რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
სიმონ ნოზაძე: თუ პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა დადასტურდა, უნდა დაისაჯნონ პოლიციელები
ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ თუ პოლიციელებმა ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს, უნდა დაისაჯონ. ნოზაძის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და პრივილეგიებით არავინ არ უნდა სარგებლობდეს.

,,კონკრეტულად ეს ფაქტი არ ვიცი, არ მინახავს კადრები. რაც შეეხება ზოგადად ჟურნალისტის საქმიანობს, რა თქმა უნდა, მათ უნდა მიეცეთ საშუალება იმუშაონ თავისუფლად. თუ ნამდვილად იყო ხელშეშლის ფაქტი, ამით უნდა დაინტერესდეს გენერალური ინსპექცია და დაიწყოს გამოძიება. თუ პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა დადასტურდა, უნდა დაისაჯონ პოლიციელები კანონის შესაბამისად, რადგან, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და პრვილეგიებით არავინ არ უნდა სარგებლობდეს. ჩემი დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ იცით, მე ყოველთვის ჟურნალისტების მხარეს ვარ" - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

შეგახსენებთ, 10 ივნისის ღამეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორ საბა წიწიკაშვილს პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. ფაქტი ცენტრალურ მაგისტრალზე იმ დროს მოხდა, როდესაც წიწიკაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის გაშუქებას ცდილობდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. საბა წიწიკაშვილი გუშინ გამოკითხეს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
5 ივნისს ხაშურში გარდაცვლილი ნახეს მოზარდი, დედა კი - 
კომატოზურ მდგომარეობაში. შს სამინისტროს ცნობით დაღუპულია 11 წლის
ასაკის ბიჭი. დედა კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
5 ივნისს ხაშურში გარდაცვლილი ნახეს მოზარდი, დედა კი -  კომატოზურ მდგომარეობაში. შს სამინისტროს ცნობით დაღუპულია 11 წლის ასაკის ბიჭი. დედა კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
15:04 / 06.06.2025
გორში კონტროლიორების ხელფასები მთლიანად დამოკიდებული გახდა
ბილეთების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალზე.
გორში კონტროლიორების ხელფასები მთლიანად დამოკიდებული გახდა ბილეთების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალზე.
20:00 / 05.06.2025
ელჩის განცხადებას აშშ-ის საელჩო ავრცელებს
ელჩის განცხადებას აშშ-ის საელჩო ავრცელებს
15:12 / 05.06.2025
ხაშურში 11 წლის ასაკის მოზარდი დღეს დილით სახლში გარდაცვლილი ნახეს,
დედა კი - უგონო მდგომარეობაში.
ხაშურში 11 წლის ასაკის მოზარდი დღეს დილით სახლში გარდაცვლილი ნახეს, დედა კი - უგონო მდგომარეობაში.
12:00 / 05.06.2025
კარალეთში წუხელ მორიგი ავარია მოხდა
კარალეთში წუხელ მორიგი ავარია მოხდა
11:00 / 05.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.