რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი გამყოფი ხაზის გადაკვეთის გამო დაკისრებულ ჯარიმის ოდენობას ზრდის
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი უახლოეს სხდომაზე ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის კანონპროექტს განიხილავს.

ამის შესახებ დე ფაქტო პარლამენტის პრესსამსახური იუწყება.

მანამდე კანონპროექტი დე ფაქტო მთავრობამ მოიწონა. ის ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის ჯარიმის გაზრდას ითვალისწინებს 20 ათას რუსულ რუბლამდე.

„კანონპროექტი ჯარიმის გაზრდას ითვალისწინებს სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის, ვინაიდან არსებული ჯარიმის ოდენობა არ არის ეფექტური და ხელს არ უწყობს კანონდარღვევების რაოდენობის შემცირებას“, - განაცხადა ე.წ. პარლამენტარმა სერგეი ხარებოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯარიმის ოდენობის გაზრდა შეამცირებს „უკანონო გადაკვეთის“ რაოდენობას და ხელს შეუწყობს ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების გაზრდას.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ დეფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულთა გათავისუფლებისთვის გათვალისწინებული ე.წ. ჯარიმა გააორმაგა. თუ აქამდე დაკავებულთა ოჯახს 2000 რუსული რუბლის გადახდა უწევდათ, წელს უკვე ეს თანხა 5000 რუბლამდე გაიზარდა. რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 200 ლარს აღწევს.

მიმდინარე წელს ცხივალის მიმართულებით ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დაკავებულთა რიცხვმა სუსის ინფორმაციით უკვე 70-ს გადააჭარბა. ბოლო ერთ თვეში უკვე საქართველოს 12 მოქალაქეა დაკავებული. ბოლო 10 წლის განმავლობაში კი მათი რიცხვი 1090-ით განისაზღვრება.

ე.წ. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში რჩება და მისი გათავისუფლება ჭიანურდება.

განმეორებით დაკავების შემთხვევაში ე.წ. ჯარიმის თანხა ორმაგდება. მესამედ დაკავებისას კი პირს უკვე რამდენიმეთვიანი პატიმრობა ემუქრება. ცხინვალის ე.წ. ბიუჯეტში საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი ე.წ. ჯარიმის თანხა 2008 წლის შემდეგ დღემდე მინიმუმ 82 840 (1 ლარი=0.038 რუსული რუბლი) ლარს შეადგენს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კასპის მუნიციპალიტეტმა ორ წელში ა(ა)იპ-ებზე 19.5 მილიონი ლარი
დახარჯა
კასპის მუნიციპალიტეტმა ორ წელში ა(ა)იპ-ებზე 19.5 მილიონი ლარი დახარჯა
20:18 / 12.03.2026
ცნობისათვის, 2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში მომხმარებლისთვის
ცნობისათვის, 2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში მომხმარებლისთვის
18:26 / 12.03.2026
როგორც საკრებულოს აპარატში
როგორც საკრებულოს აპარატში "ქართლის ამბებს" უთხრეს, მერმა საკითხთან
17:23 / 12.03.2026
გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
10:24 / 12.03.2026
უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ქვევრების და კედლის
მოშლა არ

უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ქვევრების და კედლის მოშლა არ

18:51 / 11.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.