რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
საქართველოს მთავრობამ ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირების უძრავი ქონების აღნუსხვა დაიწყო
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქონების აღნუსხვის პროცესი 2006 წელს დაიწყო. ამ დრომდე, ხელისუფლებას აფხაზეთიდან დევნილი 67 000 ოჯახის ქონება აქვს აღრიცხული.

ამჯერად, ცხინვალის რეგიონის – თიღვის, ერედვის, ქურთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებიდან დევნილი 10 000-მდე ოჯახის საკუთრების აღწერა იგეგმება, რომლებმაც საკუთარი საცხოვრებელი ადგილები რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დატოვეს.

იძულებით გადაადგილებული პირების საკუთრება ძველი დოკუმენტების, მეზობლებთან გასაუბრებისა და სატელიტური ფოტოების მეშვეობით განისაზღვრება. ამის შემდეგ, ყველა მონაცემი გაციფრულდება და მათი სისტემატიზება მოხდება.

9 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბარისას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განმარტა, რომ „იძულებით გადაადგილებულ პირებს აქვთ დაბრუნების განუყოფელი უფლება და ამ უფლების რეალიზების შემდგომ, ეს [ქონების აღრიცხვა] იმის საფუძველი გახდება, რომ მათ საკუთრებაზე უფლება ჰქონდეთ“.

მიგრაციის საკითხებში სახელმწიფო კომისიის 2016 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში სულ 268 419 დევნილია რეგისტრირებული, მათგან 242 443 აფხაზეთიდან, 25 976 კი, ცხინვალის რეგიონიდან.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.