რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
შიდა ქართლში ,,სამართლიანი არჩევნებმა“ წინასაარჩევნოდ რამდენიმე დარღვევა გამოავლინა
,,სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, საქართველოს მასშტაბით, საანგარიშო პერიოდში (9-30 სექტემბერი) გამოვლინდა: პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირების 1; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1; აგიტაციის წესების დარღვევის 12; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 9; კამპანიისთვის ხელის შეშლის 8;. სააგიტაციო მასალების დაზიანების 14 ფაქტი. დაფიქსირდა პოლიტიკური პარტიის კანონსაწინააღმდეგო ინიციატივა საარჩევნოდ ტოტალიზატორის მოწყობასთან დაკავშირებით.
საანგარიშო პერიოდში, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკოს 17 საჩივრით მიმართა, რომელთაგან 12 შემთხვევაში გასაჩივრებულია საჯარო მოხელეების მიერ უკანონო აგიტაცია როგორც სოციალური ქსელებით, ასევე აქტიური ქმედებებით; 3 საჩივარი უკავშირდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას; 1 საჩივარი უკავშირდება რელიგიური ორგანიზაციის მონაწილეობას კამპანიაში და 1 შემთხვევაში გასაჩივრებულია პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მიერ ტოტალიზატორის მოწყობის ინიციატივა. „

 


გორი

გორი გორის #32-ე ოლქში შემავალ საარჩევნო უბნებზე სხდომებზე დასწრების და სავარაუდოდ მუშაობის პრობლემა აქვთ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დანიშნულ წევრებს. აღნიშნული ინფორმაცია „სამართლიან არჩევნებს“ ოლქის თავმჯდომარემ მალხაზ მირუაშვლმა მიაწოდა. პრობლემა შექმნა იმ გარემოებამ, რომ პარტიას უბანზე დასანიშნი წევრების სია აერია და წევრები მათთვის სასურველი უბნების ნაცვლად სხვა უბნებზე წარადგინა. შესაბამისად, კომისიის წევრებს უკვირთ რატომ უნდა მივიდნენ სხდომაზე იმ სოფელში თუ უბანზე სადაც მუშაობის სურვილი მათ არ გამოუთქვამთ.

ქარელი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე 13 სექტემბერს ქარელში იმყოფებოდა. გრიგოლ ვაშაძე ამომრჩეველს ქალაქის ცენტრში მდებარე სკვერში უნდა შეხვედროდა თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკა ისე განათავსეს, რომ სკვერში შესასვლელი გზა ჩაიკეტა. ენმ-ს წევრები აცხადებენ, რომ მათ წინასწარ, წერილობით მიმართეს მუნიციპალიტეტს და ითხოვეს ნებართვა აღნიშნულ ტერიტორიაზე შეხვედრის ჩასატარებლად, თუმცა ქარელის მერიაში მათ განუცხადეს რომ ქალაქში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს და სპეციალური ტექნიკა ამ ტერიტორიაზეა გაჩერებული, რომლის გაყვანასაც ვერ მოახერხებენ. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი იძულებული გახდა შეხვედრა სხვა ადგილას ჩაეტარებინა. გრიგოლ ვაშაძე ამ ფაქტს საარჩევნო კამპანიის ჩაშლის მცდელობად აფასებს. მერის პირველი მოადგილე ნუგზარ დაბრუნდაშვილი „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონს იშველიებს და აცხადებს რომ გაფრთხილების წერილი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში შეტანილი უნდა იქნეს მის ჩატარებამდე არა უგვიანეს 5 დღისა. ენმ-ის წევრებმა კი ამის შესახებ მათ მხოლოდ ერთი დღით ადრე აცნობეს რის გამოც ტექნიკის გაყვანა ვერ მოასწრეს.

ხაშური

ხაშურში, რამდენიმე ადგილას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სააგიტაციო პლაკატები დაზიანებული და ჩამოხეულია, თუმცა ენმ-ს ხაშურის ორგანიზაციას ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიისთვის აღნიშნულ ფაქტზე არ მიუმართავს. მსგავსი შემთხვევა „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორმა დააფიქსირა „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებითაც. ბაქრაძის სააგიტაციო მასალა ჩამოხეულია, თუმცა პარტიას სამართალდარღვევის ფაქტზე საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავს.

მონიტორინგის პროცესში, ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს როგორც ადმინისტრაციული დაწესებულებებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, ასევე, უშუალოდ, საარჩევნო სუბიექტებისგან, მედია-საშუალებებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და მოქალაქეებისგან მიღებული ინფორმაცია. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მოპოვებული თითოეული ფაქტი მოწმდება უშუალო თვითმხილველებთან და შემთხვევის მონაწილე მხარეებთან. „სამართლიანი არჩევნები“ პერიოდულად ახდენს საზოგადოების ინფორმირებას წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევებისა და დაფიქსირებული ტენდენციების შესახებ განცხადებებისა და ანგარიშების მეშვეობით. „სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებას ახორციელებს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) მხარდაჭერით.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.