ახალი ამბები
ხურვალეთში დაკავებული 5 ქალის ამბავი
PLAYER_GET_VIDEOFLASH
სამი ქალი - ზეინაბ ხარხელი, რუსუდან და ლალი ხუროშვილები ის ადამიანები არიან, რომლებიც რუსი სამხედროების დაკავების მსხვერპლნი ყველაზე პირველები გახდნენ. ისინი საკუთარი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს იმყოფებოდნენ. ორდღიანი პატიმრობის და ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ეს ამბავი 2014 წლის 15 აპრილს მოხდა.

მეოთხე დაკავებული ქალი 2017 წლის დეკემბერში ლალი ხაჩირაშვილი აღმოჩნდა. ისიც საკუთარ სახლის ნაკვეთში იმყოფებოდა. ხაჩირაშვილის თქმით, სამხედროები ბალახებში იყვნენ დამალულები. ,,მეგონა, რომ ვინე იყო ცუდად. ახლოს მივედი და მოულოდნელად წამოხტა. დაკავებული ხარო. ეს ე.წ. მესაზღვრე აღმოჩნდა" - განაცხადა ლალი ხაჩირაშვილმა გათავისუფლების შემდეგ.

შებინდებისას სოფლის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლები პატრულირებენ. ანთებული ფარებით, მწვანე ბანერთან სასაზღვრო ძალების მანქანაც იდგა. ყოველ საღამოს ხურვალეთელები ამ მდგომარეობაში არიან.

,,იმდენად ახლოს არიან, რომ მათი საუბრის ხმაც გვესმის. იმათ კი, - ჩვენი.“ - ამბობს სპარტაკ ფიცხელაური, რომელიც ერთი კვირის წინ მომხდარ ამბავს, ლალი ხაჩირაშვილის გატაცების ფაქტს იხსენებს
.



,
,10 მეტრიც არ იყო დაშორებული თავის სახლთან, ისე მოჰკიდეს ხელი და წაიყვანეს. საკუთარი თვალით ხედავთ, რა სიტუაციაში ვართ. ძალიან ახლოს არიან ჩვენთან.“ - აცხადებს სპარტაკ ფიცხელაური.

სოფელ ხურვალეთთან წინაგარა-ორჭოსანის მიმართულებით (დე-ფაქტო რესპუბლიკის დაქვემდებარებული სოფლები) მიმავალი გზა გადის. ამ გზაზე საგუშაგოა, სადაც გამვლელ მანქანებს ამოწმებენ. ეს ყველაფერი კარგად ჩანს გამყოფ ხაზთან მდებარე ზედა ხურვალეთიდან.

,,ჩემი მზარეული იყო, რომელიც ერთი კვირის წინ, რუსებმა დააკავეს,“ - იხსენებს ლუდმილა სალია, მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელი. ,,წარმოიდგინეთ რა მდგომარეობა იქნებოდა. წავედი, მივედი რუსებთან ახლოს და ვუყვიროდი რუსულად, ,,რებიატა, რებიატა“. სხვათა შორის, გამომეხმაურნენ. ვუთხარი, რომ ვიყავი თავშესაფრის ხელმძღვანელი და მზარეული იყო დაკარგული. ვკითხე, თქვენ ხომ არ წაიყვანეთ-მეთქი. თავიდან უარყვეს. სამჯერ უარყო, მერე უკვე დადასტურდა დაკავების ფაქტი,“ - ყვება ლუდმილა სალია.

2018 წლის 29 სექტემბერს კი, რუსი სამხედროები მაია ოთინაშვილს ჩაუსაფრდნენ. ის უკვე რიგით მეხუთე დაკავებული ქალია ამ სოფლიდან. არასრულწლოვანი შვილების დედა გორში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. სოფელში მხოლოდ არასამუშაო დღეებში ჩადიოდა.

გამყოფ ხაზთან დაკავებები სახალხო დამცველისთვის ადამიანის გატაცებებს ნიშნავს და ამბობს, რომ ადგილი აქვს საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

მავთულხლართები სახლებს შორის

ციური ხუროშვილს, ძუკაანთკარელმა ახლობელმა ლუბა დუდაევამ ოსური ლუდი მიაწოდა. მათ სახლებს შორის, მავთულხლართებია, თუმცა, რკინის ღობეებს ხელი არ შეუშლია. ბოთლი, მავთულხლართების ზემოდან, 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე ნაკვეთში გადმოაგდო.

ამ დღეს ოსები მთავარანგელოზობას, ,,ვასთირჯის" აღნიშნავენ. ციური ხუროშვილს ძუკაანთკარელებისთვის დახმარება არაერთხელ გაუწევია: ,,ტელეფონით მატყობინებენ ხოლმე, რომ აფთიაქში წამლები ჭირდებათ. ცელოფნის პარკში ჩადებენ რეცეპტს, ხანაც ფულს და ჩემ ბაღში აგდებენ. მეც ვყიდულობ წამლებს და ისევ ცელფონის პარკით ვისვრი იმათ ბაღში" - ამბობს ციური ხუროშვილი.

,,ადრე ჩემი შვილი რუსმა სამხედროებმა დაიჭირეს. ჯარიმა იყო გადასახდელი ვითომ საზღვრის დარღვევის გამო. მთელმა სოფელმა ააგროვა თანხა. იქაც გადაიხადეს და აქაც გამომიგზავნეს ფული. ბევრის მეჯვარეა იქით" - ამბობს ციური ხუროშვილი.

მავთულხლართებთან ახლოს ცხოვრობს ქეთევან ფიცხელაურიც. მას გუცაევების ბაღიდან ტრაქტორის ხმა შემოესმა. ნაკვეთში ასაკიანი კაცი მიწას ტრაქტორით ამუშავებდა. ,,ეს კაცი ცნობილი ფეხბურთელის, ვოვა გუცაევის ბიძაშვილია, გურამ გუცაევი. აქ ცხოვრობენ ის ქართველი ოჯახებიც, რომლებიც პენსიას ჩვენს ბანკში იღებენ. ხშირად, ახერხებენ გადმოპარვას და პენსიის აღებას" - ამბობს ქეთევან ფიცხელაური
.

Print E-mail
FaceBook Twitter Google

სტატიის გამოყენების პირობები

ვიდეორეპორტაჟი
გორში ახალგაზრდა პოეტებმა და მომღერლებმა პოეზიის საღამო გამართეს
პროექტი ორგანიზაცია ,,ქართლოსის" ინიციატივით ხორციელდება. მოხალისეებმა მანამდე გორის ქუჩებში არაორდინალური აქცია
არჩევნების წინ გახსნილი ხილის ქარხანა საღოლაშენში დაკეტილია
,,სტანოკია გაფუჭებული, იმას გაკეთება არ უნდა? ეხლა რომ მოხვედით, უფროსი არ არის. როცა ხელმძღვანელი მოვა, მაშინ მოდით"
გორში წმ. გრიგოლ ფერაძის ხსენების დღე აღნიშნეს
,,მე შევხვდი უამრავ ადამიანს, შევხვდი ხელისუფლების წარმომადგენლებს. პოლონეთში დაბრუნების შემდეგ აუცილებლად გავაგრძელებ
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ფარიზეტა თოთროევი - ერთადერთი მცხოვრები ბანში 1000 ლარით დააჯარიმეს
ერთ დროს ცხენით დადიოდა ხეობის სოფლებში. ჰყავდა ,,ვილისიც“. თიბავდა 9-ნომრიან ცელით.  სახელმწიფომ 1000 ლარით დააჯარიმა
შიდა ქართლში გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერთა რაოდენობას უცნობი პირები აკვირდებიან
საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შეხვედრებს, შიდა ქართლის სოფლებში, უცნობი პირები აკვირდებიან. ისინი ფოტოებს იღებენ
ტურიზმით შეცვლილი სოფელი უფლისციხესთან (ვიდეო)
უფლისციხის შესახებ, სარეკლამო რგოლები თითქმის ყველა ენაზეა გავრცელებული. ამან კი, ასახვა ჰპოვა ჩამომსვლელთა რაოდენობაზე.
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
გლოვა მეტეხში - გარდაცვლილი მშობიარე გოგოს მამა ტრაგიკულ ღამეს იხსენებს
,,ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ამის გამო პასუხი აგონ, სხვების გადასარჩენად მაინც.“ - აცხადებს გარდაცვლილის მამა.
ამავე კატეგორიაში
8-9 დეკემბერს, ვლადიკავკაზში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი
თავისუფალ ჭიდაობაში. ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქში
8-9 დეკემბერს, ვლადიკავკაზში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში. ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქში
23:07 / 09.12.2018
გენო პეტრიაშვილმა ვლადიკავკაზში ირანელი ტაგი სადესადე დაამარცხა.
საერთაშორისო ტურნირზე ,,ალანები
გენო პეტრიაშვილმა ვლადიკავკაზში ირანელი ტაგი სადესადე დაამარცხა. საერთაშორისო ტურნირზე ,,ალანები"
22:07 / 09.12.2018
74 კგ წონით კატეგორიაში ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე 4:1
დამარცხდა.

74 კგ წონით კატეგორიაში ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე 4:1 დამარცხდა.

20:19 / 09.12.2018
ვლადიკავკაზში ბექა ლომთაძე რუს მოჭიდავესთან რამაზან ფერზალიევთან
ფინალში დამარცხდა.
ვლადიკავკაზში ბექა ლომთაძე რუს მოჭიდავესთან რამაზან ფერზალიევთან ფინალში დამარცხდა.
19:17 / 09.12.2018
ერთმანეთს ,,პრადოსა
ერთმანეთს ,,პრადოსა" და ,,09" მარკის ავტომანქანები შეეჯახა. საჯარიმო სადგომზე არც ერთი მძღოლის სატრანსპორტო საშუალება
18:11 / 09.12.2018
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.