რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
სახალხო დამცველი: ,,მაია ოთინაშვილი ხურვალეთიდან უკვე მე-5 დაკავებული ქალია"
2018 წლის 29 სექტემბერს დილით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საკუთარი ბაღიდან ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით საქართველოს მოქალაქე, სამი არასრულწლოვნის დედა მაია ოთინაშვილი გაიტაცეს. თვითმხილველების მიერ სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაციით, შეიარაღებული, ნიღბიანი პირების მიერ მოქალაქის გატაცება საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან, მავთულხლართიდან დაახლოებით 50 მეტის მანძილზე მოხდა.

დე-ფაქტო რესპუბლიკის მედიით გავრცელებული ინფორმაციით, 2 ოქტომბერს მაია ოთინაშვილს დე ფაქტო სასამართლომ ე.წ. „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ასევე „ბრალად ედება“ თანხის სანაცვლოდ მოქალაქეების „საზღვრის უკანონო გადაკვეთაში“ დახმარება.

აღსანიშნავია, რომ გატაცების ადგილას მაია ოთინაშვილის ოჯახის ახლობლები რეგულარულად შედიან. თუმცა, თავად მაია ოთინაშვილი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად გორში ცხოვრობს, რაც კიდევ უფრო აბსურდულს ხდის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ბრალდებებს. სახალხო დამცველის ინფორმაციით, რამდენიმე დღის განმავლობაში, ოჯახის წევრებს არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია დაკავებულის ზოგადი მდგომარეობის და უსაფრთხოების შესახებ.

სოფელი ხურვალეთი გამყოფი ხაზის სოფლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სოფელია. მავთულხლართების გავლების შედეგად სოფლის 36 ჰა სასოფლო სამეურნეო მიწა, საძოვრები, სასაფლაო და რამდენიმე სახლი ოკუპირებულ ნაწილზე მოექცა, სარწყავი წყალი 2008 წლიდან გადაკეტილი აქვს დე ფაქტო ხელისუფლებას, ადამიანების გატაცებები და დაკავებები თითქმის ჩვეულ მოვლენად იქცა. ადგილობრივთა განცხადებით, რუსი და ოსი ე.წ. „მესაზღვრეები“ ხშირად გადმოდიან მავთულხლართების გავლით საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე. ბოლო გატაცების შემთხვევა 2018 წლის ივნისში მოხდა. აღსანიშნავია, რომ მაია ოთინაშვილი ხურვალეთიდან უკვე მე-5 დაკავებული ქალია, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს კონფლიქტით დაზარალებული ქალების უკიდურესად მძიმე მდგომარეობას.

პრობლემებს კიდევ უფრო ამძიმებს ისიც, რომ საერთაშორისო უფლებადაცვითი და სადამკვირვებლო ორგანიზაციები კონფლიქტურ რეგიონებში ვერ ახერხებენ შეღწევას. 2008 წლის აგვისტოს 6 პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევით, რუსეთის ფედერაცია აბრკოლებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გავრცელებას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაააქტიუროს ძალისხმევა, მათ შორის რუსეთის დარწმუნების გზით, კონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო წარმომადგენლობების დაშვების უზრუნველსაყოფად. ცხინვალში დღეს არ არის არცერთი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი უწყება, ადგილობრივი თუ საერთაშორისო, რომელიც პირადად შეხვდებოდა დაკავებულებს და ინფორმაციას გაუზიარებდა ოჯახის წევრებს.

სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, უმკაცრესად დააყენონ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლისა და თავისუფლების, თავისუფალი გადაადგილების უფლების დარღვევის ფაქტები; ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს - მოლაპარაკების დღის წესრიგში შეიტანონ დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის გაცვლის უფრო ეფექტიანი მექანიზმის შექმნა ან არსებული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მოქმედი ცხელი ხაზის მუშაობის გაფართოება და დახვეწა. ეს შეიძლება მოიცავდეს დაკავებულის პირდაპირ სატელეფონო კავშირს ოჯახთან, კონკრეტული პირებისათვის პატიმართა/დაკავებულთა მდგომარეობის, დაკავების პირობების შემოწმების მანდატის მინიჭებას, და ა.შ. ამის გარდა, უაღრესად მნიშვნელოვანია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს რესეთის ფედერაციისა და დე ფაქტო ხელისუფლებებმა მისცენ შეუფერხებელი და შეუზღუდავი დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე დახურულ დაწესებულებებში
.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
იმ ჟურნალისტების ნაწილი, რომლებიც პარლამენტში არ დაუშვეს,
საქართველოს
იმ ჟურნალისტების ნაწილი, რომლებიც პარლამენტში არ დაუშვეს, საქართველოს
11:31 / 15.04.2024
გორელები სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან.
გორელები სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან.
23:03 / 12.04.2024
"ეს გადაწყვეტილება მე მივიღე დღეს დილით, 10 საათზე. არ დაველოდე არავის მოწოდებას,
22:06 / 12.04.2024
საქართველოში თხილის წარმოება განსაკუთრებით განვითარდა ბოლო 20-25
წლის განმავლობაში.
საქართველოში თხილის წარმოება განსაკუთრებით განვითარდა ბოლო 20-25 წლის განმავლობაში.
19:23 / 11.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.