლასის საათობრივ ბადეში გათვალისწინებულია ე.წ. „აბიტურის საათები“ იმ საგნებისთვის, რომელშიც ბარდება
გორის დემოკრატიის სკოლაში დამოუკიდებლობის 100-წლიანი პერიოდი მიმოიხილეს
საჯარო ლექცია გორის დემოკრატიის სკოლაში ორგანიზაციის, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული
რატომ ითამაშეს დევნილმა ბავშვებმა ფეხბურთი მსაჯის გარეშე
,,გუნდის წევრებს ავუხსენით, რომ მათ ფეხბურთი უნდა ითამაშონ მსაჯის გარეშე. თამაშის წესებზე თავადვე შეთანხმდნენ. მატჩის შემდეგ კი
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ფარიზეტა თოთროევი - ერთადერთი მცხოვრები ბანში 1000 ლარით დააჯარიმეს
ერთ დროს ცხენით დადიოდა ხეობის სოფლებში. ჰყავდა ,,ვილისიც“. თიბავდა 9-ნომრიან ცელით.  სახელმწიფომ 1000 ლარით დააჯარიმა
შიდა ქართლში გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერთა რაოდენობას უცნობი პირები აკვირდებიან
საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შეხვედრებს, შიდა ქართლის სოფლებში, უცნობი პირები აკვირდებიან. ისინი ფოტოებს იღებენ
ტურიზმით შეცვლილი სოფელი უფლისციხესთან (ვიდეო)
უფლისციხის შესახებ, სარეკლამო რგოლები თითქმის ყველა ენაზეა გავრცელებული. ამან კი, ასახვა ჰპოვა ჩამომსვლელთა რაოდენობაზე.
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
გლოვა მეტეხში - გარდაცვლილი მშობიარე გოგოს მამა ტრაგიკულ ღამეს იხსენებს
,,ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ამის გამო პასუხი აგონ, სხვების გადასარჩენად მაინც.“ - აცხადებს გარდაცვლილის მამა.
ამავე კატეგორიაში
შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორის განცხადებით,
დანაშაულებრივი ქმედება განხორციელდა ყოფილი მეუღლის დასაშინებლად,
მამაკაცი დაემუქრა

შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორის განცხადებით, დანაშაულებრივი ქმედება განხორციელდა ყოფილი მეუღლის დასაშინებლად, მამაკაცი დაემუქრა

21:03 / 23.10.2018
,,ინციდენტისას, ნაგვის ურნის თავზე ჩამომხობით მან არა ფიზიკური,
არამედ ფსიქიკური ტკივილი განიცადა და მიიღო სულიერი ტრამვა

,,ინციდენტისას, ნაგვის ურნის თავზე ჩამომხობით მან არა ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ტკივილი განიცადა და მიიღო სულიერი ტრამვა"

18:27 / 23.10.2018
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით,
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე, გამყოფ ხაზთან განთავსებული
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე, გამყოფ ხაზთან განთავსებული
18:06 / 23.10.2018
,,მეთორმეტე კლასის საათობრივ ბადეში გათვალისწინებულია ე.წ.
„აბიტურის საათები“ იმ საგნებისთვის, რომელშიც ბარდება
,,მეთორმეტე კლასის საათობრივ ბადეში გათვალისწინებულია ე.წ. „აბიტურის საათები“ იმ საგნებისთვის, რომელშიც ბარდება
16:39 / 23.10.2018
გიგა მაქარაშვილს, ერთი კვირის წინ, გორის მერიის ადმინისტრაციის
უფროსმა თემურ მანველაშვილმა ნაგვით სავსე ვედრო თავზე ჩამოამხო.

გიგა მაქარაშვილს, ერთი კვირის წინ, გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თემურ მანველაშვილმა ნაგვით სავსე ვედრო თავზე ჩამოამხო.

15:21 / 23.10.2018
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.