რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ცხინვალის დელეგაცია დაკავებულების გადაცემას ითხოვს
ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე ოსურმა მხარემ სარმატ გაბარაევისა და ანდრეი ქობისოვის გადაცემა მოითხოვა. ქართული მხარე კი, იმ მტკიცებულებებს ითხოვს, რომლითაც გაბარაევისა და ქობისოვის დანაშაულს დაამტკიცებს.

გუშინ, გამყოფ ხაზთან, საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს. ისინი სოფელ მამისაანთუბანთან (ერგნეთის) სიახლოვეს ნახეს. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს. აღნიშნული მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესების დარღვევას გულისხმობს.

ერთ-ერთი დაკავებული დაჭრილია და მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში გადის, მას ოპერაცია ჩაუტარდა.

სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ერგნეთში გააკეთა.

"ყველა პროცედურა ჩატარდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოიდექსის 322-პრიმა მუხლით დაიწყო. ამოქმედებულია ცხელი ხაზი ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია " - აცხადებს ირაკლი ანთაძე.

კომენტარი გააკეთა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ: - "ისინი კრიმინალები არიან თუ არა ამას გაარკვევს ჩვენი გამოძიება დღეის მდგომარეობით გიდასტურებთ რომ ისინი იმყოფებიან ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. ერთ მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობვა მძიმეა, მაგრამ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებვა" აცხადებს ზვიად ზვიადაძე .

ოსური მედიის ინფორმაციით, ქობისოვის და გაბარაევის დაკავების შესახებ დე-ფაქტო რესპუბლიკის მინისტრმა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში, მურატ ჯიოევმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით გაიგო.
ქობისოვს და გაბარაევს ცხინვალის მილიცია დიდი ხანია ეძებს. ორი დღის წინ, ძებნილებს ცხინვალის რაიონის სოფელ ზალდაში მიაკვლიეს. ძებნილებმა მილიციის თანამშრომლებს ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს.

მძიმედ დაიჭრმა მილიციის ორივე თანამშრომელი. ურთიერთსროლის დროს დაიჭრა ასევე ერთ-ერთი ძებნილი. დე-ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრი აცხადებს, რომ ძებნილებმა მამისაანთუბნამდე (ერგნეთის სიახლოვეს) მიაღწიეს.

იხ. ამავე თემაზე:

პოლიციამ გამყოფ ხაზთან ორი ძებნილი დააკავა

ცხინვალში მილიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს - ვინ არიან ძებნილები

ცხინვალში ბიზნესმენების გატაცებაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ცხინვალში საკუთარი მანქანით მოქალაქე გაიტაცეს და სანაცვლოდ გამოსასყიდს ითხოვენ
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორში, 2020 წელს აშენებული მე-11 საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა
საფრთხის შემცველი გახდა, რის გამოც შენობიდან დაზიანებული ფილების
მოხსნა და დანესტიანებული ოთახის იზოლირება გახდა საჭირო.
გორში, 2020 წელს აშენებული მე-11 საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა საფრთხის შემცველი გახდა, რის გამოც შენობიდან დაზიანებული ფილების მოხსნა და დანესტიანებული ოთახის იზოლირება გახდა საჭირო.
18:54 / 01.10.2026
ქარელის მე-2 საჯარო სკოლის დახურვიდან 6 თვე გავიდა. ალტერნატიულ
ფართში, მეორე ცვლაში სწავლებამ მოსწავლეებსა და მშობლებს სერიოზული
პრობლემები შეუქმნა.
ქარელის მე-2 საჯარო სკოლის დახურვიდან 6 თვე გავიდა. ალტერნატიულ ფართში, მეორე ცვლაში სწავლებამ მოსწავლეებსა და მშობლებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
16:56 / 01.10.2026
რუსეთის საპატრიარქოს დელეგაცია, რომელსაც ვოლოკოლამის მიტროპოლიტი
ანტონი ხელმძღვანელობდა, გორს ესტუმრა და ადგილობრივი სიწმინდეები
მოინახულა.
რუსეთის საპატრიარქოს დელეგაცია, რომელსაც ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ანტონი ხელმძღვანელობდა, გორს ესტუმრა და ადგილობრივი სიწმინდეები მოინახულა.
15:26 / 01.10.2026
კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე ისტორიული სხვილოს ციხე ადგილობრივმა
მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით გაანათა.
კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე ისტორიული სხვილოს ციხე ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით გაანათა.
13:00 / 01.10.2026
ტანას ხეობაში, გორის მერიის დაფინანსებით, სახალხო დღესასწაული
„ტანა-თეძმობა“ გაიმართება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 60 000 ლარია
გამოყოფილი.
ტანას ხეობაში, გორის მერიის დაფინანსებით, სახალხო დღესასწაული „ტანა-თეძმობა“ გაიმართება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 60 000 ლარია გამოყოფილი.
12:07 / 01.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.