რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორის მერის გადადგომის მოთხოვნით მერიის წინ აქცია გაიმართება
საპროტესტო აქციაზე, რომლის გამართვა გორის მერიის წინ დღეს იგეგმება, კოტე თავზარაშვილის გადადგომას მოითხოვენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს აქციის ორგანიზატორებმა აცნობეს.

საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ კარალეთის დევნილთა დასახლებაში მერის მიერ გაკეთებული განცხადება მიუღებელია.

შეგახსენებთ, 2 დღის წინ, გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა და განცხადება დევნილებთან შეხვედრაზე გააკეთა:

„ჩვენთან არავინ არ იყო გაფრთხილებული. ხომ შეიძლებოდა აქედან რომ ისვრი იქიდანაც გამოგიშვან საპასუხოდ. აქ რა მოხდებოდა წარმოგიდგენიათ ხომ? ჩვენ მერე მეორე დილით გავიგეთ,რომ გავიღვიძეთ რვაში ეს რა ხდებოდა, დაიწყო... კაციშვილმა არ ვიცოდით. თქვენ არ იცოდით ჰოო. ამაზე კითხვას რომ უსმევთ, იმათაც რომ გამოესროლათ ჩვენ რომ აქედან დაბომბვა დავიწყეთ ,იმათაც რომ ერთი გამოესროლათ რა გვეშველებოდა?!...“ – ამბობს მოსახლეობასთან შეხვედრისას გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.

შეხვედრისას თავზარაშვილმა რასისტული განცხადებაც გააკეთა და აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი "ზანგად" მოიხსენია.

თავზარაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

გორის მერმა ამ საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ არ ახსოვს "რამე ისეთი" გაეკეთებინოს. თავზარაშვილის თქმით, ბოდიშს იხდის იმისთვის, "თუ მექანიკურად რაღაც" წამოცდა
.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საბავშვო ბაღებში ხორცის შეტანა შეწყდა. სასწავლო პროცესი კი 15
ივლისამდე გრძელდება.
საბავშვო ბაღებში ხორცის შეტანა შეწყდა. სასწავლო პროცესი კი 15 ივლისამდე გრძელდება.
16:00 / 17.06.2026
ბრალდებულების ადვოკატი ირინა ფერაძე აცხადებს, რომ არსებობს
რეალური მიზეზები, თუ რატომ არ მოახდინეს მის საჩივარზე რეაგირება და
რატომ მიიყვანეს საქმე მკვლელობამდე.
ბრალდებულების ადვოკატი ირინა ფერაძე აცხადებს, რომ არსებობს რეალური მიზეზები, თუ რატომ არ მოახდინეს მის საჩივარზე რეაგირება და რატომ მიიყვანეს საქმე მკვლელობამდე.
13:28 / 17.06.2026
ვლადიკავკაზში გამართული ქართულ-ოსური ქორწილი პოლიტიკური
სკანდალის მიზეზი გახდა.
ვლადიკავკაზში გამართული ქართულ-ოსური ქორწილი პოლიტიკური სკანდალის მიზეზი გახდა.
11:49 / 17.06.2026
გორის კულტურისა და დასვენების პარკში ატრაქციონები
ქირავდება.
გორის კულტურისა და დასვენების პარკში ატრაქციონები ქირავდება.
10:00 / 17.06.2026
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის საჯარო სკოლა 4 წელია
ექიმის ვაკანსიას აცხადებს.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის საჯარო სკოლა 4 წელია ექიმის ვაკანსიას აცხადებს.
19:00 / 16.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.