ახალი ამბები
ქეთევან ციხელაშვილი: ,,რუსეთი ცდილობს, შემოსაზღვროს „სამხედრო გეტო“
,,ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი უკვე ამოქმედებულია - ცხელი ხაზიც, რუსებთან კომუნიკაციაც, ჩვენ პარტნიორებთან კომუნიკაციაც, რომ რაც ხდება შეჩერდეს," - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ ატოცში განაცხადა, სადაც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მავთულხლართების მონტაჟი მიმდინარეობს.

„პირველ რიგში, გეტყვით, რომ რაც აქედან 50 მეტრში ხდება ეს არის სამარცხვინო, აბსოლუტურად მიუღებელი და პოლიტიკას, რომელსაც რუსეთი 2008 წლიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ახორციელებს, არ ექნება არანაირი პერსპექტივა. ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული. მინდა ამ ადგილიდან ხმამაღლა ვთქვა, რომ ჩვენ ამას არ შევეგუებით, ჩვენ არ გავტყდებით, კიდევ უფრო გავძლიერებით, არ შევწყვეტთ მშვიდობიან ბრძოლას, ვიდრე ამ სამარცხვინო მავთულხლართების ბოლო მეტრი არ დაიშლება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. მე დღეს აქ ყოფნით მინდა ატოცის მოსახლეობის მიმართ მხარდაჭერა გამოვხატო. დღეს ფიზიკურად ვარ მათთან და ასე გამოვხატავ მხარდაჭერას, ჩემი ყოველდღიური საქმიანობა ემსახურება ამ ხალხის ინტერესებს. ასევე, იმ ხალხის ინტერესებს, ვინც დაზარალებულია ამ მავთულხლართების პოლიტიკით დღეს“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთის მხარე ცდილობს, რომ შემოსაზღვროს „სამხედრო გეტო“.

„ფაქტობრივად, დაცარიელებული ცხინვალის რეგიონის იზოლაციას აკეთებენ და იქ დარჩენილებისთვის გაუსაძლის პირობებს ქმნიან. რუსი სამხედროების მიერ ამ არარსებული საზღვრის გადაკვეთისას დაკავებული ადამიანების თითქმის 90% არიან სწორედ ისინი, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და გადაადგილება სჭირდებათ. ეს არის ყველასთვის მიუღებელი და გაუსაძლისი მდგომარეობა“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო გარემოა და როგორც ჩანს, უნდათ ხელისუფლებასა და მოსახლეობაზე დამატებითი ზეწოლის ბერკეტი გამოიყენონ.

„ზუსტად ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით მტკიცე და ძლიერი, არ მივცეთ ამ პროვოკაციებს იმის ნება, რომ თავის მიზანს მიაღწიოს. ჩვენ აუცილებლად სტაბილურად უნდა განვვითარდეთ“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, ორი დღის წინ იყო სპეციალური კომისიის სხდომა და არაერთი გადაწყვეტილება მიიღეს იმისთვის, რომ ატოცსა და სხვა სოფლებს გამოზამთრებაში დაეხმარონ.

„არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ატოცსა და სხვა სოფლებს გამოზამთრებაში დავეხმაროთ. კერძოდ, დავეხმაროთ 200-ლარიანი ვაუჩერებით, ყველა სტუდენტი დავაფინანსოთ, მათი რიცხვი 4 წლის განმავლობაში 471-დან 1200-მდე გაიზარდა. კიდევ მეტი ვიქნებით და არ დატოვებს ეს მოსახლეობა ამ სოფლებს“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საზღვრის დამრღვევთა მიმართ ჯარიმების გამკაცრება არის ფულის გამოძალვის ერთ-ერთი მექანიზმი, - აღნიშნულის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სოფელ ატოცში განაცხადა, სადაც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მავთულხლართების მონტაჟი მიმდინარეობს.

„დაკავებული იყო ჩვენი თალამოქალაქე ქალბატონი, რომელსაც ედავებოდნენ, რომ ოს მოსახლეობას ეხმარებოდა ამ მავთულხლართების გასწვრივ გადაადგილებაში. მაშინ დააანონსეს, რომ ეს ე.წ. ჯარიმები გაიზრდებოდა. სინამდვილეში, ეს არის ფულის გამოძალვის ერთ-ერთი მექანიზმი მოსახლეობისგან, საზოგადოებისგან და სახელმწიფოსგან. ამას სხვანაირად ვერ შევაფასებ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, ნებისმიერი ფორმით ეს ე.წ. ჯარიმები არის უკანონო და მიუღებელი.

ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო პარლამენტი უახლოეს სხდომაზე ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის კანონპროექტს განიხილავს. ამის შესახებ დე ფაქტო პარლამენტის პრესსამსახური იუწყება.
Print E-mail
FaceBook Twitter Google

სტატიის გამოყენების პირობები

ვიდეორეპორტაჟი
საკორინთლოში ახალი გზის გასწვრივ მიწის გამაგრებას ითხოვენ
,,ეს მიწა დროთა განმავლობაში ჩამოიშლება. ჩაიყრება ამ სანიაღვრე არხში. შემდეგ ეს დაგროვებული წყალი გადავა გზაზე და დაეშვება მეზობლის სახლში.
,,ერთად შევქმნათ და ვიკითხოთ დიდი წიგნი“ - ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის ახალი პროექტი
ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის II-კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი - ,,ერთად შევქმნათ და ვიკითხოთ დიდი წიგნი.“
ნელი თავგაზაშვილი: ,,მავთულხლართების მეორე მხარეს ჩემი მაზლის ოჯახი ცხოვრობს"
მიმდინარე კვირიდან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების, ხურვალეთისა და ძუკაანთკარს შორის არსებულ ტერიტორიაზე ახალი 
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ფარიზეტა თოთროევი - ერთადერთი მცხოვრები ბანში 1000 ლარით დააჯარიმეს
ერთ დროს ცხენით დადიოდა ხეობის სოფლებში. ჰყავდა ,,ვილისიც“. თიბავდა 9-ნომრიან ცელით.  სახელმწიფომ 1000 ლარით დააჯარიმა
შიდა ქართლში გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერთა რაოდენობას უცნობი პირები აკვირდებიან
საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შეხვედრებს, შიდა ქართლის სოფლებში, უცნობი პირები აკვირდებიან. ისინი ფოტოებს იღებენ
ტურიზმით შეცვლილი სოფელი უფლისციხესთან (ვიდეო)
უფლისციხის შესახებ, სარეკლამო რგოლები თითქმის ყველა ენაზეა გავრცელებული. ამან კი, ასახვა ჰპოვა ჩამომსვლელთა რაოდენობაზე.
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
გლოვა მეტეხში - გარდაცვლილი მშობიარე გოგოს მამა ტრაგიკულ ღამეს იხსენებს
,,ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ამის გამო პასუხი აგონ, სხვების გადასარჩენად მაინც.“ - აცხადებს გარდაცვლილის მამა.
ამავე კატეგორიაში
კვირეულის ფარგლებში მსგავსი სახის შეხვედრები 14 დან 16 ნოემბრის
ჩათვლით, გორის შემდეგ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოეწყობა
კვირეულის ფარგლებში მსგავსი სახის შეხვედრები 14 დან 16 ნოემბრის ჩათვლით, გორის შემდეგ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოეწყობა
15:32 / 16.11.2018
2013 წლიდან დღემდე, მთავრობის განკარგულებით, საქართველოს მასშტაბით
საცხოვრებელი ფართი 17 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს დაუკანონდა
2013 წლიდან დღემდე, მთავრობის განკარგულებით, საქართველოს მასშტაბით საცხოვრებელი ფართი 17 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს დაუკანონდა
15:27 / 16.11.2018
გორის მთავრობის ინიციატივით, ქალაქის გენერალური გეგმის პროექტის
პირველი ეტაპი 2017 წლის სექტემბერში დაიწყო
გორის მთავრობის ინიციატივით, ქალაქის გენერალური გეგმის პროექტის პირველი ეტაპი 2017 წლის სექტემბერში დაიწყო
15:12 / 16.11.2018
იაპონური კულტურის დღეები იაპონიიის საელჩოს ინიციატივითა და გორის
მუნციიპალიტეტის მერიის მხარდაჭრით ტარდება
იაპონური კულტურის დღეები იაპონიიის საელჩოს ინიციატივითა და გორის მუნციიპალიტეტის მერიის მხარდაჭრით ტარდება
14:25 / 16.11.2018
ის ახალგაზრდები, რომელთა ოჯახები სოციალური მომსახურების სააგენტოში
რეგისტრირებულები არიან და მინიჭებული აქვთ 100 000-მდე 
ის ახალგაზრდები, რომელთა ოჯახები სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულები არიან და მინიჭებული აქვთ 100 000-მდე 
02:11 / 16.11.2018
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.