რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
გორში პატიმრის გაქცევის დროს მოკლული პოლიციელის შვილი კომპენსაციას ითხოვს
გორში გარდაცვლილ პოლიციელის შვილს, სახელმწიფო კომპენსაციის მიღებაზე, უარს ეუბნებიან. ამის შესახებ გადაწყვეტილება შს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიიღეს. კომისიის წევრების დასკვნის მიხედვით, განმცხადებლის მოთხოვნა ბუნდოვანია.

საქმე ეხება 1992 წელს მომხდარ ფაქტს. გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან პატიმარი გაიქცა. პოლიციამ მის შესაჩერებლად იარაღი გამოიყენა. გასროლილმა ტყვიამ სერჟანტი იმსხვერპლა. სწორედ ამ სერჟანტის შვილმა, 28 წლის შემდეგ, მიმართა შს სამინისტროს.

მოქალაქეს სურს სამსახურებრივი მოვალეობისას მამის გარდაცვალების ფაქტის აღიარება და კომპენსაციის მიღება. შს სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, მათი მოვალებაა, მხოლოდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, პოლიციელის დაჭრის და გარდაცვალების ფაქტის დადგენა, და არა კომპენსაციის გაცემა.

სასამართლოს სხდომაზე თავად მოქალაქემ განმარტა, რომ იგი ზოგადად ითხოვდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე დახმარებას, თუკი ასეთი მართლაც იყო გათვალისწინებული.

იურიდიული კომისიის წევრების მიერ მიღებული დასკვნა გარდაცვლილი პოლიციელის შვილს ისე ჩააბარეს, რომ კონკრეტული დეტალები არ გაურკვევიათ. გორისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებმა იურიდიული კომისიის დასკვნა გააუქმეს. საქმე ხელახალი განსახილველად შს სამინისტროში უზენაეს სასამართლოს კოლეგიამაც დაუბრუნდა.

შს სამინისტროს იურისტი ამტკიცესა, რომ მათ საფუძვლიანი გადაწყვეტილება მიიღეს.

მოსამართლეების შეფასებით, იურიდიულმა კომისიამ საქმის ფაქტობრივი გარემოებები დეტალურად არ გამოიკვლია.

,,ადმინისტრაციულმა ორგანომ მხოლოდ ცალმხრივად, განმცხადებლისთვის მოთხოვნის დაზუსტებისა და მისი ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის გარეშე მიიჩნია, რომ გარდაცვლილის შვილი მოითხოვდა კომპენსაციის დანიშნვას. მიუხედავად იმისა, რომ განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი ბუნდოვანი იყო, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ავალდებულებდა და ამ მიზნით უფლებამოსილებას ანიჭებდა, გამოეკვლია (დაეზუსტებინა, მოესმინა განმცხადებლისათვის და ა.შ.) განმცხადებლის ნამდვილი მოთხოვნა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კასპის მუნიციპალიტეტმა ორ წელში ა(ა)იპ-ებზე 19.5 მილიონი ლარი
დახარჯა
კასპის მუნიციპალიტეტმა ორ წელში ა(ა)იპ-ებზე 19.5 მილიონი ლარი დახარჯა
20:18 / 12.03.2026
ცნობისათვის, 2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში მომხმარებლისთვის
ცნობისათვის, 2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში მომხმარებლისთვის
18:26 / 12.03.2026
როგორც საკრებულოს აპარატში
როგორც საკრებულოს აპარატში "ქართლის ამბებს" უთხრეს, მერმა საკითხთან
17:23 / 12.03.2026
გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
10:24 / 12.03.2026
უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ქვევრების და კედლის
მოშლა არ

უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ქვევრების და კედლის მოშლა არ

18:51 / 11.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.