რედაქტორის რჩევით
კალენდარი
|
ახალი ამბები
კასპის მერი: ,, ონოფრიშვილის დაბრუნება რაიონში შედეგის მომტანი იქნება"
კასპში, საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე
ზურაბიშვილის წარმომადგენლად ყოფილი პარლამენტარი დავით ონოფრიშვილი
მიავლინეს. წარმოშობით კავთისხეველი ონოფრიშვილი მეორე დღეა უკვე
თათბირებს ატარებს. საარჩევნო შტაბს კვლავ მუნიციპალიტეტის მერი
მანუჩარ მერებაშვილი ხელმძღვანელობს.
მისი თქმით, რაიონში ონოფრიშვილის დაბრუნება შედეგის მომტანი იქნება. სალომე ზურაბიშვილმა კასპში, პირველი ტურის მონაცემებით, გაერთიანებულ ოპოზიციასთან 64 ხმით წააგო.
,,პირველ ტურში საარჩევნო კამპანიას გარკვეული ხარვეზები რა თქმა უნდა ჰქონდა. მე, როგორც შტაბის ხელმძღვანელი, საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის წინაც და ეხლაც, ვხედავ იმ ხარვეზებს და პრობლემებს, რაც არის. ხარვეზებს ვხედავ, მათ შორის, ჩემს მიერ განხორციელებულ საქმიანობაში. მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი შვებულებაში, შვებულების პერიოდში მაინც დავკავდი საარჩევნო საქმიანობით. თუმცა, ვფიქრობ, უფრო ადრე უნდა დამეწყო საარჩევნო კამპანია, ვიდრე დავიწყე და ალბათ ამანაც მოიტანა ეს შედეგი, რაც დადგა არჩევნების დღეს კასპში. " - აცხადებს მანუჩარ მერებაშვილი.
გასულ კვირას, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას, კასპის ყოფილმა გამგებელმა ოლეგ იაძემ არჩევნების წაგებაში ადგილობრივი ხელისუფლება და პარტიის წარმომადგენლები დაადანაშაულა. იაძემ წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ჩართვის სურვილი გამოთქვა, თანაც გამარჯვების პირობით.
მანუჩარ მერებაშვილმა იაძის მოსაზრება მოიწონა. მისი აზრით, ოლეგ იაძის და სხა თანაგუნდელების ჩასვლა მუნიციპალიტეტში, შედეგის მომტანი იქნება საერთო საქმისთვის.
,,კასპის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი დავით ონოფრიშვილი უკვე ჩამოსულია კასპში. მეორე დღეა, როგორც სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი შტაბში, შეუდგა მუშაობას. მას აქვს საკმაო გამოცდილება, რომ სარჩევნო პროცესში გარკვეული რჩევები მოგვცეს. შტაბის უფროსი კვლავ მე ვარჩები" - ამბობს მანუჩარ მერებაშვილი.

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს
განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული
მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება
2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის
მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა,
რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს.
მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები