ახალი ამბები
ევროკავშირი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სათანადო გამოძიების ჩატარებას მოითხოვს
ევროპის საბჭოში ევროკავშირის დელეგაცია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის 10 წლისთავთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებას ხელს აწერენ ალბანეთი, ბოსნია ჰერცოგოვინა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნორვეგია, მაკედონია, სან მარინო, უკრაინა და საქართველო.

ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის, სამხედრო სწავლებების და ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო.

განცხადების თანახმად, რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მიუთითებს, რომ რუსეთი პატივს არ სცემს მეზობლების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.

ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული შეთანხმებისა და 2008 წლის 8 სექტემბრის ზომების სრულად შესრულებისკენ. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნულ რეგიონებში წვდომით უზრუნველყოს.

ევროკავშირი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებით. ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაში საუბარია არჩილ ტატუნაშვილსა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზეც.

„ევროკავშირი მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების საქმეზე სათანადო გამოძიების ჩატარებას და მართლმსაჯულების აღდგენას 2016 წლის მაისში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე. დაუსჯელობა ღრმა შეშფოთებას იწვევს“, – ნათქვამის განცხადებაში.

ევროკავშირი ასევე შეშფოთებულია ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაძლიერებით და სხვა უამრავი დარღვევით, მათ შორის იმ დარღვევებით, რაც უკავშირდება გადაადგილების, ცხოვრებისა და საკუთრების ქონის თავისუფლებას, მშობლიურ ენაზე სწავლების შეზღუდვას. ევროკავშირის განცხადებაში საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზეცაა საუბარი, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ შედგენილ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

„10 წლის განმავლობაში საქართველომ გააძლიერა ინსტიტუტები და განახორციელა რეფორმები დემოკრატიული სტაბილურობის გაძლიერების კუთხით. ევროკავშირი მიესალმება შეთავაზების პაკეტს „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც სარგებელს მოუტანს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას. ევროკავშირი წუხს, რომ რუსეთი, სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლები უარს ამბობენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკითხებში ჩაერთონ. ევროკავშირის აცხადებს, რომ ეს საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარი მანდატია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი წუხს, რომ სამდივნოს დელეგაციას და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს არასდროს მისცემია საქართველოს რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შესვლის შესაძლებლობა და ორგანიზაცია მოუწოდებს ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს ამ რეგიონებში ევროპის საბჭოს შესაბამისი ორგანოების დაშვებას.
Print E-mail
FaceBook Twitter Google

სტატიის გამოყენების პირობები

ვიდეორეპორტაჟი
საკორინთლოში ახალი გზის გასწვრივ მიწის გამაგრებას ითხოვენ
,,ეს მიწა დროთა განმავლობაში ჩამოიშლება. ჩაიყრება ამ სანიაღვრე არხში. შემდეგ ეს დაგროვებული წყალი გადავა გზაზე და დაეშვება მეზობლის სახლში.
,,ერთად შევქმნათ და ვიკითხოთ დიდი წიგნი“ - ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის ახალი პროექტი
ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის II-კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი - ,,ერთად შევქმნათ და ვიკითხოთ დიდი წიგნი.“
ნელი თავგაზაშვილი: ,,მავთულხლართების მეორე მხარეს ჩემი მაზლის ოჯახი ცხოვრობს"
მიმდინარე კვირიდან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების, ხურვალეთისა და ძუკაანთკარს შორის არსებულ ტერიტორიაზე ახალი 
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ფარიზეტა თოთროევი - ერთადერთი მცხოვრები ბანში 1000 ლარით დააჯარიმეს
ერთ დროს ცხენით დადიოდა ხეობის სოფლებში. ჰყავდა ,,ვილისიც“. თიბავდა 9-ნომრიან ცელით.  სახელმწიფომ 1000 ლარით დააჯარიმა
შიდა ქართლში გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერთა რაოდენობას უცნობი პირები აკვირდებიან
საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შეხვედრებს, შიდა ქართლის სოფლებში, უცნობი პირები აკვირდებიან. ისინი ფოტოებს იღებენ
ტურიზმით შეცვლილი სოფელი უფლისციხესთან (ვიდეო)
უფლისციხის შესახებ, სარეკლამო რგოლები თითქმის ყველა ენაზეა გავრცელებული. ამან კი, ასახვა ჰპოვა ჩამომსვლელთა რაოდენობაზე.
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
გლოვა მეტეხში - გარდაცვლილი მშობიარე გოგოს მამა ტრაგიკულ ღამეს იხსენებს
,,ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ამის გამო პასუხი აგონ, სხვების გადასარჩენად მაინც.“ - აცხადებს გარდაცვლილის მამა.
ამავე კატეგორიაში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გორში
ახალბაღის პარკში სამძებრო ღონისძიებებს აგრძელებენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გორში ახალბაღის პარკში სამძებრო ღონისძიებებს აგრძელებენ
12:14 / 17.11.2018
,,მაშინაც ახლობელმა გვითხრა, რომ კინოლოგები აქამდე მოვიდნენ. სხვა
ინფორმაციას არ ვფლობ დღევანდელზე
,,მაშინაც ახლობელმა გვითხრა, რომ კინოლოგები აქამდე მოვიდნენ. სხვა ინფორმაციას არ ვფლობ დღევანდელზე" - ამბობს დედა.
23:56 / 16.11.2018
ამ წუთებში გორის დასვენების პარკში პოლიცია სამძებრო ღონისძიებებს
ატარებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის
ამ წუთებში გორის დასვენების პარკში პოლიცია სამძებრო ღონისძიებებს ატარებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის
22:34 / 16.11.2018
შემთხვევა ცოტა ხნის წინ ე.წ. აზნეთის დასახებასთან მოხდა. ბოლო ერთი
კვირაა,
შემთხვევა ცოტა ხნის წინ ე.წ. აზნეთის დასახებასთან მოხდა. ბოლო ერთი კვირაა,
21:50 / 16.11.2018
კვირეულის ფარგლებში მსგავსი სახის შეხვედრები 14 დან 16 ნოემბრის
ჩათვლით, გორის შემდეგ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოეწყობა
კვირეულის ფარგლებში მსგავსი სახის შეხვედრები 14 დან 16 ნოემბრის ჩათვლით, გორის შემდეგ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოეწყობა
15:32 / 16.11.2018
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.