რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
8 თვეში საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 99 პირი დააკავეს
.შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 იანვრიდან დღემდე, საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 99 პირი დააკავა. აღნიშნული პირები ქვეყანაში დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების
შემოტანას ცდილობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ თბილისის საერთაშორისო  აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია უკრაინის მოქალაქე, 1989 წელს  დაბადებული ი.ი., რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული და  ფსიქოტროპული ნივთიერებები: კოკაინი, კეტამინი და ამფეტამინი. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აჭარაში განსაკუთრებით დიდი  ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო  მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული პირი  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო  შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ დაკავებულისგან 91 აბი  „სუბოქსინი“ და 5 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“ ამოიღო. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, ნარკოდანაშაულისათვის დაკავებულია ირანის 2 მოქალაქე. ორივე  მათგანისგან ამოღებულია 8 შეკვრა სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის, 700 გრამამდე „ჰეროინი“.

გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლების მიერ,  ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დაკავებულია 2  პირი. მათი პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით სინთეტიკური ნარკოტიკი: 25 აბი „ექსტაზი“, ასევე, „ამფეტამინი“, „მდმა“ და „LSD“.

ფონიჭალაში ნარკოტიკის გასაღების ფაქტზე დაკავებულია 1 პირი. პოლიციამ დაკავებულისგან საკონტროლოდ შეისყიდა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

სამართალდამცველებმა, ორთვიანი ოპერატიული მუშაობის შედეგად, 1992 წელს  დაბადებული პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. დანაშაული 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე ისტორიული სხვილოს ციხე ადგილობრივმა
მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით გაანათა.
კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე ისტორიული სხვილოს ციხე ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით გაანათა.
13:00 / 01.10.2026
ტანას ხეობაში, გორის მერიის დაფინანსებით, სახალხო დღესასწაული
„ტანა-თეძმობა“ გაიმართება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 60 000 ლარია
გამოყოფილი.
ტანას ხეობაში, გორის მერიის დაფინანსებით, სახალხო დღესასწაული „ტანა-თეძმობა“ გაიმართება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 60 000 ლარია გამოყოფილი.
12:07 / 01.10.2026
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამ
რეგიონში ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე მოქმედი ვალუტის
გადამცვლელი პუნქტები გამოავლინა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამ რეგიონში ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე მოქმედი ვალუტის გადამცვლელი პუნქტები გამოავლინა.
11:05 / 01.10.2026
გორში, სტალინის გამზირზე მდებარე მე-9 საჯარო სკოლის მიმდებარედ,
პარკირების სამსახურის თანამშრომლებმა ავტომობილების დაჯარიმება
დაიწყეს.
გორში, სტალინის გამზირზე მდებარე მე-9 საჯარო სკოლის მიმდებარედ, პარკირების სამსახურის თანამშრომლებმა ავტომობილების დაჯარიმება დაიწყეს.
10:00 / 01.10.2026
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრაშიანში ადგილობრივები ნაგვის
ურნების არარსებობასა და მერიის მხრიდან პრობლემის იგნორირებაზე
საუბრობენ.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრაშიანში ადგილობრივები ნაგვის ურნების არარსებობასა და მერიის მხრიდან პრობლემის იგნორირებაზე საუბრობენ.
14:21 / 30.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.