რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
სახელის შეცვლის შემთხვევაში 1959 წლამდე დაბადებული მოქალაქეები გადასახადს აღარ იხდიან
1959 წლამდე დაბადებულ მოქალაქეებს, რომლებსაც სახელის შეცვლა სურთ, საფასურის გადახდისგან გათავისუფლდნენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ბოლო რამდენიმე წელია, მაღალი ტემპით ახორციელებს აქტის ჩანაწერების დიგიტალიზაციას.

,,გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, როცა საქართველოს მოქალაქეები მთელი თავიანთი შეგნებული სიცოცხლის განმავლობაში პირადობის დამადასტურებელ და სხვა ნებისმიერ დოკუმენტს ფლობენ ხელნაწერი სამოქალაქო აქტის ჩანაწერისაგან განსხვავებულ სახელზე. მაგალითისთვის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში (დაბადების სააქტო ჩანაწერი) აღნიშნულია სახელი − შერიფი, სკოლის ასაკიდან მოყოლებული კი, იგივე პირი ყველა საბუთს ფლობს სახელზე − შოთა. ამგვარი შეუსაბამობები, ძირითადად, ფიქსირდება 1950-იან წლებსა და უფრო ადრე რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერებში. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ანალოგიური პრობლემის მქონე პირები მოწიფულ ასაკში ან ხანდაზმულნი არიან და მათი სურვილი იმ სახელის შენარჩუნებაა, რომლითაც სკოლასა და უნივერსიტეტში ისწავლეს, რომელზეც ფლობენ როგორც ქორწინების, ისე შვილების დაბადების მოწმობებს, დიპლომებსა თუ შრომის წიგნაკებს. " - აცხადებენ სააგენტოში.

მათ სამართლებრივად ორი არჩევანი აქვთ − ან ყველა საბუთი აიღონ მათ ნამდვილ სახელზე, რომელიც სამოქალაქო აქტის ჩანაწერშია და რომლის შესახებაც მხოლოდ ახლა შეიტყვეს, ან უწევთ სახელის შეცვლა და იმ სახელის ოფიციალურად მიღება, რომელიც მათ მთელი ცხოვრება ატარეს. ეს ბოლო არჩევანი, რომელიც მოქალაქისათვის ყველაზე სასურველია, საკმაოდ ხარჯიანია.

ამიტომაც იუსტიციის მინისტრის მიერ ტერიტორიული სამსახურების მორიგი შემოვლისას მოქალაქეების პრობლემების გაცნობის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მოქალაქეებმა იმ სახელის შენარჩუნება შეძლონ, რომელიც მათი პირადი ცხოვრების ნაწილია, რამდენიმე ათეული წელია. შესაბამისად, მინისტრის ბრძანებით, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც 1959 წლამდე პერიოდში დაიბადნენ და სააქტო ჩანაწერისგან განსხვავებულ სახელს ბოლო 10 წლის განმავლობაში ატარებდნენ, ერთჯერადად გათავისუფლდებიან როგორც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში მითითებული მონაცემების შესაბამისად სახელის შეცვლის საფასურისგან (55 ლარი), ისე აღნიშნული შესწორების დროს საჭირო პირადობის მოწმობის გაცემის საფასურისგან (34 ლარი), რაც, საერთო ჯამში, 90 ლარამდე შეღავათია მოქალაქეებისთვის.

ამ ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება პირებზე, რომელთა მონაცემებში შეუსაბამობა გამოწვეულია მოქალაქის სურვილის საფუძველზე, სახელის შეცვლის გამო. იუსტიციის მინისტრის ბრძანება ძალაში 1-ლი ოქტომბრიდან შევიდა და მოქმედია 2025 წლის 1-ლ ოქტომბრამდე
.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კასპის მუნიციპალიტეტმა ორ წელში ა(ა)იპ-ებზე 19.5 მილიონი ლარი
დახარჯა
კასპის მუნიციპალიტეტმა ორ წელში ა(ა)იპ-ებზე 19.5 მილიონი ლარი დახარჯა
20:18 / 12.03.2026
ცნობისათვის, 2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში მომხმარებლისთვის
ცნობისათვის, 2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში მომხმარებლისთვის
18:26 / 12.03.2026
როგორც საკრებულოს აპარატში
როგორც საკრებულოს აპარატში "ქართლის ამბებს" უთხრეს, მერმა საკითხთან
17:23 / 12.03.2026
გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
10:24 / 12.03.2026
უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ქვევრების და კედლის
მოშლა არ

უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ქვევრების და კედლის მოშლა არ

18:51 / 11.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.