რედაქტორის რჩევით
გამყოფ ხაზთან გაუჩინარებული ახალუბნელების ოჯახის წევრები მეჯვრისხევის პოლიციაში მივიდნენ
მეჯვრისხევის განყოფილებაში დაიბარეს გაუჩინარებული მოქალაქეების
ოჯახის წევრები. წინასწარი ინფორმაციით, წმ. გიორგის ეკლესიასთან
ისინი ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს.
ოჯახის წევრებს ჯერჯერობით ინფორმაცია ცხინვალის მხრიდან არ მიუღიათ.
სავარაუდო დაკავებულები არიან: 1. გოგიტა ნასყიდაშვილი, 2. ილია ბაინდურაშვილი, 3. ოთო ელიაური, 4. ზურა გერკეული, 5. კობა ვარდანაშვილი, 6. ილია მიღრიჯანაშვილი. 7. ლაშა გერკეული.
ლაშა და ზურა გერკეულები ბიძაშვილები არიან. სოფლის წარმომადგენლის, ტარიელ ვათიაშვილის განმარტებით, დაკავებულებს შორის, 18-წლის ბიჭია, ხოლო დანარჩენნი - 33-38 წლის ასაკისანი არიან.
,,7-ვე მათგანთან სატელეფონო კონტაქტი გაწყვეტილია. თუ ჩამოართვეს ტელეფონი, ბუნებრივია, ვეღარ დავუკავშირდებით" - აცხადებს ვათიაშვილი.
მისი განმარტებით, ეკლესიის ტერიტორიაზე ტელეფონს მიღება აქვს და ამიტომაც მოსახლეობა ფიქრობს, რომ ისინი დააკავეს.
ჯერ-ჯერობით, სხვა ინფორმაცია მოსახლეობას არა აქვს. ტარიელ ვათიაშვილი ამბობს, რომ წმინდა გიორგის ეკლესიაში ბიჭები შუადღეს წასულან: ,,დღეს არანაირი დღესასწაული არაა, თუმცა, როგორც ჩანს, მოიწადინეს ასვლა".
იხ. ამავე თემაზე:
გამყოფ ხაზთან მდებარე ეკლესიასთან სავარაუდოდ 7 ადამიანი დააკავეს

ამავე კატეგორიაში
უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო ქვემო ჭალაში 11 ჰა-მდე საძოვრის
სტატუსის უკანონო შეცვლისა და გაყიდვის ხელშეკრულება, რომელიც ინგა
კურტანიძემ იყიდა და 139 ერთეულად დაანაწევრა.
„ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენელმა ქეთევან თურაზაშვილმა
ვიდეომიმართვაში აჩვენა მდინარე ტანას ხეობაში, დაცულ ტერიტორიაზე,
არსებული საბურავების ნაგავსაყრელები და პასუხისმგებელი უწყებების
უმოქმედობაზე მიუთითა.
გორის მერიამ 12 აგვისტოს „ახალბაღში“ ახალგაზრდული ფესტივალი
ჩაატარა.
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში
ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავა, მათ
შორის 55 ნარკორეალიზაციაში ჩართული, ხოლო
ნივთმტკიცებად ნარკოტიკები, თანხა და იარაღი
ამოიღო.
ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლეში დამონტაჟებული ლიფტისკენ მისასვლელად
შშმ პირებმა და სხვა ვიზიტორებმა ალაყაფის მაღალი კარის ბარიერი უნდა
გადალახონ, სასახლის რეაბილიტაციაზე კი უკვე 2.4 მლნ ლარია დახარჯული.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები