რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორის „ივერიონმა“ თბილისის „ბლექ ფორთრესტი“ დაამარცხა, რომლის შემადგენლობაშიც დუაიტ ჰოვარდი თამაშობდა
საქართველოს სუპერლიგის მორიგ შეხვედრაში გორის „ივერიონმა“ თბილისის „ბლექ ფორთრესტი“ ანგარიშით 75:70 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ თბილისური კლუბის რიგებში NBA-ის ჩემპიონი დუაიტ ჰოვარდი ასპარეზობდა.
13:29 / 11.10.2026
გორის ცენტრში, დევნის შემდეგ, მძღოლი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს
გორის ცენტრში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციამ მძღოლი დააკავა. შსს-ს ცნობით, პირის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მოხდა, რაც სამართალდამცველების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
13:28 / 11.10.2026
გორში, კეცხოველის ქუჩაზე ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა
გორში, სადგურის დასახლებაში, სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების დამონტაჟების მიუხედავად, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს Honda-სა და BMW-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, თუმცა ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
13:27 / 11.10.2026
კასპისა და მცხეთის მიჯნაზე ახალდაგებული გზა ჩაინგრა
კავთისხევი-ნიჩბისის გზის მონაკვეთი, რომლის რეაბილიტაციაც 2023 წელს 5.8 მილიონი ლარი დაჯდა, ჩაინგრა.
13:21 / 11.10.2026
პარტია „ახალის“ წევრებმა გორში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს
პარტია „ახალის“ პოლიტსაბჭოს წევრები გორში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათ მთავარ პრობლემებს გაეცნენ. მოქალაქეების გამოწვევებად დაბინძურებული წყალი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მიგრაცია და სიღარიბე დასახელდა.
14:58 / 10.10.2026
გორის მერიამ „ტანა-თეძმობის“ პროგრამიდან მწვადების მასტერკლასი ამოიღო
ბოშურში ფესტივალი „ტანა-თეძმობა“ გაიმართება. მერიის თავდაპირველ პრესრელიზში დაანონსებული მწვადების შეწვის მასტერკლასი და დოლების შოუ მოგვიანებით პროგრამიდან ამოიღეს, თუმცა ტენდერით ხორცი უკვე შეძენილია.
14:32 / 10.10.2026
კასპში ბუმბულისა და ლაყე კვერცხების გადამამუშავებელი საწარმო აშენდება
კასპში, კავთისხევის მიმდებარედ, ბუმბულისა და ლაყე კვერცხების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა იგეგმება. კომპანია „ჯიპიპი“ ნარჩენების გადამუშავების შედეგად ცხოველთა საკვებ დანამატს დაამზადებს.
14:31 / 10.10.2026
ერთთვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, ცხინვალის ციხიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს
საოკუპაციო რეჟიმმა 36 წლის გიორგი ჟუჟნიაშვილი და 32 წლის დიტო მურადაშვილი გაათავისუფლა. ე.წ. უშიშროების კომიტეტის მტკიცებით, მათ ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს.
14:30 / 10.10.2026
„თოვლივით დადო“ - გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძლიერი სეტყვა მოვიდა
დღეს გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. უხვმა ნალექმა განსაკუთრებით სოფელი ზერტი დააზარალა.
18:40 / 09.10.2026
გორის მე-9 სკოლასთან მოსწავლეს მანქანა დაეჯახა - შსს-მ გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრო გორის მე-9 საჯარო სკოლის წინ, ზებრა გადასასვლელზე, მოსწავლეზე ავტომობილის დაჯახების ფაქტს ადასტურებს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მყოფთა ნაწილი ავტოსაგზაო შემთხვევას უარყოფდა, უწყებამ გამოძიება დაიწყო.
18:41 / 09.10.2026
გორის მე-9 სკოლასთან მოსწავლეს მანქანა დაეჯახა - შსს-მ გამოძიება დაიწყო
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად თვითმხილველთა ნაწილი და ადგილზე მისული პოლიციელი შეჯახების ფაქტს უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ ბავშვი უბრალოდ წაიქცა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი ოფიციალურად დაადასტურა. უწყებამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
18:42 / 09.10.2026
„ივერიონი - გორი“ დუაიტ ჰოვარდის წინააღმდეგ - სუპერლიგის მატჩი შაბათს გაიმართება
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში „ივერიონი - გორი“ თბილისის „ბლექ ფორტრესს“ დაუპირისპირდება. თბილისურ კლუბში NBA-ის ჩემპიონი და 8-გზის All-Star-ის მონაწილე დუაიტ ჰოვარდი ითამაშებს.
13:04 / 09.10.2026
ხაშურის ბაზარში ხორცით მოვაჭრეები გაიფიცნენ - გაყიდვები 3 დღით შეჩერდა
ხაშურის ბაზარში ხორცით მოვაჭრეებმა სამდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს. პროტესტის მიზეზი ადგილობრივ სასაკლაოზე საქონლის დაკვლის ტარიფის 120 ლარამდე გაზრდაა.
13:03 / 09.10.2026
მოქალაქე პოლიციელებს სიყალბეში ადანაშაულებს
გორის სასამართლოში განიხილება საქმე, სადაც სამი პოლიციელი მოქალაქეს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ბრალდებულის თქმით, სამართალდამცველებმა მასზე წინა დღეებში მომხდარი კამათის გამო იძიეს შური.
13:02 / 09.10.2026
გორში ოჯახში ძალადობის ორ ფაქტზე დაკავებულებს 4-თვიანი პატიმრობა მიესაჯათ
ორივე ძალადობის ფაქტი 6 ოქტომბერს მოხდა. ერთ შემთხვევაში მამამთილმა რძალსა და საკუთარ მეუღლეზე იძალადა, მეორე შემთხვევაში კი ქმარმა ცოლს სცემა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ორივე მათგანს 4-თვიანი პატიმრობა და პირობითი სასჯელი განესაზღვრა.
12:59 / 09.10.2026
გორში პენსიონერს ფული მოჰპარეს - მოსამართლემ მრავალჯერ ნასამართლევ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
გორში, „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატიდან პენსიონერს ფული მოჰპარეს. საქმეზე დაკავებულია მრავალჯერ ნასამართლევი პირი, რომელსაც მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
12:54 / 09.10.2026
გორში ფესტივალი „როტონდა“ თუმანიშვილის თეატრმა სპექტაკლით „ბაკულას ღორები“ გახსნა
თეატრმცოდნე ნინო გაბედავას შეფასებით, წარმოდგენა რუსეთის ნამდვილ სახესა და ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობას ასახავს. სპექტაკლი მოგვითხრობს გალაკტიონ ხოსოლიანის ამაო ბრძოლაზე მეზობლის ღორებისა და უსამართლობის წინააღმდეგ.
15:03 / 08.10.2026
გორში ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის განმეორებით მართვისთვის ორი მძღოლი დააკავეს
გორსა და მიმდებარე სოფელში ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის ორი მძღოლი დააკავეს. ორივე მათგანი აღნიშნულ სამართალდარღვევაში განმეორებით არის მხილებული. სასამართლომ დამრღვევებს 5-დღიანი პატიმრობა, 2 000-ლარიანი ჯარიმა და მართვის უფლების 1 წლით ჩამორთმევა განუსაზღვრა.
15:01 / 08.10.2026
გორთან ახლოს ლოდებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა
გორი-კარალეთის გზაზე, ავტობანის ხიდთან, ლოდებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა. არსებული ინფორმაციით, ორთაშენიდან გორისკენ მიმავალმა სატვირთომ მოხვევისას წონასწორობა ვერ შეინარჩუნა.
15:02 / 08.10.2026
გორში უუფლებო ტაქსის მძღოლი დააჯარიმეს - დამრღვევი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა

მამაკაცი, რომელიც ესპანეთიდან დეპორტაციის შემდეგ უსახლკაროდ დარჩა, შემოსავლის მიღების მიზნით ტაქსაობდა. მოსამართლემ დამრღვევს ფულადი ჯარიმა დააკისრა და ავტომობილის მართვა აუკრძალა.

 

15:00 / 08.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.