რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორის მერმა პარლამენტარის კომპანიას ხურვალეთში ასფალტის ფენის სისქე 2-ჯერ შეამცირებინა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, ასფალტის ფენის სისქე ორჯერ შეამცირეს. ნაცვლად 10 სმ-ი სისქისა, ამჟამად, 5 სმ სისქის ასფალტია.

ფენების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა მიიღო. სამუშაოებს მაჟორიტარი პარლამენტარის კომპანია ,,იბოლია" ასრულებს.

მის მიერ შედგენილ წერილში წერია, რომ მიზანშეწონილად მიიჩნია, ორფენიანი(6სმX4სმ) საფარის ნაცვლად, ერთფენიანი საფარის (5 სმ) მოწყობა. გორის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში ამბობენ, რომ ფენების შეცვლით, არაფერი შეიცვალა.

,,გადაწყვეტილება მივიღეთ სამშენებლო კომპანიასა და ზედამხედველ ორგანიზაცია ,,ოპტიმალგრუპთან" კონსულტაციის შემდეგ. საფარის შეცვლით, მივიღეთ ეკონომია. დარჩენილი თანხით სასაფლაოსთან მისასვლელი გზა დავაგეთ" - გვითხრეს მერიაში.

პრეს-სამსახურის ცნობით, მიღებული ეკონომიით, ასფალტი დაიგო დამატებით 200 მ სიგრძის გზაზე, ასევე, შიდა გზების შესასვლელებში - საერთო ჯამში ეკონომიით დაიგო ასფალტი 300 მ სიგრძის ოდენობით.

სატენდერო დოკუმენტაციით, კომპანია ,,იბოლიას" 562 000 ლარად ასფალტი უნდა დაეგო 1,3 კმ მანძილზე
.




 

,,ოპტიმალგრუპის" პოზიცია

2017 წლიდან გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით შესრულებულ სამუშაოებს ზედამხედველობას კომპანია ,,ოპტიმალგრუპის" ინჟინრები უწევენ.

კომპანია ,,ომპტიმალგრუპის" წარმომადგენელი ამბობს, რომ ხარისხობრივად, ერთფენიანი საფარი არანაკლებ გამძლეა. მისი განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, ფენების შეცვლის თაობაზე, წინააღმდეგი ვერ წავიდოდნენ, რადგან ხურვალეთის გზაზე მუშაობა ადვილია, ხოლო შედარებით რთული ტექნოლოგიური სამუშაოების წარმოება მშენებლებს არ გაუჭირდებოდათ. მისი განმარტებით, ეს გზა რომ ყოფილიყო მიუვალ ადგილზე, ამ შემთხვევაში, ერთფენიანი საფარის მოსაწყობად ,,რეცირკულაციის" მეთოდის გამოყენება გაჭირდებოდა.

,,საგზაო სამოსის მოწყობის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ერთი ვარიანტით, იყრება ქვა-ღორღი, იტკეპნება და შემდეგ ეწყობა ასფალტის ორი ფენა. მეორე ვარიანტიც არსებობს. კერძოდ, ქვა-ღორღს სპეციალურ დანადგარით ურევენ ბეტონსა და ბიტუმში. ის წარმოდგენილია, როგორც საძირკველი, შემდეგ აწყობენ ასფალტის ერთ ფენას. ამ შემთხვევაში იღებენ ასფალტის ერთ ფენას, მაგრამ საძირკველი უფრო მყარია. ეს მეორე ვარიანტი უფრო მეტად რთული სამუშაოა და შესაბამისად, ხარისხიც მაღალი." - აცხადებს ,,ოპტიმალგრუპის" წარმომადგენელი ალექსანდრე ველიჯანაშვილი.

ჩვენს კითხვაზე, მცირდება თუ იზრდება ხარჯები ერთფენიანი საფარის მოწყობის შემთხვევაში, ალექსანდრე ველიჯანაშვილი განმარტავს, რომ ცვლილება არ უნდა იყოს დიდი. გორის მერიაში კი, ამბობენ, რომ ფული დარჩათ. ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, ალექსანდრე ველიჯანაშვილმა განმარტა, რომ სავარაუდოდ კომპანიამ ისეთი ტექნოლოგია გამოიყენა, რომლითაც ეკონომია მიიღეს.

ჩვენს კითხვაზე, თუკი შედარებით ნაკლები თანხა ჯდებოდა ხურვალეთის გზის დაგება ერთ ფენის შემთხვევაში, ხოლო ხარისხი არ იცვლება, რატომ არ გამოაცხადა მერიამ ერთფენიანი საფარის მოწყობაზე ტენდერი? ველიჯანაშვილი გვპასუხობს, რომ პროექტის ავტორზე იყო დამოკიდებული ასფალტის მოწყობის მეთოდი.

,,საპროექტო ორგანიზაციამ რაც წარმოადგინა, მერიამ იმ პროექტის მიხედვით, გამოაცხადა ტენდერი" - აღნიშნავს ალექსანდრე ველიჯანაშვილი
.

პ.ს. მერიის მიერ გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ სოფელ ხურვალეთში ასფალტს დატკეპნილ ქვა-ღორღზე აგებენ. ხოლო წერილში გორის მერი წერს, რომ ერთფენიან საფარს მოაწყობენ სტაბილიზირებულ საფუძველზე.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.