რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ახალი ამბები
სახანძრო სამსახურში საახალწლო პრემია მხოლოდ 9 თანამშრომელს მისცეს

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლის კითხვაზე, თუ რატომ აღმოჩნდა 107 თანამშრომლიდან 9 თანამშრომელი გამორჩეული, მამუკა იმერლიშვილი გვპასუხობს, რომ ისინი ხანძარში პირველები შედიან.

 

,,ძირითადი დატვითვა მაინც ხელმძღვანელ პირებზე მოდის. ბრიგადაში 12 კაცია და 4 დღეში ერთხელ მუშაობენ. სასურველი იყო პრემია ყველას მიეღო, მაგრამ ადგილობრივი ბიუჯეტის სიმწირის გამო, მხოლოდ ამ 9 თანამშრომელზე მოხერხდა პრემიის გაცემა" - გვითხრა მამუკა იმერლიშვილმა.

 

გამორჩეული მეხანძრეების სია გორის მერიას სახანძრო სამსახურის უფროსმა წარუდგინა. პრემიის ოდენობა ხელფასის თანაბარია.

 

,,იქნებ მაინც დაგვიკონკრეტოთ გამორჩეული შემთხვევა სექტემბრის შემდეგ, რომლითაც იძულებული გახდით, რომ მხოლოდ 9 თანამშრომლისთვის მიგეცათ პრემია" - კვლავ ვკითხეთ სამსახურის უფროსს. მამუკა იმერლიშვილი განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში ყურადღება იმას მიაქცია, რომ გამორჩეულებს შენიშვნა და საყვედური არ მიუღიათ.

 

დეკემბრის პრემიების გაცემის შესახებ სახანძრო სამსახურის ,,დაჩაგრულ" თანამშრომლებს სხვა ინფორმაცია აქვთ. ,,ზაფხულის პერიოდში, როდესაც მასშტაბურ ხანძრებზე გასვლა მოგვიწია, საწვავის პრობლება გვქონდა. მაშინ იძულებულები ვიყავით, რომ ბენზინგასამართი სადგურებიდან საწვავი ნისიად წაგვეღო. ნისიად ვყიდულობდით საკვებსაც. სექტემბერში ეს ვალი ჩვენი ხელფასიდან დავფარეთ. 10-10 ლარი შევაგროვეთ. ახლაც ეგ ინფორმაცია გვაქვს, რომ პრემია ვისაც მისცეს, იმ თანხით საწვავის დარჩენილ ვალს გაისტუმრებენ" - გვითხრა ერთ-ერთმა თანამშრომელმა ინკოგნიტოდ.

 

აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ სახანძრო სამსახურის ეზოში 2 თანამშრომელს გავესაუბრეთ. ,,პრემიები დარიგდა?" - ვკითხეთ. ,,არა, ძმაო რა პრემიები... ნეტა ვინმემ მოგვცეს..." - გვიპასუხეს. ერთ-ერთი მეხანძრე კი დაჟინებით ამბობდა, რომ დეკემბერში პრემია არავის აუღია.

 

სახანძრო სამსახურის უფროსთან მამუკა იმერლიშვილთან საუბრისას დადასტურდა, რომ პრემია გაიცა, ოღონდ გამორჩეულებზე.

 

საწვავის ვალთან დაკავშირებით მამუკა იმერლიშვილი ადასტურებს, რომ ორგანიზაციას ბენზინგასამართ სადგურებთან გადასახდელი ვალი არსებობდა:

 

,,დაახლოებით 700 ლარი ვალი მართლაც გვქონდა. ეს იმ პერიოდში, როდესაც მუნიციპალიტეტი ორად გაიყო და თანხების გადარიცხვა დროებით შეჩერებული იყო. შემდეგ ეს ვალი მერიამ სრულად დაფარა გადარიცხვით. თუ ვინმე თანამშრომელს რამე კერძო ვალი აქვს, ეს რა თქმა უნდა, მისი საქმეა. ცრუ ინფორმაციას გაწვდიან, რომ თითქოს თანამშრომლებმა საწვავის ვალის დაფარვის მიზნით თანხას აგროვებენ" - აღნიშნავს მამუკა იმერლიშვილი.

 

2015 წლიდან სახანძრო სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე გადადის. ოპერატიული თანამშრომლების დაფინანსებას სამინისტრო იღებს თავის თავზე, ხოლო სამოქალაქო პირების ხარჯებს კვლავ მერია გაიღებს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 31.12.2025
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული
მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
13:29 / 26.11.2025
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება
2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის
მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება 2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
21:31 / 25.11.2025
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა,
რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს.
მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა, რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს. მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
21:26 / 25.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.