რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
დაუსრულებელი მშენებლობა ლიახვის ნაპირზე - გორში ავტობუსების მოძრაობის ინტერვალი მინი-ჰაბის გაჭიანურების გამო არ მცირდება
გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, ქალაქში ლურჯი ავტობუსების მოძრაობის ინტერვალის თითქმის ორჯერ შემცირება მდინარე ლიახვის სანაპიროზე დაუსრულებელი მინი-ჰაბის ამუშავებაზეა დამოკიდებული, რომლის კანალიზაციასთან მიერთებაც დონეთა სხვაობის გამო ვერ ხერხდება.
13:14 / 10.11.2026
გორის მერიის ავტომობილებს გორში პარკირების საშვი არ აქვთ, თუმცა არც ჯარიმდებიან
goriparking.ge-ს მონაცემებით, გორის მერიის 16 ავტომობილზე გორში პარკირების საშვი გაცემული არ არის, თუმცა მათ დარღვევისთვის არავინ აჯარიმებს. პარალელურად, მერიის ავტომობილებს თბილისში პარკირების საშვები აქვთ შეძენილი, ხოლო გორში 1 წელში 18 913 მოქალაქე დაჯარიმდა.
13:13 / 10.11.2026
გორის მერიამ იჯარის პირობებს გადახედა - მერის მოადგილეს მიწის გადასახადი 400-დან 1 546 ლარამდე გაეზარდა
გორის მერიამ 22 კერძო და იურიდიულ პირთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებები გადახედა, რის შედეგადაც მიწით სარგებლობის გადასახადი სამჯერ გაიზარდა.
13:12 / 10.11.2026
გორში მოსახლეობა ავტოსამრეცხაოს გადატანას ან ღამით მუშაობის შეწყვეტას ითხოვს
გორში, კვერნაკის დასახლებაში მდებარე 24-საათიანი ავტოსამრეცხაო ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. ღამის საათებში შემაწუხებელი ხმაურის გამო ადგილობრივები ხელმოწერების შეგროვებასა და გორის მერიისთვის მიმართვას გეგმავენ.
13:11 / 10.11.2026
„როსსელხოზნადზორის“ დელეგაცია გორში იმყოფებოდა - რუსეთის წარმომადგენლებმა ადგილობრივი ობიექტები და ლაბორატორიები შეამოწმეს
რუსმა სპეციალისტებმა საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწვევით ლაბორატორიები და ხილის საექსპორტო ობიექტები შეამოწმეს.
13:10 / 10.11.2026
დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობა - გორის მერიამ „რანჩო ვარიანს“ 6 600 ლარზე მეტი დააკისრა, კომპანიამ დავა სასამართლოში გადაიტანა
გორის მერიამ დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო რესტორან „რანჩო ვარიანთან“ დაკავშირებულ კომპანიებს ჯამში 6 642,50 ლარის გადახდა დააკისრა. მსოფლიო ჩემპიონის, გიორგი კანდელაკის მიერ დაფუძნებულმა კომპანიებმა დაკისრებული გადასახადი სასამართლოში გაასაჩივრეს.
13:09 / 10.11.2026
გორის საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშით წარსდგება - მერიამ ბიუჯეტზე საკრებულოს მხოლოდ 5 შენიშვნა გაითვალისწინა
დოკუმენტის თანახმად, მერიამ ბიუჯეტთან დაკავშირებით საკრებულოს შენიშვნებიდან მხოლოდ 5 გაითვალისწინა, ხოლო ყარაღანდასთან დამეგობრების კონკრეტული შედეგები ანგარიშში მითითებული არ არის.
13:08 / 10.11.2026
უფლისციხის კესონებიანი დარბაზი ვიზიტორებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს - კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, უფლისციხის კესონებიანი დარბაზი ვიზიტორებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. სააგენტოს ცნობით, ჩატარებული გამაგრებითი სამუშაოების შედეგად უშუალო საფრთხის შემცველი გარემოებები გამოვლენილი არ არის.
13:07 / 10.11.2026
სოფელ აბანოში წმინდა გიორგის სახელობის XIX საუკუნის ეკლესია აღადგინეს
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აბანოში XIX საუკუნით დათარიღებულ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შენობაზე გამოიცვალა სახურავი და მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
13:06 / 10.11.2026
„ბოძები არ უყენია" - სოფელ ღვლევში სტადიონის განათების სადენები ღობეზეა მიმაგრებული
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვლევში სტადიონის განათების სადენები ბოძების არარსებობის გამო ღობეზეა დამაგრებული. ადგილობრივების ცნობით, სადენები ცოტა ხნის წინ ჩამოცვივდა და ისევ ღობეზე გაამაგრეს.
13:06 / 10.11.2026
ავტოსაგზაო შემთხვევა გორის ძველ უბანში - დაშავებულები არ არიან
გორის ძველ უბანში, წერეთლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-ს ცნობით, ავტომანქანის მძღოლს ალკოჰოლური თრობა დაუდასტურდა.
13:05 / 10.11.2026
„გულიკაანთუბანი ატოცს არ გამოყოფია" - ქარელის საკრებულო მაღალმთიანი სტატუსის დაკარგვის შესახებ მოქალაქის მოთხოვნას პასუხობს
ქარელის საკრებულოს განმარტებით, სოფელი გულიკაანთუბანი ატოცს არ გამოყოფია და ის ისტორიულად დამოუკიდებელი დასახლებაა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ 2023 წლის გადაწყვეტილების გამო სოფელმა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი და შეღავათები დაკარგა.
13:04 / 10.11.2026
დღეს გორის თეატრში „მუსუსის“ პრემიერა გაიმართება
გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში დღეს, 7 ნოემბერს, სპექტაკლ „მუსუსის“ პრემიერა გაიმართება. წინასაპრემიერო ჩვენებას სპეციალურად დაესწრო ცნობილი მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე.
13:51 / 07.11.2026
ქარელელი ანატოლი გიგაური ორწლიანი პატიმრობის შემდეგ საპატიმროს ნოემბერში დატოვებს
პროევროპული აქციების მონაწილე, ქარელში მცხოვრები ანატოლი გიგაური ორწლიანი პატიმრობის შემდეგ საპატიმროს მიმდინარე თვეს დატოვებს. 2024 წლის 25 ნოემბერს დაკავებული გიგაური აცხადებს, რომ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას აქტიურად გააგრძელებს.
13:52 / 07.11.2026
ქარელის შესასვლელში ტრაილერი თხრილში ჩავარდა - მაგისტრალი დროებით გადაიკეტა
ქარელის შესასვლელში საწყობში შესვლისას ტრაილერი თხრილში ჩავარდა, რის გამოც მთავარი მაგისტრალი დროებით გადაიკეტა. შსს-ს ცნობით, სამართალდარღვევის ნიშნები არ იკვეთება.
18:53 / 06.11.2026
სტადიონის მშენებლობის გამო გორში მაღაზიებსა და კვების ობიექტებს ჩამოართმევენ
გორში ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქციისა და უეფას IV კატეგორიის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ეკონომიკის სამინისტრომ შპს „მომავალი 2027“-ის საკუთრებაში არსებული 2 098 კვ.მ მიწისა და მასზე განთავსებული ობიექტების ექსპროპრიაციის გადაწყვეტილება მიიღო.
18:54 / 06.11.2026
გორში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
გორში, ჭალის დასახლებაში ავტომანქანის დაჯახების შედეგად დაშავებული ქალი კლინიკა „გორმედში“ გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით აგრძელებს.
18:55 / 06.11.2026
„ფეხბურთისაა თუ წყალბურთის?" - კასპში 7-მილიონიანი პროექტის ტერიტორიაზე სტადიონი წყლით დაიფარა
კასპის საკრებულოს ყოფილი წევრი მიხეილ ბექაური ვარჯაანის დასახლებაში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც წყლით დაფარული მინი-სტადიონი ჩანს. 
18:56 / 06.11.2026
ქარელის კულტურის სახლს 800 000 ლარად რეაბილიტაცია ხელახლა ჩაუტარდება
ქარელის კულტურის სახლს, რომლის სრულ რეაბილიტაციაზე 2015 წელს 963 000 ლარი დაიხარჯა, შენობისა და ეზოს განახლებისთვის ბიუჯეტიდან 800 000 ლარი გამოეყოფა.
18:57 / 06.11.2026
ქობესაანთუბანში ყოფილ რიტუალების სახლში სპორტდარბაზი მოეწყობა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობესაანთუბანში ყოფილ რიტუალების სახლში 350 000 ლარად სპორტდარბაზის მოწყობა იგეგმება. სპორტული სივრცეები რუისსა და დვანშიც მოეწყობა.
15:41 / 05.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.