რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
პოლონეთის დახმარება
პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. პუბლიკაცია წარმოადგენს მხოლოდ მისი ავტორის აზრს და არ გამოხატავს პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პოზიციას.

დაუცველი ჯგუფების (ქალები და ბავშვები) დახმარებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამა (190/2018) თანადაფინანსებული პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში 2018, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ (პოლონეთის დახმარება)

2018 წლის 1 აპრილს საქართველოს ორ რეგიონში, შიდა და ქვემო ქართლში ამოქმედდა სოციალური დახმარების პროგრამა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი დაუცველები ფენების - ქალებისა და ბავშვებისთვის. პროექტი პოლონეთის სახელმწიფოს მიერ საქართველოში არსებული სოციალურად დაუცველი ფენების დახმარებისა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ინიციატივის შედეგია. ამ ინიციატივის ძირითადი მიზანი იყო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება 2 (ორი) ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, „ბავშვი და გარემოსა“ და „ საზოგადოება ბილიკის“ ბენეფიციართათვის, რომლებიც გადანაწილებულნი არიან აღნიშნული ორგანიზეციების კუთვნილებაში მყოფი სოციალური დახმარების 7 (შვიდ) სერვისში.

პროექტი შეეხო 7 საცხოვრებელი ობიექტის ინფრასტრუქტურას და გულისხმობდა რემონტსა და ფიზიკური კომპონენტების განახლებას. ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის გარდა, პროექტი მიზნად ისახავს სპეციალური ტრენინგების ჩატარებას ზემოთ აღნიშნული სოციაულური დახმარების 7 ცენტრში მომსახურე პერსონალისათვის.

დონორი: პოლონეთის დახმარება (Polish Aid)

პოლონური დახმარება კონცენტრირებულია ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორებიცაა: განვითარებად ქვეყნებში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა, განათლების, მეცნიერების, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება საზოგადოებაში, ადგილობრივი სტრუქტურების გაძლიერება, ჯანმრთელობის, ადამიანის უფლებათა დაცვა და სხვ.

პოლონეთის საერთაშორისო თანამშრობლობისა და განვითარების პროგრამები პოლონეთის საგარეო პოლოტიკის ნაწილს შეადგენენ და თანხმობაში არიან ევროპული და საერთაშორისო განვითარების პოლიტიკასთან, მათ შორის დახმარების პროგრამებთან მგრადი განვითარების მიზნების (Sustainable Development Goals) მისაღწევად. ისინი საშუალებას აძლევენ პოლონელ ხალხს, რომ უკეთ გაერკვნენ განვითარებადი და განვითარებული ქვეყნების ურთიეთდამოკიდებულებაში.პოლონეთის საგარეო დახმარების სააგენტომ (Polish aid) 2008 წელს დაიწყო საქართველოში მოღვაწეობა და დღესაც აგრძელებს მუშაობას – აფინანსებს და მხარს უჭერს განვითარების პროექტებს სხვა და სხვა დარგში, მათ შორისაა მცირე და საშუალო კერძო მეწარმეობის დახმარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, დახმარება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, სოფლისა და აგრარული წარმოების განვითარება, დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი განვითარება, სოციალურად ორიენტირებული ინსტიტუტების (მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციების) განვითარება.

განვითარების დარგში თანამშრობლობის გარდა, პოლონეთი აქტიურად უჭერს მხარს ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს შეირაღებული კონფლიქტების, ბუნებრივი კატასტროფებისა ან სხვა ბუნებრივი თუ ხელოვნური მიზეზებით გამოწვეული კრიზისებისგან დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას, მათზე ზრუნვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. პოლონეთი ასევე ახორციელებს სხვა და სხვა საგამანათლებლო ინიციატივას საერთაშორისო პრობლემეში საზოგადეობის უკეთ გათვითცნობიერებისთვის.


პროექტის განმახორციელებელი:
ADRA Georgia

პროექტის განმახორციელებელია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია  ADRA-Georgia (The Adventist Development and Relief Agency), რეგისტრაციის ნომრით: 400235447.  მისი მიზანია საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენებისადმი ჰუმანიტარული და გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა. საქართველოს ტერიტორიაზე  ADRA-მ 1996 წლიდან დაიწყო მუშაობა და განაგრძობდა მოსახლეობის დახმარებას სხვადასხვა პროექტით 2011 წლამდე. 2011 წელს ADRA-ს ოფისმა დროებით შეწყვიტა მუშაობა. ოფისი ხელახლა გაიხსნა 2016 წლის აგვისტოში.

ADRA  საგანგებო სიტუაციებზე დაუყოვნებლივ რეაგირებისა  და განვითარების გრძელვადიან  პროგრამებზე 130-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს თავისი ფილიალების მეშვეობით.

„დაუცველი ჯგუფების (ქალები და ბავშვები) დახმარებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების“ პროექტი ADRA-Georgia-ში 2017 წლის დეკემბერში წარადგინეს, ამავე პროექტის შესახებ განცხადება  პოლონეთის დახმარებას ADRA Poland-მა  გადასცა, რის შემდეგაც პროექტი დამტკიცდა დონორის მიერ.

ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაცია: საზოგადოება ბილიკი


არასამთავრობო ორგანიზაცია „ბილიკი“ შეიქმნა 1997 წელს, იმ პერიოდში ქვეყანაში შექმნილი რთული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების ფონზე. მისი დაარსების მიზანი იყო სოციალურად / ეკონომიკურად დაუცველი და მიუსაფარი ბავშვების დახმარება.

ორგანიზაციის დამფუძნებელი და ამჟამინდელი დირექტორია ქალბატონი მარინა მრევლიშვილი.

ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ორგანიზაცია „ბილიკი“ ბავშვზე ზრუნვის პროგრამას ახორციელებს შემდეგ სერვისებში:

- ორი დღის ცენტრი (30-30 ბავშვი)
- სამი საოჯახო ტიპის სახლი (10 ბავშვი თითოში)
- დედათა და ბავშვთა თავშესაფარი (10 ბენეფიციარისთვის)
- ადრეული განვითარების პროგრამა, 0-დან 7 წლამდე განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთათვის.
თითოეული ამ ცენტრის მუშაობა მიმართულია საგანმანათლებლო, პროფესიული, სოციალური, ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარების გაწევაზე ბენეფიციართათვის.
საზოგადოება „ბილიკის“ მომსახურება ვრცელდება შიდა ქართლის ტერიტორიაზე (გორი, ხაშური)
სამომავლოდ საზოგადოება „ბილიკი“ გეგმავს დამოუკიდებელი ცენტრის ჩამოყალიბებას შშმ სტატუსის მქონე ბავშვთათვის.

http://www.Society Biliki.ge/index.php/ka-ge/

ადგილობრივი პარტნიორი ორგნიზაცია: "ბავშვი და გარემო"

„ბავშვი და გარემო“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის მთავარი სფეროა ბავშვის უფლებათა დაცვა და განხორციელება. იგი შეიქმნა 1995 წელს. მთავარი მიზეზი, რომელმაც განაპირობა მისი შექმნის აუცილებლობა იყო იმ პერიოდში ქალაქში გაჩენილი მიუსაფარი, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სიმრავლე. ორგანიზაციის შემქმნელებმა მიზნად დაისახეს ამ ბავშვებისათვის მრავალმხრივი დახმარების გაწევა - ზრუნვა მათ ჯანმრთელობაზე, სოციალურ მდგომარეობაზე, განათლებაზე, საზოგადოებაში ინტეგრაციაზე. 2 წლიანი მოხალისეობრივი მუშაობის შემდეგ, ორგანიზაციის დამფუძნებლებმა დაწერეს პროექტი, რომელსაც ერქვა „ქუჩის ბავშვები თბილისში“. პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის მიერ და საქართველოში გაიხსნა თავისი შინაარსითა და არსით პირველი ცენტრი „ბეღურები“, რომელსაც შეეძლო დახმარება გაეწია 50 ბავშვისათვის. 1999 წლიდან მათ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთო „UNICEF“, რომელიც 10 წლის განმავლობაში იყო ორგანიზაციის პარტნიორი.

ორგანიზაციის დამფუძნებელი და ამჟამინდელი დირექტორია ქალბატონი ნანა იაშვილი.

დღევანდელ დღეს ორგანიზაცია “ბავშვი და გარემო” -ს აქვს 7 სხვადასხვა სერვისი, რომელშიც ჩართულია დაახლოებით 200-250 ბავშვი:

- მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფარი
- ორი მცირე საოჯახო ტიპის სახლი (ნორიოსა და რუსთავში)
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრი
- სამი დღის ცენტრი სახელმწიფო სიღარიბის პროგრამაში ჩართული ბავშვებისთვის

ამ ცენტრების მუშაობა მიმართულია ბავშვების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციასა და ჯანმრთელობაზე. თითოეული ცენტრი ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. სამომავლოდ „ბავშვი და გარემო“ გეგმავს ფსიქიატრიული ცენტრის გახსნას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის.

http://www.childandenvironment.org.ge/begura.html


პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები: ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა



1. მცირე საოჯახო ტიპის სახლი ნორიოში („ბავშვი და გარემო)


მცირე საოჯახო ტიპის სახლი გათვლილია 10 ბავშვზე, ასაკით 6-დან 18 წლამდე.შენობა, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილებაშია ორგანიზაცია “ბავშვი და გარემო” -ს 2012 წელს გადაეცა 10 წლის ვადით. ამჟამად ნორიოში არის 7 ბავშვი და 5 თანამშრომელი. საცხოვრებელი პირობები მაქსიმალურად არის მიახლოებული საოჯახო გარემოს. ყველა ბავშვი ირიცხება სოციალური დახმარების სააგენტოში. ბავშვების ასაკიდან გამომდინარე დგინდება მათი საჭიროებები, შემდეგ კი ორგანიზაციის თანამშრომლები ადგენენ მომსახურეობის გეგმას. თანამშრომელთა ანაზღაურება დამოკიდებულია ბავშვების რაოდენობაზე და მიბმულია სახელმწიფოს მიერ გაცემულ ვაუჩერებზე.

როდესაც ADRA-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ ამ დაწესებულებას, აღმოჩნდა რომ იქ უამრავი რამ იყო შესაკეთებელი და გამოსაცვლელი. მთელი შენობის ყურადღებით შესწავლისა და ყველა შესაკეთებელი ნაწილის ღრმად გაანალიზების შემდეგ ADRA-ს წარმომადგენლებმა ინჟინერ-მშენებელის პროფესონალური დახმარებით შეადგინეს საჭირო მასალების ნუსხა და გასაწევი სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ნორიოში 2018 წლის ივნისში დაიწყო და ორი თვის შემდეგ წარმატებით დასრულდა
.


ითარება სახლის განახლებამდე


დასრულებული სამუშაოების შეჯამება

საერთო ჯამში შეიცვალა 508 მ2 შპალიერი. შეიღება 99 მ2 ჭერი და კედლები. დამონტაჟდა გათბობის ორი ახალი რადიატორი, 4 კარი შეკეთდა, ორი კარი კი მთლიანად გამოიცვალა. 4 კარის ადგილი შეილესა და შეიღება. 6 ძველი საწოლი შეიცვალა 6 ახალი მატრასით. 2 გარდერობი საბავშვო ოთახში ასევე ახლით შეიცვალა. 1 ნიჟარა იქნა შეკეთებული და 1 ნიჟარა სამზარეულოში ახლით შეიცვალა. ხელახლა დამონტაჟდა გარე დრენაჟის 40 მ მილი. შეკეთდა 3 ფანჯარა, რომელიც არ იღებოდა და ერთ ფანჯარაში გამოიცვალა შუშა. გამოიცვალა 1 გატეხილი უნიტაზი საპირფარეშოში, პირველ სართულზე. საშხაპე ოთახში 2 ადგილას მოგვარდა წყლის გაჟონვის პრობლემა და შეკეთდა ერთი შხაპის ონკანი. პირველ სართულზე გამოიცვალა 15 მ2 ლამინირებული ხის იატაკი. დამონტაჟდა 48 შიდა განათების ნათურა და 1 გარე ძლიერი განათების ნათურა. კიბეზე შეკეთდა მოაჯირი და გაიწმინდა საფეხურები. გამოიცვალა 6 მ2 თაბაშირის ჭერის ფილა. დამონტაჟდა 2 ბაღის სკამი და 1 ორადგილიანი საქანელა.




2. დღის ცენტრი თბილისში - ,,ბავშვი და გარემო"



„ცისარტყელა“ - პირველი დღის ცენტრი საქართველოში. გაიხსნა 2001 წელს. თავდაპირველად იყო ქუჩის ბავშვთა ცენტრი, ხოლო შემდეგ გადაკეთდა სიღარიბის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა ცენტრად.

ცენტრი გათვლილია 6-დან 18 წლამდე ასაკის 45 ბავშვზე. აქ არის 8 მუდმივი თანამშრომელი. მათი ანაზღაურება დამოკიდებულია ვაუჩერების რაოდენობაზე, რომლებიც გაიცემა დღის განმავლობაში ბავშვის მიერ ცენტრში გატარებული 4 საათისთვის.
ცენტრის ძირითადი მიზანია ბავშვებისთვის სასკოლო გაკვეთილების მომზადებაში დახმარების გაწევა, სრულფასოვანი, 3 კომპონენტიანი, ორჯერადი კვების უზრუნველყოფა, მათი ჩართვა არაფორმალურ ჯგუფებში (მაგ.: სპორტი, ხატვა, ცეკვა, სიმღერა, ხელსაქმე, უცხო ენები და ა.შ.).

როდესაც AADRA-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ ამ დაწესებულებას, აღმოაჩნდა რომ ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო მოუვლელ და შეუკეთებელ მდგომარეობაში. იატაკის ხის ფიცრები ძალიან ძველი იყო და მათი შეკეთება თითქმის შეუძლებელი იყო, კედლები კი გაცვეთილი და დასვრილი იყო. ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენდა ზამთრის გათბობის მოწყობილობის გაუმართაობა. ყველა შესაკეთებელი ნაწილების ყურადღებით შესწავლისა და აზომვის შემდეგ ADRA-ს წარმომადგენლებმა ინჟინერ-მშენებლის პროფესონალური დახმარებით შეადგინეს საჭირო მასალების ნუსხა და გასაწევი სამუშაოს ხარჯაღრიცხვა.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები „ცისარტყელაში“ 2018 წლის ივნისში დაიწყო და 2 თვის შემდეგ წარმატებთ დასრულდა.

ვითარება სახლის განახლებამდე:





დასრულებული სამუშაოების შეჯამება

თავდაპირველად გადაწყვეტილი იყო 155.3 მ2 ძველი იატაკის გაწმენდა და გაპრიალება. მაგრამ შემდეგ გადაწყდა ძველი გაცვეთილი იატაკის მთლიანად ჩანაცვლება ახალი ლამინატით. 316 მ2 კედლები ხელახლა შეიღება, 7 კარი იქნა შეკეთებული და რამოდენიმე მათგანი, რომლებიც შეღებვას მოითხოვდა - შეიღება. დასაბან ოთახში გამოიცვალა 5 მ2 მეტლახის ფილა. გამოიცვალა 27 მ2 შპალიერი და შეკეთდა 2 ფანჯარა. 1 ნიჟარა დაზიანებული მილებით და 1 უნიტაზი ახლით შეიცვალა. შენობის უდიდეს ნაწილში გაუმართავი იყო გათბობის სისტემა, რის გამოც პროექტის ფარგლებში შენობაში გაიყვანეს გათბობის მილების და დამონტაჟდა გათბობის 12 ახალი რადიატორი.

ვითარება სახლის განახლების შემდეგ




3. დღის ცენტრი რუსთავში - ,,ბავშვი და გარემო"


დღის ცენტრი სახელმწიფოს სიღარიბის პროგრამაში ჩართული ბავშვებისთვის. ცენტრის ძველი, დაზიანებული შენობა იჯარით არის აღებული 10 წლის ვადით.

სახელმწიფო სტანდარტის მიხედვით თითო ბავშვზე გათვლილია 6 კვ.მ., შენობა გაანგარიშებულია 6-დან 18 წლამდე ასაკის 20 ბავშვზე. ცენტრში 4 მუდმივი თანამშრომელია და მათი სიმცირე განპირობებულია რთული ფინანსური მდგომარეობით. თითო ბავშვზე გაცემული სახელმწიფო ვაუჩერი ითვალისწინებს დღის განმავლობაში ბავშვის მიერ ცენტრში გატარებულ მინიმუმ 4 საათს. ამ საათების სრულად ვერ შევსების შემთხვევაში პროვაიდერი ვერ იღებს საჭირო რაოდენობის დაფინანსებას რაც მას მინუსად ეთვლება. გარდა მუდმივი თანამშრომლებისა ცენტრს სტუმრობენ მოხალისეები - სკაუტები, სხვადასხვა ახალგაზრდული მოძრაობები და ა.შ.

ცენტრის ძირითადი მიზანია ბავშვებისთვის სასკოლო გაკვეთილების მომზადებაში დახმარების გაწევა, სრულფასოვანი, 3 კომპონენტიანი, ორჯერადი კვების უზრუნველყოფა, მათი ჩართვა არაფორმალურ ჯგუფებში (მაგ.: სპორტი, ხატვა, ცეკვა, სიმღერა, ხელსაქმე, უცხო ენები და ა.შ.).

ADRA-ს წარმომადგენლებს საშინელი მდგომარეობა დახვდათ ამ დაწესებულებაში, რის გამოც დახმარების მთავარ მიზნად დასახელდა შესაბამისი საგამანათლებლო და საცხოვრებილი პორობების შექმნა ბავშვებისთვის და იმ თანამშრომლებისთვის, ვინც იქ ცხოვრობდა. სამუშაოების დაწყებამდე ADRA-ს წარმომადგენლებმა მოითხოვეს დაზიანებული სახურავის შეკეთება რაც დაუყონებლივ შესრულდა.


ვითარება სახლის განახლებამდე:



დასრულებული სამუშაოს შეჯამება

შენობის მთლიანად გაცვეთილი და დანგრეული იატაკი 129.5 მ2 ფართობზე სრულად გამოიცვალა ახალი მაღალხარისხიანი ხის ლამინატით. 362.5 მ2 კედლები და ჭერი ხელახლა შეიღება და 129.5 მ2 ჭერი შეიცვალა ახალი თაბაშირის ფილებით. შენობის შიდა ელექტრო გაყვანილობა, ნათურების სოკეტები და კედლის ელექტროშემაერთებლები სრულიად მოძველებული იყო და ითხოვდა გამოცვლას. ახალი ელექტრო გაყვანილობის მოწყობას დასჭირდა 320 მ ახალი ელექტრო მავთულები, დამონტაჟდა ახალი დამცველების ბლოკი და 5 ავტომატური ამომრთველი. სხვა დაწესებულებებთან შედარებით, ამ შენობას ყველაზე დიდი მოცულობის აღდგენითი სამუშაოები და განახლება დასჭირდა. ის სრულიად გარდაიქმნა და თანამედროვე საცხოვრებელ ადგილად იქცა. ასეთმა ფართომასშტაბიანმა სამუშაომ წაახალისა ავეჯის ერთ-ერთი კერძო კომპანია დაწესებულებისათვის საჩუქრად გადაეცა ახალი ხის კარები ყველა ოთახისთვის.

ვითარება სახლის განახლების შემდეგ


4. დედათა და ბავშვთა თავშესაფარი, ქ.ხაშური, იმერეთის ქ. (საზოგადოება „ბილიკი“)

თავშესაფარი გათვილია ბავშვის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი 10 ბენეფიციარისთვის (5 დედა, 5 შვილი), ანუ დედებისთვის, რომელთაც არ აქვთ შვილის გასაზრდელად საჭირო გარემო და არსებობს მათი მხრიდან ბავშვის მიტოვების საშიშროება. თავშესაფარში მუშაობს 1 ლიდერი, რომელიც პასუხისმგებელია შიდა სისტემაზე და 3 აღმზრდელი, რომლებიც ეხმარებიან მშობლებს შვილების აღზრდასა და სამსახურის პოვნაში. თანამშრომელთა ანაზღაურება დამოკიდებულია სახელმწიფოს მიერ გაცემულ ვაუჩერებზე.

შენობა 2017 წლიდან ეკუთვნის ორგანიზაცია „ბილიკს“.

ბილიკის თხოვნით, ADRA-ს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ეს შენობა და აღმოაჩიენის რომ მას საკმაოდ დიდი მოცულობის ინფრასტრუქტურული შეკეთება და განახლება სჭირდებოდა. საჭირო იყო როგორც შიდა ისე გარე სამუშაოები. ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენდა სადეზინფექციო ავზი და საკანალიზაციო სისტემა ვინაიდან ის სრულად მოძველებული და დაზიანებული იყო და ჟონავდა.


ვითარება სახლის განახლებამდე



დასრულებული სამუშაოების შეჯამება

საერთო ჯამში გამოიცვალა 532 მ2 შპალიერი. 235 მ2 ჭერი და კედლები შილესა და ხელახლა შეიღება. 2 კარი შეკეთდა, კიდევ 2 კარი მთლიანად შეიცვალა ახლით. 15 ფანჯარას დასჭირდა მცირე შეკეთება და მწყობრში მოყვანა. 3 ფანჯარაში გამოიცვალა შუშა. ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენდა ძველი და მჟონავი სადეზინფექციო ავზის და საკანალიზაციო სისტემის შეკეთება. სადეზინფექციო ავზის ამოთხრას სჭირდებოდა მძიმე სამშენებლო ტექნიკა. დამონტაჟდა ახალი ბეტონის სადეზინფექციო ავზი შესაბამისი საკანალიზაციო მილებით. სამზარეულოში დამონტაჟდა ორი წყლის ფილტრი, და ძველი გაზის პლიტა შეიცვალა ახალი, 4 კამფორიანი პლიტით. დამონტაჟდა ასევე წყლის ახალი ტუმბო. სააბაზანო ოთახში გამოიცვალა აბაზანა და 2 ონკანი. წყლის გამათბობელი ასევე შეიცვალა ახლით.. ეზოში მდებარე გარაჟში გამოიცვალა 24 მ2 მეტლახის ფილა, დამონტაჟდა ახალი კარი და ფანჯარა, და იქ მოეწყო საწყობი, რომელიც გაიწმინდა, შეილესა, და შეიღება. გამოიცვალა 1 დაზიანებული გათბობის რადიატორი. შენობის გარშემო დაიგო 32 მ2 ახალი ბეტონის საფარი. დამონტაჟდა 32 შიდა განათების ნათურა და 1 გარე ძლიერი განათების ნათურა. 13 საფეხურიანი კიბე შეკეთდა, გაიწმინდა, შეილესა და შეიღება. ეზოში დამონტაჟდა 2 სკამი და 1 ორადგილიანი საქანელა.

ვითარება განახლების შემდეგ




5. მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, ქ. გორი. (საზოგადოება „ბილიკი“)

სახლი გათვლილია 10 ბავშვზე, ასაკით 6-დან 18 წლამდე. აქ მუშაობს 1 ლიდერი, რომელიც პასუხისმგებელია შიდა სისტემაზე და 4 აღმზრდელი, რომლებიც უშუალოდ ბავშვებთან მუშაობენ. ბენეფიციარები არიან სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ცხოვრობენ ოჯახებში. ისინი უზრუნველყოფილი არიან კვებით, ჯანდაცვით, ტანსაცმლით, სასკოლო და პროფესიული განათლებით, ფორმალური და არაფორმალური წრეებით (ვიქტორინები, ხელსაქმე, მინანქარი, სამკაულების დამზადება და ა.შ.) და სხვ.

შენობა 2011 წლიდან ეკუთვნის ორგანიზაცია „ბილიკს“.

ADRA-ს წარმომადგენლებმა ინჟინერ-მშენებელთან ერთად დაათვალიერეს ეს შენობა და დაადგინეს თუ რა საჭიროებდა შეკეთებას და გამოცვლას. საჭირო იყო შპალიერის, კიბის და კარების შეკეთება და განახლება. შენობის შესასვლელში არსებული პლასტიკის გადახურვა დაზიანებული იყო და ჟონავდა წვიმის დროს. საჭირო იყო მისი გამართვა და შეკეთება.




ვითარება სახლის განახლებამდე


დასრულებული სამუშაოების შეჯამება


საერთო ჯამში გამოიცვალა 210 მ2 შპალიერი და 78.8 მ2 ფართობზე იატაკის ხის ლამინატი. 3 აბაზანაში შეკეთდა შხაპის მილები და გამოიცვალა შუასადებები. გამოიცვალა წყალსაკრები მილი სამრეცხაოში და ნიჟარა სამზარეულოში. დამონტაჟდა 7 ახალი კარი ძველის ნაცვლად (6 საძინებელ ოთახებში და 1 სამზარეულოში). ხის კიბე ხელახლა შეილესა, შეიღება და გამაგრდა დამატებითი საყრდენი ხის სვეტით. გამოიცვალა 30 შიდა განათების ნათურა და 1 გარე ძლიერი განათების ნათურა. ეზოში დამონტაჟდა 2 სკამი და 1 ორადგილიანი საქანელა. განახლდა და შეიღება 30.7 მ2 ფართობის ფასადი შენობის შესასვლელში.

ვითარება განახლების შემდეგ



6. მცირე საოჯახო ტიპის სახლი, ქ.ხაშური, მეტრეველის ქ. (საზოგადოება „ბილიკი“)

სახლი გათვლილია 10 ბავშვზე, ასაკით 6-დან 18 წლამდე. აქ მუშაობს 1 ლიდერი, რომელიც პასუხისმგებელია შიდა სისტემაზე და 4 აღმზრდელი, რომლებიც უშუალოდ ბავშვებთან მუშაობენ. ბენეფიციარები არიან სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ცხოვრობენ ოჯახებში. ისინი უზრუნველყოფილი არიან კვებით, ჯანდაცვით, ტანსაცმლით, სასკოლო და პროფესიული განათლებით, ფორმალური და არაფორმალური წრეებით (ვიქტორინები, ხელსაქმე, მინანქარი, სამკაულების დამზადება და ა.შ.) და სხვ.

შენობა 2011 წლიდან ეკუთვნის ორგანიზაცია „ბილიკს“.

ვითარება სახლის განახლებამდე


დასრულებული სამუშაოების შეჯამება


საერთო ჯამში გამოიცვალა 231 მ2 შპალიერი და 90 მ2 გარე კედლები ხელახლა შეილესა და შეირება. სხვა და სხვა ოთახში შეკეთდა 5 კარი და 1 რკინის კარი დამონტაჟდა შესასვლელში. სამზარეულოში გამოიცვალა ნიჟარა და წყლის ფილტრი. საააბაზანო ოთახებში შეკეთდა 3 ონკანი და 1 საშხაპე კაბინა რომელიც ჟონავდა. შეკეთდა ასევე 6 დაზიანებული ფანჯარა და გამოიცვალა 1 კარი. შეკეთდა წლის გამათმობელი და ერთ გარდერობში ჩაიდგა ახალი სარკე.

15 საფეხურიანი ხის კიბე შეკეთდა, გაიწმინდა და შეიღება. წყლის ჭას, რომელსაც არ ჰქონდა გადახურვა და იზოლაცია, გაუკეთდა ახალი გარე დათბობილი კარი უამინდობისა და ზამთრის Yყინვისგან დასაცავად. გამოიცვალა დაზიანებული საკანალიზაციო მილები. შენობის გარშემო დაიგო 2 მ სიგანის ცემენტის ფენა. გამოიცვალა და დამონტაჟდა 32 შიდა განათების ნათურა და 1 გარე ძლიერი განათების ნათურა. ეზოში დამონტაჟდა 2 სკამი და 1 ორადგილიანი საქანელა.

ვითარება სახლის განახლების შემდეგ




7.
მცირე საოჯახო ტიპის სახლი, ქ.ხაშური, პუშკინის ქ. (საზოგადოება „ბილიკი“)

სახლი გათვლილია 10 ბავშვზე, ასაკით 6-დან 18 წლამდე. აქ მუშაობს 1 ლიდერი, რომელიც პასუხისმგებელია შიდა სისტემაზე და 4 აღმზრდელი, რომლებიც უშუალოდ ბავშვებთან მუშაობენ. ბენეფიციარები არიან სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ცხოვრობენ ოჯახებში. ისინი უზრუნველყოფილი არიან კვებით, ჯანდაცვით, ტანსაცმლით, სასკოლო და პროფესიული განათლებით, ფორმალური და არაფორმალური წრეებით (ვიქტორინები, ხელსაქმე, მინანქარი, სამკაულების დამზადება და ა.შ.) და სხვ.

შენობა 2011 წლიდან ეკუთვნის ორგანიზაცია „ბილიკს“.

შენობის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენდა კაპიტალურად დაზიანებული სახურავი, რომელიც ჟონავდა რამოდენიმე ადგილას. ყურადღებით შესწავლის შემდეგ ინჟინერ-მშენებელმა დაადგინა სახურავის შესაკეთებლად საჭირო ღონისძიებები, რომლის გარეშე სხვა სარემონტო სამუშაოებს აზრი არ ჰქონდა.



ვითარება სახლის განახლებამდე

დასრულებული სამუშაოების შეჯამება

შენობის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენდა 235 მ2 ფართობის დაზიანებული და მჟონავი სახურავი. სახურავის შეკეთების გარეშე სხვა სარემონტო სამუშაოებს აზრი არ ჰქონდა. სახურავის უდიდეს ნაწილს სჭირდებოდა ახალი თუნუქის გადახურვა. რამოდენიმე ადგილას სახურავის კონსტრუქციები დალპა წყლის მუდმივი ჟონვის შედეგად და ითხოვდა გამოცვლას. ეს არ იყო ადვილი ამოცანა, მაგრამ ის წარმატებით შესრულდა.

საერთო ჯამში გამოიცვალა 220 მ2 შპალიერი და 98 მ2 გარე კედლები შეილესა და ხელახლა შეიღება. სააბაზანო ოთახში გამოიცვალა 1 აბაზანა. გამოიცვალა რამდენიმე გარე საკანალიზაციო მილი. სამზარეულოში გამოიცვალა წყლის შემკრები მილი და წყლის ფილტრი. ერთ-ერთ ოთახში დაიგო 16.5 მ2 ახალი ხის ლამინატი ძველი იატაკის ნაცვლად. შეკეთდა 6 დაზიანებული ფანჯარა და 1 კარი. 18 საფეხურიანი ხის კიბე გაიწმინდა, შეილესა და შეიღება. ეზოში დამონტაჟდა 2 სკამი და 1 ორადგილიანი საქანელა.

ვითარება სახლის განახლების შემდეგ


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.