რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ლევიტანასა და გაგლოაანს შორის ხიდბოგირის აღდგენა 220 000 ლარი დაჯდა

ხიდბოგირი, რომელიც ლევიტანასა და გაგლოაანს შორის მდებარეობს, გორის მერიას 220 000 ლარი დაუჯდა.

ბოგირი 2024 წლის მაისის სტიქიის დროს დაზიანდა და ლევიტანელები მის აღდგენას წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ელოდნენ. ხელშეკრულება გორის მერიამ 2025 წლის 12 დეკემბერს გააფორმა, რომლის მიხედვითაც მშენებლობა 150 დღეში უნდა დასრულებულიყო.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა:

  • 2025 წლის 18 დეკემბერი: მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ნიკუჭაძე მოხსენებით ბარათში აღნიშნავდა, რომ სამუშაოები თოვლის გამო ვერ იწყებოდა. კომპანიას უფლება მისცეს, მშენებლობა 2026 წლის 1 მარტიდან დაეწყო.

  • 2026 წლის 31 მარტი: კომპანიის ხელმძღვანელმა გორის მერს, კონსტანტინე ბუზალაძეს აცნობა, რომ სამუშაოები ვერც მარტში დაიწყო, რადგან წყლის დონე იყო მომატებული. 8 აპრილს მერმა დადო შეთანხმება, რომ პროცესი 15 აპრილიდან დაწყებულიყო.

  • 2026 წლის 12 ივნისი: ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა პაატა პაპავამ მერს აცნობა, რომ წყალუხვობის გამო სამუშაოები კვლავ არ იყო დაწყებული. საბოლოოდ, კომპანიას ხიდბოგირის აშენების ვადა 2026 წლის 31 ოქტომბრამდე გაუხანგრძლივეს.

2026 წლის 22 ნოემბერს ხიდბოგირი „ქართლის ამბებმა“ მოინახულა. ლევიტანაში ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ ეს კონსტრუქცია ამ ზამთარსაც ვერ გაუძლებს, გაზაფხულზე კი ადიდებული მდინარე ტანა მას ისევ წალეკავს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორის ქალთა კამერული გუნდი გასტროლებს ინდოეთში გამართავს. 2026 წლის
3-14 დეკემბერს კოლექტივი კონცერტებს ნიუ-დელიში, ჩანდიგარსა და
შილონგში, ინდოეთის კულტურული ურთიერთობების საბჭოს მიერ ორგანიზებულ
მე-12 საერთაშორისო ცეკვისა და მუსიკის ფესტივალის ფარგლებში
გამართავს.
გორის ქალთა კამერული გუნდი გასტროლებს ინდოეთში გამართავს. 2026 წლის 3-14 დეკემბერს კოლექტივი კონცერტებს ნიუ-დელიში, ჩანდიგარსა და შილონგში, ინდოეთის კულტურული ურთიერთობების საბჭოს მიერ ორგანიზებულ მე-12 საერთაშორისო ცეკვისა და მუსიკის ფესტივალის ფარგლებში გამართავს.
11:15 / 25.11.2026
მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, გუშინ
საღამოდან ელექტროენერგია არ მიეწოდება კასპისა და გორის
მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელს, მათ შორის დოესს, ქვახვრელს,
უფლისციხესა და ხიდისთავს.
მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, გუშინ საღამოდან ელექტროენერგია არ მიეწოდება კასპისა და გორის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელს, მათ შორის დოესს, ქვახვრელს, უფლისციხესა და ხიდისთავს.
10:09 / 25.11.2026
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ინერხევთან 2023 წელს მოასფალტებული
გზის დეფორმაცია გრძელდება. 2025 წლის შემოდგომასა და 2026 წელს
გადაღებული ფოტოების შედარებით ჩანს, რომ ნიადაგის მოძრაობა არ
შეჩერებულა და დაზიანებულ მონაკვეთებს შორის დაშორება გაიზარდა.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ინერხევთან 2023 წელს მოასფალტებული გზის დეფორმაცია გრძელდება. 2025 წლის შემოდგომასა და 2026 წელს გადაღებული ფოტოების შედარებით ჩანს, რომ ნიადაგის მოძრაობა არ შეჩერებულა და დაზიანებულ მონაკვეთებს შორის დაშორება გაიზარდა.
19:26 / 24.11.2026
„საზოგადოება ბილიკი“ გორში ახალ პროექტს - „უსაფრთხო, მწვანე და
ინკლუზიური სამეზობლოების შექმნა“ - იწყებს. EU-UNDP-ის პროექტის
(M4EG) მხარდაჭერით განხორციელებული ინიციატივა ამხანაგობების
გაძლიერებას, AI წიგნიერების ინტეგრირებას, ცხოველების ჰუმანურ
მოვლა-პატრონობასა და სათემო ფესტივალების ორგანიზებას ისახავს
მიზნად.
„საზოგადოება ბილიკი“ გორში ახალ პროექტს - „უსაფრთხო, მწვანე და ინკლუზიური სამეზობლოების შექმნა“ - იწყებს. EU-UNDP-ის პროექტის (M4EG) მხარდაჭერით განხორციელებული ინიციატივა ამხანაგობების გაძლიერებას, AI წიგნიერების ინტეგრირებას, ცხოველების ჰუმანურ მოვლა-პატრონობასა და სათემო ფესტივალების ორგანიზებას ისახავს მიზნად.
16:05 / 24.11.2026
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ღოღეთში 81 წლის ელენე სიუკაევის
ოჯახი სოციალურ დახმარებას კვლავ მიიღებს. ქარელის სოციალური
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ხელახალი
გადამოწმების შედეგად ოჯახს იმაზე დაბალი ქულები მიენიჭა, ვიდრე
აქამდე ჰქონდა.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ღოღეთში 81 წლის ელენე სიუკაევის ოჯახი სოციალურ დახმარებას კვლავ მიიღებს. ქარელის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ხელახალი გადამოწმების შედეგად ოჯახს იმაზე დაბალი ქულები მიენიჭა, ვიდრე აქამდე ჰქონდა.
13:36 / 24.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.