ახალი ამბები
ატოცთან საოკუპაციო ხაზის შემოღობვის პროცესს თბილისი პროვოკაციად აფასებს
სახელმწიფო მინისტრი სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, მავთულხლართების მონტაჟს ეხმაურება და საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოქალაქეებისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას დაუშვებლად მიიჩნევს.

ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე გამყოფი ხაზების აღმართვას საოკუპაციო რეჟიმის მიერ წინასაარჩევნოდ დაგეგმილ პროვოკაციად აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკანონო პროცესი შეაჩეროს. სახელმწიფო მინისტრის განცხადებას, მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.

,,ეს არის გაგრძელება იმ სავალალო პროცესის, რომელიც 2008 წლიდან ასეთი მახინჯი ფორმით ხორციელდება. საოკუპაციო ხაზის შემოღობვა სხვადასხვა ბარიკადით, რომელიც პირდაპირ ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ღიად აცხადებენ, ძალიან თამამად, ყოველგვარი მორიდების გარეშე, რომ ფაქტობრივად 80-90 პროცენტი იმ ადამიანებისა, რომლებსაც აკავებს ეს მავთულხლართები და საოკუპაციო რეჟიმი, დღეს ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ძირითადად ისინი არიან ეთნიკური ოსები, რომლებსაც სჭირდებათ გადაადგილება და მათ ამის შესაძლებლობა არ ეძლევათ. არის კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, თუ რამდენად უმნიშვნელო არის საოკუპაციო რეჟიმისთვის ადამიანი, ადამიანის ინტერესები და მათი უფლებები. რამდენად არ აქვს მისთვის მნიშვნელობა იქნება ეს ქართველი, აფხაზი თუ ოსი. მას აქვს ერთი, სამხედრო და როგორც თავად ფიქრობენ სტრატეგიული და პოლიტიკური ინტერესი. რა თქმა უნდა აქვე იკითხება ის ინტერესიც, რომ დღეს წინასაარჩევნო გარემოში კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა შექმნან და ეს მორიგი პროვოკაცია განახორციელონ სწორედ იმისათვის, რომ მეტი ზეწოლა მოახდინონ მოსახლეობაზე.

ბუნებრივია ასეთი პროვოკაციებით რუსეთი ვერ მიაღწევს იმ შედეგს, რომელიც მას უნდა. ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება უკვე მიცემულია ამ კონკრეტულ ფაქტზე და ძალისხმევა მიმართულია იქითკენ რომ შეჩერდეს ამ მახინჯი მავთულხლართებისა და ბარიკადების მშენებლობა და უნდა დაიშალოს ბოლო სანტიმეტრამდე ყველა ის მახინჯი ბარიკადი რომელიც დღეს აშორიშორებს ხალხს და აღმართულია საქართველოს შუაგულში", - აღნიშნა ქეთავან ციხელაშვილმა.

ქარელის რაიონის სოფელ ატოცთან მავთულხლართების მონტაჟთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და გააქტიურებულია „ხელი ხაზი“.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, მავთულხლართების მონტაჟი განაახლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე დაახლოებით 1 კილომეტრიანი სიგრძის ბარიერი გაკეთდება.

სუს-ი უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს ადასტურებს. უწყების განმარტებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. აღნიშნული აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და მნიშვნელოვნად ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლებას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
Print E-mail
FaceBook Twitter Google

სტატიის გამოყენების პირობები

ვიდეორეპორტაჟი
საკორინთლოში ახალი გზის გასწვრივ მიწის გამაგრებას ითხოვენ
,,ეს მიწა დროთა განმავლობაში ჩამოიშლება. ჩაიყრება ამ სანიაღვრე არხში. შემდეგ ეს დაგროვებული წყალი გადავა გზაზე და დაეშვება მეზობლის სახლში.
,,ერთად შევქმნათ და ვიკითხოთ დიდი წიგნი“ - ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის ახალი პროექტი
ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის II-კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი - ,,ერთად შევქმნათ და ვიკითხოთ დიდი წიგნი.“
ნელი თავგაზაშვილი: ,,მავთულხლართების მეორე მხარეს ჩემი მაზლის ოჯახი ცხოვრობს"
მიმდინარე კვირიდან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების, ხურვალეთისა და ძუკაანთკარს შორის არსებულ ტერიტორიაზე ახალი 
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ფარიზეტა თოთროევი - ერთადერთი მცხოვრები ბანში 1000 ლარით დააჯარიმეს
ერთ დროს ცხენით დადიოდა ხეობის სოფლებში. ჰყავდა ,,ვილისიც“. თიბავდა 9-ნომრიან ცელით.  სახელმწიფომ 1000 ლარით დააჯარიმა
შიდა ქართლში გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერთა რაოდენობას უცნობი პირები აკვირდებიან
საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შეხვედრებს, შიდა ქართლის სოფლებში, უცნობი პირები აკვირდებიან. ისინი ფოტოებს იღებენ
ტურიზმით შეცვლილი სოფელი უფლისციხესთან (ვიდეო)
უფლისციხის შესახებ, სარეკლამო რგოლები თითქმის ყველა ენაზეა გავრცელებული. ამან კი, ასახვა ჰპოვა ჩამომსვლელთა რაოდენობაზე.
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
გლოვა მეტეხში - გარდაცვლილი მშობიარე გოგოს მამა ტრაგიკულ ღამეს იხსენებს
,,ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ამის გამო პასუხი აგონ, სხვების გადასარჩენად მაინც.“ - აცხადებს გარდაცვლილის მამა.
ამავე კატეგორიაში
კვირეულის ფარგლებში მსგავსი სახის შეხვედრები 14 დან 16 ნოემბრის
ჩათვლით, გორის შემდეგ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოეწყობა
კვირეულის ფარგლებში მსგავსი სახის შეხვედრები 14 დან 16 ნოემბრის ჩათვლით, გორის შემდეგ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოეწყობა
15:32 / 16.11.2018
2013 წლიდან დღემდე, მთავრობის განკარგულებით, საქართველოს მასშტაბით
საცხოვრებელი ფართი 17 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს დაუკანონდა
2013 წლიდან დღემდე, მთავრობის განკარგულებით, საქართველოს მასშტაბით საცხოვრებელი ფართი 17 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს დაუკანონდა
15:27 / 16.11.2018
გორის მთავრობის ინიციატივით, ქალაქის გენერალური გეგმის პროექტის
პირველი ეტაპი 2017 წლის სექტემბერში დაიწყო
გორის მთავრობის ინიციატივით, ქალაქის გენერალური გეგმის პროექტის პირველი ეტაპი 2017 წლის სექტემბერში დაიწყო
15:12 / 16.11.2018
იაპონური კულტურის დღეები იაპონიიის საელჩოს ინიციატივითა და გორის
მუნციიპალიტეტის მერიის მხარდაჭრით ტარდება
იაპონური კულტურის დღეები იაპონიიის საელჩოს ინიციატივითა და გორის მუნციიპალიტეტის მერიის მხარდაჭრით ტარდება
14:25 / 16.11.2018
ის ახალგაზრდები, რომელთა ოჯახები სოციალური მომსახურების სააგენტოში
რეგისტრირებულები არიან და მინიჭებული აქვთ 100 000-მდე 
ის ახალგაზრდები, რომელთა ოჯახები სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულები არიან და მინიჭებული აქვთ 100 000-მდე 
02:11 / 16.11.2018
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.