რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ჩორჩანასთან დღეს დილით აღარ გამოჩენილან
დღეს დილით ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების გადაადგილება აღარ შეინიშნება, ამის შესახებ ინფორმაცია Qartli.ge-ს ხაშურის მერის წარმომადგენელმა მიაწოდა.

ვაჟა ლომიძე აცხადებს, რომ ჩორჩანას სიახლოვეს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული პირები გუშინ იყვნენ კონცენტრირებულნი.

„ქართული მხარე საგუშაგოს აშენებს, სწორედ ამის გასაპროტესტებლად მივიდნენ გუშინ ოკუპანტები, მათ შორის იყო ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტი. როგორც მათ თქვეს, თითქოს და ქართული მხარე მათ მიწებს იტაცებს,“- აცხადებს ლომიძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 28 აგვისტოს დაფიქსირებული ქმედება წ მიზანმიმართულ პროვოკაციას წარმოადგენს და მნიშვნელოვნად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს.

„ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხი განხილული იქნება დღეს, 29 აგვისტოს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე,” – აღნიშნულია სუს-ის (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის) განცხადებაში.

ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი სამხედროები 2019 წლის თებერვალშიც გამოჩნდნენ. საოკუპაციო ძალების ე.წ. მესაზღვრეებმა სოფლის მიმდებარედ ტყის მასივი ყვითელი საღებავებით მონიშნეს.

მონიშნული ტერიტორიის მიღმა ტალკის საბადო მდებარეობს, იქვეა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „ქართლი2“.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კასპის მუნიციპალიტეტმა ორ წელში ა(ა)იპ-ებზე 19.5 მილიონი ლარი
დახარჯა
კასპის მუნიციპალიტეტმა ორ წელში ა(ა)იპ-ებზე 19.5 მილიონი ლარი დახარჯა
20:18 / 12.03.2026
ცნობისათვის, 2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში მომხმარებლისთვის
ცნობისათვის, 2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში მომხმარებლისთვის
18:26 / 12.03.2026
როგორც საკრებულოს აპარატში
როგორც საკრებულოს აპარატში "ქართლის ამბებს" უთხრეს, მერმა საკითხთან
17:23 / 12.03.2026
გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
10:24 / 12.03.2026
უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ქვევრების და კედლის
მოშლა არ

უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ქვევრების და კედლის მოშლა არ

18:51 / 11.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.