რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« იანვარი 2026 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი
გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

აღნიშნულ მუნიციპალიტეტების სოფლებში ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები სრულდება, - სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება დაახლოებით 6 მილიონი ლარია.

„პროექტი ითვალისწინებდა გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების 17 სოფლის ჭაბურღილის, საქლორატოროების და სადაწნეო მილსადენის მოწყობას. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია, მეორე ეტაპის სამუშაოების განხორციელება, რომელზეც მუნიციპალური განვითარების ფონდს უკვე გამოცხადებული აქვს სამშენებლო ტენდერი. მეორე ეტაპის სამუშაოები 2019 წლის თებერვალში დაიწყება და 2020 წლის აგვისტოში დასრულდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლები უზრუნველყოფილი იქნება 24-საათიანი წყალმომარაგებით”, - განმარტავენ ფონდში.

მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან სიმონ გულედანთან ერთად დაათვალიერა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 31.12.2025
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში სკვერი ოთხი წლის წინ მოეწყო,
თუმცა სოფელში ბავშვები არ არიან.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში სკვერი ოთხი წლის წინ მოეწყო, თუმცა სოფელში ბავშვები არ არიან.
02:11 / 21.11.2025
კასპის საკრებულოს წევრის, ერეკლე ჩანქსელიანის ცნობით, საქადაგიანოსა
და ხიდისყურს შორის დამაკავშირებელ ხიდს მოაჯირები არა აქვს.
კასპის საკრებულოს წევრის, ერეკლე ჩანქსელიანის ცნობით, საქადაგიანოსა და ხიდისყურს შორის დამაკავშირებელ ხიდს მოაჯირები არა აქვს.
23:39 / 19.11.2025
ქალაქ გორში ბოლო ერთ წელიწადში ასზე მეტი მძღოლი დაჯარიმდა იმ
მიზეზით, რომ ამტვერებადი მასალა გადაჰქონდათ გადაუხურავი
სატრანსპორტო საშუალებით.
ქალაქ გორში ბოლო ერთ წელიწადში ასზე მეტი მძღოლი დაჯარიმდა იმ მიზეზით, რომ ამტვერებადი მასალა გადაჰქონდათ გადაუხურავი სატრანსპორტო საშუალებით.
01:57 / 19.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.