რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ქარელის მერი: ,,ტელეფონს როცა გითიშავთ, ე.ი. არ მცალია"
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყინწვისში სასმელი წყლის პრობლემა კვლავ აწუხებთ. ამის თაობაზე, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას საჯაროდ მიმართავენ. ქარელის მერიაში ყინწვისელებს უპასუხეს, რომ საკითხის მოსაგვარებლად მუშაობენ:

,,როც ტელეფონს გითიშავ, ე.ი. არ მცალია" - გვითხრა ქარელის მერმა.

,,ძალიან დიდი პრობლემაა წყალთან დაკავშირებით. სასმელ წყალს ვგულისხობ. სექტემბრიდან მოყოლებული იანვრის ჩათვლით წყალი არ გვქონია. იმის წინ აღარ ვამბობ. წყალი მოვა 2 დღე, არ არის 2-3 კვირა. ძალინ ვეწვალებით. მოგეხსენებათ, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მოხუცებულია და მათ კიდევ უფრო უჭირთ წყლის მოზიდვა. წყლის მარაგი არის სათავეში, მაგრამ დაზიანებულია ავზი და არ ხდება წყლის რაოდენობის შენარჩუნება. წყალი იკარგება. იყო დაპირება, რომ გაზაფხულზე უნდა გაეკეთებინათ ახალი ავზი სათავეში. სადაცაა ზაფხული გავა და ჯერ არავინ ჩანს. არ დაადგა საშველი ამ პრობლემის მოგვარებას." - აღნიშნავს მოქალაქე.

ქარელის მერიამ აღნიშნულ ავზთან დაკავშირებით სამუშაოები უკვე დაიწყო, თუმცა, როგორც მერიაში გვითხრეს, ყინწვისის სხვადასხვა უბანი სხვადასხვა წყაროთი სარგებლობს.

ადგილობრივი მოსახლეობა სხვა პრობოლემებსაც ასახელებს:

,,აქვე მოგახსენებთ, რომ სოფლის დაფინანსების პროგრამით ყინწვისში უნდა გაკეთებულიყო გარე განათება და უნდა მოეხრეშათ შიდა გზები. გარე განათების სადენები გაყვანილია, შესაბამისად, ლამპიონებიც დაყენებულია, დარჩენილია 2 უბანი. ეკლესიის გზის განათებაზე არც უფიქრიათ, სოფლის სასაფლაოც იქვეა. მას შემდეგ არც განათება ჩაირთო და არც დარჩენილ უბნებზე მოაკითხა ვინმემ, რომლის გასანათებლადაც, როგორც თქვეს, დაფინანსება არ ეყო. გზების მოსახრეშად საერთოდ არავინ გამოჩენილა." - აღნიშნავს მოქალაქე.

ქარელის მერს ოფიციალურად სმიმართავენ, რომ (სოციალური ქსელით) 12 000 ლარი არ არის პატარა თანხა, რომელიც თავიდანვე გაწერილი და განსაზღვრული უნდა ყოფილიყო:

,,გაზის შემოყვანა სოფელში ხომ ოცნებადაც აღარ გვაქვს, იმდენი ცრუ დაპირება მოვისმინეთ, ყოველი არჩევნების წინ." - აცხადებს მოქალაქე.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.