რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« სექტემბერი 2026 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
ორ დღეში გორის ვეტერინალურ კლინიკაში 4 დასახიჩრებული ძაღლი და 1 ნაწამები კნუტი მიიყვანეს
გუშინ, გორის ვეტერინალურ კლინიკა ,,მარკოში" ავტომანქანების დაჯახების შედეგად დასახიჩრებული ოთხი ძაღლი მიიყვანეს. დღეს კი, ერთი კნუტი, რომელსაც ორი კიდური მოჭრილი აქვს.

კლინიკის ხელმძღვანელი ირმა მთიულიშვილი ამბობს, რომ ყველა მათგანი კლინიკაში გამვლელმა მოქალაქეებმა მიიყვანეს. ამათგან, ზოგი უშუალოდ თვითმხილველი აღმოჩნდა ფაქტის.

,,საშინელი მდგომარეობაა ქალაქში. ამდენი რაოდენობის დასახიჩრებული ცხოველი ერთ დღეში სწორედ ამის მანიშნებელია.  მიზეზი ერთის მხრივ შეიძლება იყოს მანქანების დიდი რაოდენობა. ასევე, სადისტი მძღოლების დამოკიდებულებაც. შეიძლება ეკლესიასთან ისეთი სიჩქარით მიდიოდე, რომ ძაღლი გაიტანო? იქ ე.წ. ბუგაროვკებია." - ამბობს ირმა მთიულიშვილი.

მისი განმარტებით, მოქალაქეების გააქტიურების ტენდეცია სახეზეა. ,,როგორც ჩანს, ასეთ ფაქტს გულგრილად არავინ ტოვებს. სწორედ, გამვლელების წყალობით, მოიყვანეს კლინიკაში ცხოველები. რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით მძღოლებზე. ეჯახებიან და ტოვებენ." - განმარტავს ირმა მთიულიშვილი.

მიუსაფარი ცხოველების პოპულაცია ქალაქში კვლავაც შესამჩნევია. რამდენიმე ქუჩაზე განსაკუთრებით მდედრი ცხოველები კვლავაც გასასტერილებელია. მთიულიშვილი ამბობს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავაც ადგილი ექნება ასეთ შემთხვევებს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ახალი სასწავლო წლისთვის გორის 3, ხაშურის 3 და ქარელის 2 სკოლაში
მოსწავლეთა რეგისტრაცია არ დაფიქსირებულა. რესურსცენტრების
ხელმძღვანელები ვითარებას დემოგრაფიული და პანდემიური პერიოდით
განმარტავენ.
ახალი სასწავლო წლისთვის გორის 3, ხაშურის 3 და ქარელის 2 სკოლაში მოსწავლეთა რეგისტრაცია არ დაფიქსირებულა. რესურსცენტრების ხელმძღვანელები ვითარებას დემოგრაფიული და პანდემიური პერიოდით განმარტავენ.
14:00 / 15.09.2026
საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. გორში 1197
პირველკლასელი დარეგისტრირდა, ხაშურში – 455, ხოლო ქარელში – 430.
საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. გორში 1197 პირველკლასელი დარეგისტრირდა, ხაშურში – 455, ხოლო ქარელში – 430.
10:00 / 15.09.2026
ქარელში სამრევლო სკოლის გახსნაზე მიტროპოლიტმა იობმა შემომწირველებს,
მათ შორის განსაკუთრებით მამუკა ხაზარაძეს, გაწეული წვლილისთვის
მადლობა გადაუხადა.
ქარელში სამრევლო სკოლის გახსნაზე მიტროპოლიტმა იობმა შემომწირველებს, მათ შორის განსაკუთრებით მამუკა ხაზარაძეს, გაწეული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
18:48 / 14.09.2026
ლიახვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ავარიას მსხვერპლი არ
მოჰყოლია. წინასწარი ვერსიით, შეჯახების მიზეზი გზაზე გადამსვლელი
ქვეითი გახდა.
ლიახვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. წინასწარი ვერსიით, შეჯახების მიზეზი გზაზე გადამსვლელი ქვეითი გახდა.
18:00 / 14.09.2026
კასპის მერი ვახტანგ მაისურაძე და დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი ქალაქ
ჰინოს ესტუმრნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, მხარეებმა ვაჭრობის
ფილოსოფიასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
კასპის მერი ვახტანგ მაისურაძე და დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი ქალაქ ჰინოს ესტუმრნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, მხარეებმა ვაჭრობის ფილოსოფიასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
17:21 / 14.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.