რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ცხინვალის მედია: ნაციონალისტურმა ჯგუფმა სტრიპტიზი მოაწყო
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედია სოფელ ატოცთან ,,გირჩის" მიერ მოწყობ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ნაციონალისტურმა ჯგუფმა სტრიპტიზი მოაწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.

,,რესის" ჟურნალისტის შეფასებით, პროტესტი, რომელიც გეი-პარადის ელემენტებს შეიცავდა, იყო საზიზღარი შოუ.

10 ნოემბერს სოფელ ატოცში ,,გირჩის" წევრებმა პერფორმანსი მოაწყეს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც მარიხუანის ლეგალიზაციის მომხრეები არიან, რუსი სამხედროების წინაშე შარვლები ჩაიხადეს და უკანალი მიუშვირეს.

თბილისიდან ჩასულმა აქტივისტებმა მსგავსი სახის პერფორმანსი 2014 წელს გამართეს. მაშინდელმა ლოზუნგმა ,,ნა ხუი" დღეს შეცვლა ლოუნგით ,,გააჯვი". ლოზუნგებს შესაბამისი პერფორმანსები მოსდევდა.

იმ დროს გამყოფი ხაზის მეორე მხარეს იმყოფებოდნენ ცხინვალელი ჟურნალისტები. ერთ-ერთმა მათგანმა, გოგონამ ქართველ აქტივისტებს საპასუხოდ თითის კომბინაცია უჩვენა.

იმ დროს გამყოფი ხაზის მეორე მხარეს იმყოფებოდნენ ცხინვალელი ჟურნალისტები. ერთ-ერთმა მათგანმა ქართველ აქტივისტებს თითის კომბინაცია უჩვენა.

,,გირჩელები მოვლენებს სხვადასხვანაირად ვაფასებთ, თუმცა მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა თუ გემოვნებისა, ერთი დიდი საერთო გვაქვს - გვწამს თავისუფლების და ვცხოვრობთ მისთვის. ადამიანის აბსოლუტური თავისუფლება, რომელიც შემოფარგლულია სხვა ადამიანის აბსოლუტური თავისუფლებით, ერთ მარტივ ფორმულამდე დადის - ადამიანის საკუთრება უნდა იყოს დაცული. ნებისმიერი ადამიანის სხეული მხოლოდ მას ეკუთვნის. ამ სხეულის, მათ შორის, გონებით მოპოვებული ან გაცვლის შედეგად მიღებული ნივთებიცა და უფლებებიც მხოლოდ ამ ადამიანის საკუთრებაა." - აღნიშნულია გირჩის განცხადებაში.

,,მე ახალგორში ვცხოვრობ და ჩემი მისამართითაც გამოგივიდათ... მე რას მერჩით? იცით, რად მიჯდება ბრძოლა, აქ, ჩემ სახლში რომ ვიცხოვრო?" - აცხადებს ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი.

ოკუპირებულ ახალგორის რაიონში მცხოვრები აქტივისტი ამბობს, რომ ასეთი სახის პერფორმანსი საკმაოდ დიდ საფრთხეში აგდებს გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებ მოქალაქეებს, განსაკუთრებით, ქართველებს:

,,თავს ვიკავებ, არჩევნები რომ ჩაივლის მერე დავწერ, ვის რა დამოკიდებულება აქვს ეს წლები, დღეს საარჩევნოდ ჩვენზე დარდით რომ არ არიან დებატებში." - ამბობს თამარ მეარაყიშვილი. ,,გირჩის" ხელმძღვანელი ზურაბ ჯაფარიძე საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. მან მხოლოდ ხმების 2% მოაგროვა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.